imedi /  17 აპრილი 2020, 14:26 / სანდო წყარო

დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტი: საქართველოს რეაგირება კორონავირუსზე სხვა ქვეყნებისთვის მაგალითადაც გამოდგება

დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტი, დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრი Royal United Services Institute (RUSI), რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კვლევებს ახორციელებს, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე წერს.

ვრცელ პუბლიკაციაში დეტალურად არის მიმოხილული მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული პრევენციული ნაბიჯები და მიღებული ზომები.
„საქართველო წარმატებულ ქვეყნად მოგვევლინა ახალი კორონავირუსის გამოწვევასთან გამკლავების წყალობით“, - ასეთია ვრცელი პუბლიკაციის სათაური, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ბევრი ქვეყანა სხვადასხვა გზას პოულობს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად და წარმატებას სხვადასხვა დოზით აღწევს, თუმცა საქართველომ ალტერნატიული გზა აირჩია და არჩევანმაც გაამართლა. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და მთავრობის მყისიერმა რეაგირებამ ჯანდაცვის სისტემას გარკვეული დრო მოაგებინა მობილიზაციისთვის და მოსალოდნელი ეპიდაფეთქებისთვის მზაობისთვის. საქართველომ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დასკვნების გაკეთება და შესაფერისად მოქმედება შეძლო. 15 აპრილის მდგომარეობით საქართველოს მხოლოდ 300 დადასტურებულ შემთხვევაზე ცოტათი მეტი აქვს, რომელთა მესამედის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. გარდაცვლილია 3 ადამიანი. წარმატება ინფექციის გავრცელების შეკავებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის კუთხით შემთხვევითი არაა. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მთელი ნაკადის წყალობით, საქართველო სამაგალითო ქვეყნად იქცა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად. საქართველოს შემთხვევა ცხადყოფს, რომ კრიზისების ქმედით მართვას უამრავი რესურსი არ სჭირდება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ადრეული რეაგირების შედეგად, 2020 წლის იანვარშივე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შეიქმნა უწყაბათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ახალი კორონავირუსის საფრთხეების განეიტრალება და შეკავება განესაზღვრა მიზნად.

„თავიდან თითქმის არავინ ელოდა, რომ უჰანში გაჩენილი ვირუსი ასეთი ინტენსივობით დაარტყამდა დანარჩენ მსოფლიოს, თუმცა საქართველოს მთავრობის რეაქცია სწრაფი და - როგორც აღმოჩნდა - დროული იყო. საქართველომ პრევენციული ზომები განახორციელა ჩინეთიდან ფრენების დროებითი შეჩერების გზით, სანამ იმავე ზომებს მიიღებდა ირანის მიმართ. ირანი ცხელ წერტილად თებერვლის ბოლოს იქცა. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შედეგებით სარგებლობის კონტექსტში იტალია ევროპაში ქართველი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულების ადგილი იყო. თებერვლის ბოლოსთვის იტალია ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოდ იქცა ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს მთავრობამ მყისიერად იმოქმედა და იტალიიდან ჩამოფრენილი უკლებლივ ყველა მგზავრი 14 დღის განმავლობაში საკარანტინო ზონებად ქცეულ სასტუმროებში გადაიყვანა ან თვითიზოლაციაში გაუშვა. ამას მოჰყვა საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოსა და იტალიას შორის. მანამდე კარგა ხნით ადრე, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც მკაცრი სამედიცინო შემოწმებები დაიწყო აეროპორტებსა და ქვეყანაში შემომსვლელი ყველა მგზავრი ამ რეჟიმში იყო მოქცეული. ეს მარტივი, თუმცა ქმედითი მექანიზმი ახდენდა ინფიცირებული ადამიანების გამოვლენას“, - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორს ასევე ხაზგასმული აქვს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით წარმართული მედიაკამპანია და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge.

„ის მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას იმ კრიზისის სიმძიმის შესახებ, რაც შესაძლოა, საქართველოს დადგომოდა. პრემიერ-მინისტრის საკონსულტაციო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და მისი აპარატი საკვანძო როლს თამაშობს უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფაში, რადგან უმაღლეს დონეზე ხდება კრიზისის მართვის ზომების ეფექტური განხორციელება“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორის შეფასებით, კრიზისის დროს კომუნიკაცია დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი ექსტრაორდინარული გადაწყვეტილებების წარმატებული განხორციელების საკვანძო ელემენტია და საქართველო ამ კუთხითაც გამოირჩევა.

„კომუნიკაციაში ფიგურირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის სფეროს უმაღლესი დონის ექსპერტები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები ნათლად და მკაფიოდ განემარტოს მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ქართველებმა პანიკურად დაიწყეს მედიკამენტებისა და სურსათის შეძენა აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში, ეს პროცესი მაშინვე დაცხრა, როდესაც გაცხადდა, რომ საკმარისი მარაგები არსებობდა ქვეყანაში და სიტუაცია ამ მხრივ კონტროლს ექვემდებარებოდა. მოგვიანებით ნიადაგიც მომზადდა საგანგებო ვითარების გამოსაცხადებლად; ბაგა-ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების დასახურად; სწავლის პროცესის ციფრულ პლატფორმებზე გადასატანად. სახელოვნებო და სპორტული ღონისძიებები გაუქმდა. რესტორნები და კაფე-ბარები დაიკეტა. საზღვრები ჩაიკეტა და ქვეყანაში შემოსვლა აიკრძალა. გამონაკლისს მხოლოდ სამშობლოში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოფრენილი საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზომების გამკაცრება შეესაბამებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს. ქვეყნის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება ზომების „მძიმე არსენალის“ გამოყენებაზე იმაზე მეტყველებს, რომ ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი კრიზისის დროს მთავრობას წარმატებით შეუძლია მხარდამჭერ მექანიზმად იქცეს და პროფესიონალების მიერ გაცემული რეკომენდაციები განახორციელოს. საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები საკმარისად თამამები აღმოჩდნენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგიერთი რეკომენდაცია გადააკეთეს ქართული რეალობისთვის მორგების მიზნით“, - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი ასევე ყურადღებას უთმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„საქართველოს ყველაზე მოწყვლად სფეროებად რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები. რუსეთმა მათი მცხოვრებლები მარტო დატოვა ჯანდაცვის გამოწვევის წინაშე, მაგრამ საქართველოს მთავრობამ დახმარება შესთავაზა აფხაზებსა და ოსებს ვირუსზე ტესტირებისა და დიაგნოსტირების მიმართულებით, რაც თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრში წესიერად ჩატარდებოდა. შეთავაზება ასევე გულისხმობდა სრულ წვდომას სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რადგან ხსენებულ რეგიონებს ჯანდაცვის ელემენტარული საჭიროებებიც კი არ აქვთ დაკმაყოფილებული რუსეთის ოკუპაციის პირობებში. შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ლუგარის ცენტრი 2018 წელს მიზანში ჰყავდა ამოღებული რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას და აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები ამ ლაბორატორიას უკანონო ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ვირუსების გამოსაყვანად იყენებს. ეპიდაფეთქებამ რუსეთის პროპაგანდის შეზღუდულობა და ამ სამედიცინო დაწესებულების სტრატეგიული მნიშვნელობა ცხადყო. ლუგარის ცენტრი საქართველოში ახალ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება - დიაგნოზებს ძალიან მოკლე დროში სვამს და ვირუსის გავრცელების არეალში მიკვლევადობას ახდენს. ასეთ დროს რთულია, იდავო წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გადამწყვეტ როლზე. ეს იმ ხალხსაც უჭირს, ვინც რუსეთის დეზინფორმაციისკენ იყო გადახრილნი”, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო შორსაა პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებისგან, თუმცა ქვეყანა რეაგირების კუთხით დღემდე გადადგმული ნაბიჯებისთვის შექებას იმსახურებს.

„საქართველო შორსაა პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებისგან, რადგან მრუდი პლატოდ მალე ვერ იქცევა. ტურიზმზე დიდად დამოკიდებულ ქვეყანაში პოსტ-პანდემიური პერიოდი სავსე იქნება ეკონომიკური სიდუხჭირითა და გამოწვევებით. და მაინც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ქება ახალ კორონაცირუსზე რეაგირების ნაწილში ნამდვილად დამსახურებული იყო და სხვა ქვეყნებისთვის მაგალითადაც გამოდგება“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ყველა სიახლე

ინდოეთი კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 10:55

COVID19

ინდოეთმა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით იტალიას გადაუსწრო

ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი უკვე 236 657 ადამიანს დაუსვეს. ამ მონაცემებით ინდოეთმა იტალიას გადაუსწრო და მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. ქვეყანაში ვირუსს 6 649 პაციენტი ემსხვერპლა.

06 ივნისი 2020, 10:52

რეგიონი

ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

მარინა ეზუგბაია

06 ივნისი 2020, 10:51

COVID19

მარინა ეზუგბაია: სახელმწიფო დონეზე გასაცემ კითხვებზე პასუხს არ გავცემ

სახელმწიფო დონეზე გასაცემ კითხვებზე პასუხს არ გავცემ, - ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველო, სომხეთს კოვიდინფექციასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

მაიკლ ჯორდანი

06 ივნისი 2020, 10:40

სპორტი

მაიკლ ჯორდანი რასობრივ უთანასწორობასთან მებრძოლ ორგანიზაციებს $100 მილიონს გადასცემს

სპორტსმენი თანხას სხვადასხვა ორგანიზაციას 10 წლის განმავლობაში გადასცემს. ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფინანსური აქციაა.

06 ივნისი 2020, 10:40

COVID19

კოვიდინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„სამივე შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. მათგან ორი სატვირთოს მძღოლია, ერთი კი საკარანტინე სივრციდანაა. ამჟამად კოვიდცენტრებში 132 ადამიანი მკურნალობს, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 16%-ს შეადგენს. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ჩვენთან დღე-ღამეში 5 ინფიცრებული გამოჯანმრთელდა და ამჟამად გვყავს 49 დადასტურებული პაციენტი“.

მაია ცქიტიშვილი

06 ივნისი 2020, 10:39

რეგიონი

მაია ცქიტიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნო. მაია ცქიტიშვილის თქმით, განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მარნეულში სამუშაოები გაჩერებული იყო და ამ ეტაპზე ყველა პროექტი განახლდა.

ჯასტინ ტრიუდო

06 ივნისი 2020, 10:21

მსოფლიო

ჯასტინ ტრიუდო რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა

ოტავაში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ქვეყნის მეთაური სოლიდარობის ნიშნად სამჯერ დაიჩოქა. დემონსტრაციის მონაწილეები კი სკანდირებდენ: „გაუწიე წინააღმდეგობა ტრამპს“.

06 ივნისი 2020, 10:17

ტექნოლოგიები

თბილისში საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს, რომელიც თბილისის ტერიტორიის ფარგლებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს.

კორონავირუსი

06 ივნისი 2020, 10:17

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

06 ივნისი 2020, 10:15

COVID19

დღე-ღამეში გერმანიაში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 183 678 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 8 646 ინფიცირებული.

საუნივერსიტეტო კლინიკა

06 ივნისი 2020, 10:09

COVID19

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაში 1 პაციენტი რჩება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი განაგრძობს. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს. „6 ივნისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 8 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 3 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 7 პაციენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰოლივუდი

06 ივნისი 2020, 09:56

COVID19

ჰოლივუდში ფილმების და სერიალებისა გადაღება 12 ივნისიდან განახლდება

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის განცხადებით, ჰოლივუდში ფილმების და სერიალებისა გადაღება 12 ივნისიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Los Angeles Times-ი ავრცელებს. მუშაობის დასაწყებად ჯანდაცვის ინსპექტორის ნებართვა იქნება საჭირო. გადასაღებ მოედნებზე სანიტარული კონტროლის გამკაცრებული ზომები იმოქმედებს, კერძოდ, გაუქმდება ე.წ. შვედური მაგიდა, პორტატიული რეკვიზიტი კი ყოველი ცვლის შემდეგ გაირეცხება.

ბაქო

06 ივნისი 2020, 09:44

COVID19

აზერბაიჯანის მსხვილ ქალაქებში 6 და 7 ივნისს სრული იზოლაციის რეჟიმი იმოქმედებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში და ქვეყნის რამდენიმე მსხვილ ქალაქში 6 და 7 ივნისს სრული იზოლაციის რეჟიმი იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბაქოს, სუმგაითის, განჯის, ლენქორანისა და აფშერონის რაიონში მოსახლეობას სახლებიდან გამოსვლა აეკრძალა. დამრღვევებს 58-დან 117 დოლარამდე ჯარიმა ემუქრებათ. გამონაკლისი მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად გასვლაზე და ახლო ნათესავის დაკრძალვაში მონაწილეობაზე კეთდება.

პოლიცია

06 ივნისი 2020, 09:29

სამართალი

გორში დააკავეს კაცი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში 1982 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიცია

06 ივნისი 2020, 09:26

სამართალი

ქარელში არასრულწლოვან შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით 80 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიცია

06 ივნისი 2020, 09:24

სამართალი

დაკავებულია პირი, რომელიც Facebook-გვერდებზე შეღწევის გზით 25 მოქალაქის კუთვნილ 27 546 ლარს დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ბ. თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატრი კულმუნი

06 ივნისი 2020, 09:16

მსოფლიო

ფინეთის ფინანსთა მინისტრი ტრენინგებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

ფინეთის ფინანსთა მინისტრმა კატრი კულმუნიმ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მან ორატორული ტრენინგების საფასური გადასახადის გადამხდელთა ფულით გადაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დიდი ოცეული

06 ივნისი 2020, 08:53

COVID19

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად $21 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად 21 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ G20-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გამოყოფილი თანხა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, კერძოდ კი, დიაგნოსტიკასა და ვაქცინის შექმნას, ინფიცირებულთა მკურნალობას და სხვადასხვა კვლევას მოხმარდება.

პეკინი

06 ივნისი 2020, 08:43

COVID19

პეკინის ხელისუფლება სამომხმარებლო ვაუჩერების სახით 1,7 მილიარდ დოლარს გასცემს

ჩინეთის დედაქალაქის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სამომხმარებლო ვაუჩერების სახით 12,2 მილიარდი იუანს (1,71 მილიარდი დოლარს) გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს ზომები პეკინში 6 ივნისს დაწყებული „მოხმარების სეზონის“ ნაწილს წარმოადგენს და მისი მიზანი კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული სამომხმარებლო ხარჯების გაზრდაა.

ჯო ბაიდენი

06 ივნისი 2020, 08:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა არჩევნებზე კანდიდატურის დასაყენებლად საკმარისი რაოდენობის დელეგატების ხმები დააგროვა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის დასაყენებლად საკმარისი რაოდენობის დელეგატების ხმები დააგროვა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს.