imedi /  17 აპრილი 2020, 18:32 / სანდო წყარო

ევროსაბჭოს, ნატოსა და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეების პრეზიდენტები პანდემიასთან დაკავშირებით ერთობლივ მიმართვას აქვეყნებენ

ევროპის საბჭოს (PACE), ნატო-ს (NATOPA) და ეუთო-ს (OSCEPA) საპარალამენტო ასამბლეების პრეზიდენტები- რიკ დაემსი, ატილა ესტერჰაზი და გიგი წერეთელი, COVID-ის პანდემიასთან დაკავშირებით ერთობლივ მიმართვას აქვეყნებენ.

„ერთად, ჩვენი ორგანიზაციები, 57 ქვეყანას ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და მილიარდზე მეტი მოსახლეობას მოიცავს. ჩვენ უაღრესად გვაწუხებს COVID-19-ის პანდემიის გლობალური გავრცელება, მისი საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისთვის და მისი დამანგრეველი მოქმედება საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, დემოკრატიებზე, ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე, აგრეთვე მსოფლიო ეკონომიკაზე. ეს გლობალური კრიზისი მოითხოვს გლობალურ რეაგირებას.

ჩვენი ფიქრები, პირველ რიგში მათთანაა, იმ ოჯახებთან , ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები, ვინც ამ დაავადებას ებრძვის, და კიდევ ბევრთან, რომელთა საარსებო პირობებზე დიდი გავლენა იქონია პანდემიამ. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა სამედიცინო პროფესიონალს, მეცნიერს და მკვლევარს, უსაფრთხოებისა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ COVID-19- ის პასუხის წინა ხაზზე, რათა დაგვიცვან ჩვენ. ასევე მადლობელი ვართ იმ აუცილებელი სამუშაოს შემსრულებლების, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ რთულ გარემოში ჩვენი საზოგადოებისა და ეკონომიკის ფუნქციონირებას“-აღნიშნულია მიმართვაში.

ევროპის საბჭოს, ნატოსა და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეების პრეზიდენტები წერენ, საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ამ მრავალმხრივი კრიზისის მოსაგვარებლად.

„ჩვენ მივესალმებით მრავალი სახის დახმარებასა და სოლიდარობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის , რამაც ხელი შეუწყო უამრავი სიცოცხლის გადარჩენას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რადგან არცერთ ქვეყანას არ შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისის მასშტაბებს და მის შედეგებს. ყველა ადამიანი დაზარალებულია, მაგრამ არიან უფრო დაუცველებიც , მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ან ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრები პირები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დახმარების უსაფრთხოდ მიღების საშუალება.

მკურნალობის და ვაქცინის შექმნა სწრაფად და უსაფრთხოდ , აუცილებელია ამ პანდემიის დასრულების მიზნით. ისევ და ისევ, ჩვენმა მთავრობებმა და პარლამენტებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, პირველ რიგში სამეცნიერო საზოგადოებისა და ფარმაცევტული ინდუსტრიის.

ერთად მუშაობით, მათ შორის შესაბამისი მულტილატერალური ორგანიზაციების საშუალებით, ჩვენს მთავრობებს, პარლამენტებს და ცენტრალურ ბანკებს, შეუძლიათ დაეხმარონ COVID-19- ის ეკონომიკური და სოციალური გავლენის შემცირებას და კრიზისის გრძელვადიან გავლენას, განსაკუთრებით დაუცველ და მარგინალიზებულ ჯგუფებზე.

ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პარლამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია აუცილებელია დემოკრატიული, ეფექტური და თანმიმდევრული საჯარო პოლიტიკის პასუხისთვის და მოქალაქეების პრობლემების მოსაგვარებლად. პარლამენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც დემოკრატიული ფასეულობების, პროცესების და ფუნდამენტური თავისუფლებების დამცველები, ასევე ხელს უწყობენ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისის განმავლობაში გააგრძელეს მათი ფუნქციონირება, მიიღონ უპრეცედენტო ეკონომიკური დახმარების პაკეტები და გადაუდებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომები, ამასთან, ცდილობდნენ დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ეფექტური კონტროლი.

ვინაიდან მოკლევადიანი ზომები წარმოქმნის შორს მიმავალ შედეგებს ადამიანის სიცოცხლისა და კეთილდღეობისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ პარლამენტებმა განაგრძონ ზედამხედველობა და წვლილი შეიტანონ დამხმარე ზომების კონცეფციისა და დიზაინის შექმნაში, განსაკუთრებით სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, მიზნობრივად, ჩვენი საზოგადოებების დაუცველი სეგმენტებისთვის.

უახლოეს თვეებში ჩვენს პარლამენტებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ, რომ უზრუნველყონ საგანგებო ღონისძიებების სწორად განხორციელება დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, რომ თავისუფლებათა შეზღუდვა პროპორციული და დროებითი იყოს, რომ ეკონომიკური დახმარება გაიცემოდეს იქ, სადაც საჭიროა, რომ დაცულია უსაფრთხოება და სტაბილურობა.

ჩვენი ორგანიზაციები მზად არიან მხარი დაუჭირონ ეროვნულ პარლამენტებს ამ ძალისხმევაში. საპარლამენტო დიპლომატიის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ შემდგომი დახმარება და კოორდინაცია ჩვენს ქვეყნებს შორის.

იმავდროულად, გავაგრძელებთ ჩვენი ძირითადი ამოცანების შესრულებას მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, დახმარებას საფრთხეების ფართო სპექტრის დაძლევისთვის, ეკონომიკის აღდგენისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას“- აღნიშნულია ერთობლივ მიმართვაში.

ყველა სიახლე

F-117 Nighthawk - სტელსის სისტემის გამანადგურებელ-ბომბდამშენი

26 მაისი 2020, 20:47

მსოფლიო

Reuters-ი: რუსეთმა რადარებისთვის უხილავი პირველი ბომბდამშენის მშენებლობა დაიწყო

რუსეთში პირველი სტრატეგიული ბომბდამშენის მშენებლობა დაიწყეს, - ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბომბდამშენის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაცია მომდევნო წელს იგეგმება.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:46

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რა მედიკამენტით ჩაანაცვლებენ პლაქვენილს, თუ მისი გამოყენება შეწყდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტ „პლაქვენილის“ გამოყენება შეწყდება, მას „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაციით ჩაანაცვლებენ.

26 მაისი 2020, 20:40

COVID19

ბრიტანეთმა რემდესივირზე უარი არ თქვა

ბრიტანულმა რეგულატორმა რემდესივირის გამოყენება დასაშვებად მიიჩნია. პრეპარატს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ 19-ის მკურნალობისთვის გამოიყენებს. ბრიტანეთში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენებამ კოვიდინფიცირების გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:39

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტული სეზონის გახსნა ტრანსპორტის ამოქმედებაზე უფრო მეტ რისკს შეიცავს

მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები, ისე რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენს მოსახლეობას რა რეგულაცია უნდა დავუწესოთ, რომ მათაც არ გაუქრეთ მოგზაურობის სურვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ვილნიუსი საქართველოს დროშა

26 მაისი 2020, 20:38

საზოგადოება

ვილნიუსში საქართველოს დროშა გაშალეს

„დიდი მადლობა ლიეტუვის მთავრობას და ლიეტუველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის განსაკუთრებულად გულთბილი მოლოცვისთვის“, - წერია საელჩოს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

26 მაისი 2020, 20:32

COVID19

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 397 კი დაინფიცირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 230 555 შემთხვევა დადასტურდა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:20

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების პლაზმა 2 შემთხვევაში გამოიყენეს

„პლაზმით მკურნალობამ ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა. ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე იყო, კრიტიკულად მძიმე და პრაქტიკულად განწირული და სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენებთ და ორჯერ გადავასხით პლაზმა და ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა - მედიკამენტი „ტოცილიზუბაბი“, ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა ანუ მას აღარ აღენიშნება სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები, აღარ არის ჟანგბად-დამოკიდებული, ლაბორატორიული პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ - ეს პაციენტი გადავარჩინეთ“, - განმარტა ცერცვაძემ.

გიორგი გახარია და ბენიამინ ნეთანიაჰუ

26 მაისი 2020, 20:18

პოლიტიკა

გიორგი გახარიასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

თენგიზ ცერცვაძე

26 მაისი 2020, 20:10

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლაქვენილი კორონავირუსის მასშტაბური კვლევიდან დროებით ამოიღო

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც იწყებს კვლევა „სოლიდარობას“, - ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ კვლევას მსოფლიოში და ის გულისხმობდა ოთხი მედიკამენტის ერთმანეთთან შედარებას, გამოაცხადა, რომ ამ ოთხი მედიკამენტის სიიდან დროებით ამოეღო პლაქვენილი. იქ ხაზგასმილია, რომ დროებით და არა საბოლოოდ“.

ნიკოლ ფაშინიანი

26 მაისი 2020, 20:06

COVID19

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში კორონავირუსის მეორე ტალღა ვრცელდება

სომხეთში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა ვრცელდება, ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმეა, - ამის შესახებ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის გავრცელების მაღალი ტემპი ფიქსირდება. მხოლოდ ბოლო 2 დღეში ვირუსი 700-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

შვეიცარია აპლიკაცია კორონავირუსი

26 მაისი 2020, 19:58

ტექნოლოგიები

შვეიცარია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების გამოსავლენად Google-ის და Apple-ის პროგრამა გამოიყენა

ახალი დაავადებულის გამოვლენისთანავე, მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს მობილური ტელეფონის საშუალებით ინფორმაცია და რეკომენდაციები მიეწოდებათ, მაგრამ არ მიიღებენ ინფორმაციას თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მათი დაინფიცირების წყარო.

26 მაისი 2020, 19:53

მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს.

ელისო ბოლქვაძე

26 მაისი 2020, 19:52

კულტურა

„იუნესკო“ მოცარტზე და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე ელისო ბოლქვაძის ვიდეოლექციის შესახებ წერს

ცნობილი პიანისტის და UNESCO-ს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივამ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული მოწონება და აღიარება დაიმსახურა.

მიტროპოლიტი შიო

26 მაისი 2020, 19:33

საზოგადოება

მიტროპოლიტი შიო: ქვეყნის 20% დაპყრობულია და ეს ყველა პატრიოტი ქართველისთვის უპირველესი სატკივარია

უფალმა ინებოს, ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, - ამის შესახებ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა. მეუფემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიტროპოლიტმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქარღველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევა და მოლოცვა გადასცა.

ედმონ მარუკიანი

26 მაისი 2020, 19:30

COVID19

პარტია „ნათელი სომხეთის“ ლიდერი: ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის განცხადება საქართველოზე უბრალოდ სამარცხვინო იყო

პარტია „ნათელი სომხეთის“ ლიდერი, ედმონ მარუკიანი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული კომენტარის გამო აკრიტიკებს.

უკრაინის პრემიერლიგა

26 მაისი 2020, 19:28

სპორტი

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ნებართვა გასცა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ 30 მაისიდან ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Facebook-ზე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ანდრეი პაველკო წერს.

26 მაისი 2020, 19:28

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში ახალ კორონავირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინაში ახალ კორონავირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 339 ადამიანს კი ვირუსი დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 21 584 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 644 ადამიანი გარდაიცვალა, 7 575 კი გამოჯანმრთელდა.

ვლადიმერ პუტინი

26 მაისი 2020, 19:12

COVID19

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა კორონავირუსის პანდემიის პიკი გადალახა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყანამ ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკი უკვე გადალახა. „ჩვენთან პანდემიის პიკი, ექსპერტების შეფასებით, გადავლილად მიიჩნევა“ - განაცხადა პუტინმა.

კორონავირუსი

26 მაისი 2020, 19:05

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 132 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 4 403 შეადგინა. დაიღუპა 52 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 819 პაციენტი.

ანტონიო გუტერეში

26 მაისი 2020, 19:02

COVID19

გაეროს გენმდივანი: ამ ვირუსმა ჩვენი გლობალური სისუსტე გამოაჩინა და ეს სისუსტე მხოლოდ ჯანდაცვის სისტემებით არ შემოიფარგლება

ამ ვირუსმა ჩვენი გლობალური სისუსტე გამოაჩინა და ეს სისუსტე მხოლოდ ჯანდაცვის სისტემებით არ შემოიფარგლება, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა Vatican News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.