imedi /  17 აპრილი 2020, 16:58 / სანდო წყარო

მეუფე იაკობი: როცა გაჰკივიან, არავინ ვართ დავალებული მათგან, მოწოდება არ არის, როდესაც ტონს არ იცავენ და კუბოებზე ლაპარაკობენ

მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი

როდესაც გაჰკივიან და გვიყვირიან, არავინ ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. ეს მოწოდება არ არის, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის მისამართით განაცხადა. ის ინფექციონისტებს ზომიერად ლაპარაკს ურჩევს.

„ზოგიერთს რომ ვუყურებ... ჩემთვის პატივს ვცემდი ექიმებს, ზოგიერთს რომ ვუყურებ და რაღაც ისე ლაპარაკობენ, ალბათ, როდესაც გინდა, რომ უწინამძღვრო ხალხს, შესაბამისად, სიმშვიდე უნდა გქონდეს, რაღაც უნდა გქონდეს და რომ გამოდიხარ და თვითონ პანიკას თესავ...

თუ ომია, პანიკას ვინც იწვევდა ომის დროს, მე კარგად ვიცი იმათ, რასაც უკეთებდნენ. ბატონ ამირან გამყრელიძეს და ბატონ პაატა იმნაძეს ვგულისხმობ. როდესაც გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. მოწოდება არ არის.

როდესაც ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. მესმის საქართველოში რომ ისე იყოს, იქნებ ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული? გვითხრან ეგეც, 400 კაცი არ იყო, როდესაც ასეთი საუბარი დაიწყეს და მასე რატომ ლაპარაკობენ? ეპიდემია რა არის? მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს დაავადებული? ახლა კორონას გადავურჩებით, კიდევ სხვა რაღაცაც იქნება, სიკვდილს კიდევ როგორ გადაურჩეს ხალხი? ამიტომ რომ დავუჯეროთ, ცოტა ზომიერად უნდა ილაპარაკონ. ვფიქრობ, კარგი ექიმები არიან, ექიმებს საერთოდ დიდ მადლობას ვუხდი, რასაც აკეთებენ და ღმერთმა დაგვიფაროს, ნუ გვექნება მატება... გინდ მასე იყოს, ეგ როგორ უნდა თქვა? თუ ვერ უმკურნალებ, ექიმებს პანიკებში აგდებ ხომ? იქნებ ჩვენზე მეტი იციან, რა ხდება? თორემ ისე კორონავირუსზე რა იციან, მასე მკვლელია? ან არ არის მკვლელი? ხომ ვერ ამბობენ, ვერაფერს ამბობენ, მსოფლიოში ვერ ამბობენ და აქ როგორ უნდა თქვან?”, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დავრჩეთ სახლში, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?!“ - განაცხადა პაატა იმნაძემ 15 აპრილს. დღეს, 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 10:51

მსოფლიო

რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

კორონავირუსი

19 აპრილი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 295 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 281 574, გარდაიცვალა 3 949 პაციენტი.

19 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

19 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

შსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოვლინდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 10:42

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოში ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია - ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს

​​​​​​​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილაში“ საუბრისას, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, მეტმა ადამიანმა გამოთქვას იმუნიზაციის სურვილი.

19 აპრილი 2021, 10:40

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 553 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 41 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 553 ადამიანი კი გარდაიცვალა.

19 აპრილი 2021, 10:37

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 273 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 273 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 619 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 10:26

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო

დღეს კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო - ვერც ჯანმომ და ვერც „კოვაქსმა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

19 აპრილი 2021, 10:22

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პირველად Airbus A321neo ავიახომალდი მიიღო

პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

19 აპრილი 2021, 10:16

რეგიონი

რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველაძესთან ერთად განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა.

19 აპრილი 2021, 10:07

პოლიტიკა

19-20 აპრილს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია გაიმართება

19-20 აპრილს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია, საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით.

19 აპრილი 2021, 09:53

მსოფლიო

ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა კალიუბიის პროვინციის ქალაქ ბანჰაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მატარებლის სულ მცირე 4 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.

19 აპრილი 2021, 09:38

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 აპრილს ქუთაისში წვიმა და +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +28 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

19 აპრილი 2021, 09:23

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მოსახლეობას.

19 აპრილი 2021, 08:58

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამართლო სხდომაა დანიშნული

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს დისტანციურ რეჟიმში სასამათლო სხდომაა დანიშნული. როგორც ბასილაშვილის ადვოკატები აცხადებენ, დღევანდელი პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება, ვინაიდან სხდომა ორ საათზეა დანიშნული, ბასილაშვილს კი პირველ საათზე მატჩი აქვს.

19 აპრილი 2021, 08:42

საზოგადოება

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი დღეიდან ამოქმედდება

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

19 აპრილი 2021, 08:30

რეგიონი

დღეიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან

დღეიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმდებიან.

19 აპრილი 2021, 08:17

პოლიტიკა

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, არაფორმალური ვიდეოკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ინფორმაციას მიაწვდის ბოლო დროს განვითარებული რამდენიმე საკითხის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

19 აპრილი 2021, 08:03

პოლიტიკა

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „ქრონიკასთან“ საუბრისას აცხადებს, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემები იქნება გლობალური პანდემია და კოვიდ-19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი, ასევე, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე.

@peakay81

19 აპრილი 2021, 00:42

ტაბლოიდი

პაემანზე მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალმა მასთან ერთად კიდევ 16 ადამიანი დაპატიჟა

„როგორც იცით, პაემნებზე არ მიმართლებს, მაგრამ როგორც იქნა გადავწყვიტე კიდევ მეცადა. ეს წლის განმავლობაში პირველად გავაკეთე და აი რა მოხდა - ეს ხუმრობა არ არის“, - ამბობს ვიდეოში მომხმარებელი @peakay81.