imedi /  17 აპრილი 2020, 15:24 / სანდო წყარო

კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა

კიევის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ინფექცია 3 ლექტორსა და 16 სტუდენტს დაუდასტურდა.

ყველა მათგანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და ისინი აკადემიის საერთო საცხოვრებელში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ვირუსით 123 ადამიანი გარდაიცვალა, 4 662 კი დაინფიცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2020, 17:36

მსოფლიო

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში 28 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. არჩევნების ახალი თარიღი პოლონეთის სეიმის სპიკერმა გამოცხადა. ამრიგად, პოლონეთში საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოცხადდა. კენჭისყრა მაისში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. მანამდე პოლონეთის სეიმმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შერეული წესით იქნება შესაძლებელი. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ სურვილისამებრ, უბანზე ან ფოსტით.

სანდრო ბრეგაძე

03 ივნისი 2020, 17:24

პოლიტიკა

სანდრო ბრეგაძე: რა თქმა უნდა, საქართველოს მტრების მიმართ ვიქნებით რადიკალურები

„ჩვენ ვიქნებით კონსერვატიული ძალა, რომელიც არ არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, მით უმეტეს არ არის წარმოდგენილი პარლამენტში. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის სტრატეგიას, საზოგადოებრივი მოძრაობისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტ აქცენტს პოლიტიკურ ნაბიჯებზე გადავიტანთ და შეიძლება გარკვეული ჩვენი ქმედებები არ იყოს ისეთი რადიკალური, როგორიც ეს ადრე იყო. მაგრამ შედეგები, რომლის მიღწევა ჩვენ გვინდა, აუცილებლად იქნება იგივე, რა პლატფორმაზეც იდგა ქართული მარში. ეს ნამდვილად დარჩება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

დავით ჭიჭინაძე

03 ივნისი 2020, 17:21

პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც - ამის შესახებ პოლიტიკური დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი ოპოზიციის ნაწილს, ხელოვნური უმრავლესობის შექმნის მიზნით, ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს.

03 ივნისი 2020, 17:17

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0416 ლარი ეღირება, ევრო – 3.4087 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.8294 ლარი.

03 ივნისი 2020, 17:11

მსოფლიო

CNN: საპროტესტო აქციების დარბევისას პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს, რომლებსაც ადამიანის დაბრმავება, დასახიჩრება ან მოკვლა შეუძლია

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში საპროტესტო აქციების დარბევისას პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებს, რომლებსაც ადამიანის დაბრმავება, დასახიჩრება ან მოკვლა შეუძლია.

03 ივნისი 2020, 17:10

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია

„3 ივნისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 9 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 3 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 8 პაციენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა მელია

03 ივნისი 2020, 17:05

პოლიტიკა

ნიკა მელია: მეც რომ პატარა პარტია ვიყო, შეიძლება დიდი პარტიების კომპლექსი მქონდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთგულია შეთანხმების და იმის, რა მოლაპარაკებებიც იყო პარტიებს შორის. ახლა აბსოლუტურად გაუგებარია რატომ იფიქრა ვინმემ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სხვა აზრი აქვს - ამის შესახებ ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ევროპული საქართველოსა“ და ასევე ირაკლი ოქრუაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

03 ივნისი 2020, 17:02

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისთვის გიორგი რურუა არის საბაბი, რომ შეთანხმებიდან გადაუხვიონ და ქუჩაში გამოვიდნენ

ოპოზიციურმა სპექტრმა კეთილი უნდა ინებოს და გიორგი რურუაზე აპელირებას თავი დაანებოს, იმიტომ, რომ რურუა, ამ შემთხვევაში, უფრო საბაბია, ვიდრე - მიზეზი, - ამის შესახებ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა „PosTV-ს“ ეთერში, „პოლიტიკურ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა.

03 ივნისი 2020, 16:59

COVID19

როგორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, პანდემიის პერიოდში სასწავლო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები კოვიდ პანდემიის პერიოდში სასწავლო დაწესებულებების გახსნისა და მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმის დაგეგმვა, უნდა გაიხსნას თუ არა სასწავლო დაწესებულებები სექტემბერში, შეუძლებელია. მაია ბუწაშვილის განმარტებით, წინ კიდევ სამი თვეა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში როგორი იქნება, ეს არავინ იცის.

ეკა ბესელია

03 ივნისი 2020, 16:54

სამართალი

ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

„დღეს ინიცირებულ კანონპროექტში იცვლება შემდეგი წესი - პირველი, იუსტიციის საბჭოს ექნება ვალდებულება, რომ ყველა კანდიდატი, რომელიც დარეგისტრირდება მოსამართლეობის ვაკანტურ პოზიციაზე, აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პირობებს, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. ეს არის ფორმალური პირობები და ყველა ასეთი დასაბუთებული გადაწყვეტილებით და კენჭისყრით წარუდგინოს პარლამენტს. მეორე - გათვალისწინებულია მოთხოვნა, რომ უნდა იყოს გადაწყვეტილება დასაბუთებული. მესამე, რომ უარის თქმის შემთხვევაში კანდიდატს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

03 ივნისი 2020, 16:52

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30 ქუჩაზე დაასრულა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები და მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილ ვადაში განახორციელა.

კორონავირუსი პლაქვენილი

03 ივნისი 2020, 16:45

COVID19

საფრანგეთმა Lancet-ს ჰიდროქსიქლორინის შესახებ სტატიაში გამოყენებული მონაცემების გადამოწმება მოსთხოვა

წერილს ხელს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი აწერს. გასულ კვირას, ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების გამო საფრანგეთმა კორონავირუსის მკურნალობაში პრეპარატის გამოყენება შეაჩერა.

გიგა მანდარია

03 ივნისი 2020, 16:44

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: გამრიცხველიანება აუცილებელი პირობაა, რომ ლაგოდეხის მოსახლეობამ 24-საათიანი წყლის მიწოდებით ისარგებლოს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, ლაგოდეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით ათი დღის ვადაში შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები მოხდება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ,,მოსახლეობა დათანხმდა გამრიცხველიანებას, იმისათვის რომ მათ 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლონ. უნდა ითქვას, რომ გამრიცხველიანება ეს არის აუცილებელი პირობა, რომ მოხდეს სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება და ლაგოდეხის უწყვეტი წყალმომარაგება.

03 ივნისი 2020, 16:43

საზოგადოება

მედიაკრიტიკის პლატფორმა Mediacritic.ge-ს 5 თვეში 170 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს

2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აამუშავა ვებპლატფორმა mediacritic.ge, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს პროფესიულსა და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას.

03 ივნისი 2020, 16:41

ეკონომიკა

„თიბისი“ სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს

თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.

ირაკლი კოვზანაძე

03 ივნისი 2020, 16:34

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ქვეყანას სჭირდება

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ-დიალოგისას განაცხადა.

03 ივნისი 2020, 16:28

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით 1 081 ადამიანი გარდაიცვალა

ჯონ ჰოსპინსკის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით 1 081 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი 106 181-ს მიაღწია. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 1 831 821-ს შეადგენს, 646 260 კი გამოჯანმრთელდა.

03 ივნისი 2020, 16:27

სამართალი

საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

კარლ ჰარცელი

03 ივნისი 2020, 16:18

სამართალი

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავს და აცხადებს, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროკავშირის ელჩს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოქალაქე არასრულწლოვანი საფრთხეშია. მას ცხინვალის გავლით ქვეყნიდან არალეგალურად გატაცება ემუქრება, - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ევროკავშირის საელჩოს საქართველოში, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვნის საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონიდან, ცხინვალიდან რუსეთის ფედერაციაში გაყვანის აღსაკვეთად, ვინაიდან ორი სახელმწიფო დაწესებულების: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მხრიდან 2020 წლის 2 ივნისს განხორციელდა შეთანხმებული ოპერაცია, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.

სალომე ზურაბიშვილი და იანოშ არდენი

03 ივნისი 2020, 16:17

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა უნგრეთის პრეზიდენტთან ტურისტული დერეფნების საკითხი განიხილა

„შარშან უნგრეთის პრეზიდენტ ადერს ვუმასპინძლე. სასიამოვნო იყო დღეს პრეზიდენტთან საქართველოსა და უნგრეთს შორის უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხზე საუბარი და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ გლობალური კრიზისის ერთად დასაძლევად“, - წერს ზურაბიშვილი.