IMEDI /  17 აპრილი 2020, 19:52 / სანდო წყარო

მარიამ ჯაში: აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათის მხოლოდ ფორმალურად დაცვით ხელისუფლებამ შესაძლოა გაზარდოს კორონავირუსის გავრცელების რისკი

მარიამ ჯაში

მარიამ ჯაში

აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათის მხოლოდ ფორმალურად დაცვით და სასულიერო პირებისა და მრევლის ეკლესიებში 9 საათით დაყოვნებით ხელისუფლებამ შესაძლოა გაზარდოს კორონავირუსის გავრცელების რისკი. დრო ჯერ კიდევ არის უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად - ამის შესახებ მარიამ ჯაში წერილობით განცხადებას ავრცელებს. UNITE ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე და ეკლესიის დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უნდა მიეღო მკაფიოდ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც შეძლებდა.

„არაერთი ჟურნალისტი მიკავშირდება და მთხოვს ჩემი პოზიციის დაფიქსირებას სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის წარმართულ მოლაპარაკებებზე. მოკლე კომენტარით რთული იყო პასუხის გაცემა, ამდენად ჩემ მოსაზრებას წერილობით გთავაზობთ. დასაწყისისათვის, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისა და ეკლესიის დიალოგში რამდენიმე შეცდომა იყო დაშვებული. პირველი შეცდომა 21 მარტიდან იწყება, როდესაც მთავრობამ პრეზიდენტისა და შემდგომ პარლამენტისაგან, მოითხოვა საგანგებო სიტუაციის დამტკიცება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულის პერიოდში, ეკლესიასთან საკმარისი კონსულტაციის გარეშე. სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე და ეკლესიის დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უნდა მიეღო მკაფიოდ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც შეძლებდა. მეორე, მოლოდინი, რომ ეკლესია უკვე დამტკიცებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უპირობოდ შეცვლიდა მრავალსაუკუნოვან ტრადიციას პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად - ასევე აღმოჩნდა მცდარი. ხელისუფლებამ ეკლესიასთან მოლაპარაკების დროს საკუთარ კომპრომისს შეთანხმება უწოდა. რეალურად კი, ამ პროცესმა თვალსაჩინო გახადა საზოგადოებაში ეკლესიის ძალა და მისი ავტორიტეტის უპირატესობა. რაც მთავარია, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ჯერ კომენდანტის საათის გამოცხადებით, ხოლო შემდგომ კომპრომისით, რომ ფორმალურად მაინც არ დარღვეულიყო კომენდანტის საათი და მრევლისთვის მიეცა საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ტაძრებში დარჩენის უფლება, კიდევ უფრო გაზარდა სააღდგომო ლიტურგიაზე ინფექციის შესაძლო გავრცელების რისკები. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მოგახსენებთ, რას ვგულისხმობ.​ კორონავირუსის შესახებ კლინიცისტებსა და მეცნიერებს დღემდე არ აქვთ სრული ინფორმაცია. ყველამ ვიცით, რომ ეს არის ახალი ვირუსი, SARS-CoV-2, რომელიც მიუხედავად სხვა პათოგენებთან გარკვეული მსგავსებისა, განსხვავდება. მსოფლიო ყოველდღიურობაში სწავლობს ვირუსის ქცევას, ახდენს რეკომენდაციების პერიოდულად გადახედვა და შეცვლასაც კი. მაგალითისათვის, გვახსოვს პირბადეების ხმარებასთან დაკავშირებით შეცვლილი რეკომენდაცები და ჰიდროქსიქლოროქინის შესაძლო წარმატებებზე წინასწარი მოსაზრებების უარყოფა. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვიხელმძღვანელოთ დღეისათვის არსებული, უახლესი ინფორმაციით.

რამდენიმე საკითხი დანამდვილებით ვიცით, ზოგიც კი სავარაუდოდ. მაგრამ ამ მომენტისათვის კორონავირუსის გადაცემის შესახებ 2 საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება:

1. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) რეკომენდაციებით, COVID-19 გამომწვევი კორონავირუსის გადაცემის რისკი შესაძლოა იზრდებოდეს 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის შემთხვევაში კონტაქტირების პერიოდის ხაგრძლივობასთან ერთად. საერთო სივრცეში რაც უფრო მეტ ხანს დაჰყოფს ადამიანი ინფიცირებულ პირთან, მით უფრო იზრდება ვირუსის გადაცემის რისკი.

2. კორონავირუსი ხველებისა და ცემინების შედეგად გამოყოფილი წვეთების გარდა, ე.წ. აეროზოლური, უმცირესი ნაწილაკების გზითაც შეიძლება გავრცელდეს ვიზუალურად ჯანმრთელი პირისაგან (ხმამაღალი საუბრის ან სიმღერის დროს), რომელიც ყოველგვარი სიმპტომის გარეშე შეიძლება იყოს ვირუსის გამავრცელებელი. ასევე, სამეცნიერო წყაროებში იპოვით მოსაზრებას, რომ კორონავირუსის და სხვა ვირუსების აეროზოლური ნაწილაკებით გადაცემის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებული 2-მეტრიანი დისტანციაც კი შეიძლება არ იყოს საკმარისი.

ამდენად, თუკი მთავრობა დაუშვებდა ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას, ვფიქრობ ეს არ უნდა მომხდარიყო კომენდანტის საათის ფორმალური დაცვით და ტაძრებში 9-საათიანი პერიოდით (საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე) სასულიერო პირებისა და მრევლის დაყოვნების ხარჯზე. როგორც აღვნიშნე, საერთო სივრცეში რაც უფრო მეტ ხანს დაჰყოფს ადამიანი ინფიცირებულ პირთან, მით უფრო შეიძლება გაიზარდოს კორონავირუსის გადაცემის რისკი. კვლავაც ხაზს ვუსვამ - თუკი მთავრობა დაუშვებდა კომპრომისს და ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას - ეკლესიასთან შეთანხმებით უმჯობესი იქნებოდა “კომენდანტის საათის“ პერიოდში დაშვებულიყო რამდენიმე-საათიანი გამონაკლისი ან სხვა მიდგომები, რომელიც სასულიერო პირებისა და მრევლის შესაძლოდ ინფიცირებულ პირებთან კონტაქტირების ხანგრძლივობას და შესაბამის რისკებს შეამცირებდა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების უფრო მეტად მოქნილობა კიდევ უფრო მეტ პატივისცემასა და საზოგადოებრივ ნდობას იმსახურებს. დრო ჯერ კიდევ არის უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და იმედს ვიტოვებ, რომ არამხოლოდ მრევლი გადადგამს სწორ ნაბიჯებს“, - წერს მარიამ ჯაში.

ყველა სიახლე

ნაჩო სანჩეს ამორი

17 აპრილი 2021, 01:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: ვიმედოვნებთ, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიჰყვებიან

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2021, 01:05

მსოფლიო

ზელენსკი: ბაიდენისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე უკრაინის საკითხის უკრაინის მონაწილეობის გარეშე განხილვა არასწორი იქნება

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე უკრაინის საკითხის უკრაინის მონაწილეობის გარეშე განხილვა არასწორი იქნება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გვენ სტეფანი

17 აპრილი 2021, 00:54

ტაბლოიდი

გვენ სტეფანი TikTok-ზე საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი გვენ სტეფანი საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა. მომღერალს ეს კაბა 1995 წელს სიმღერა Don't Speak-ის კლიპის გადაღებაზე ეცვა. ვიდეო მომღერლის TikTok-ის ანგარიშზეც გამოქვეყნდა.

მერაბ ლომინაძე

17 აპრილი 2021, 00:45

რეგიონი

მერაბ ლომინაძე: „ნამახვანჰესი“ არის არა საერთაშორისო, არამედ ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს და ქართულ საზოგადოებას ემსახურება

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, - ამის შესახებ კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ჯერი კონოლი

17 აპრილი 2021, 00:43

პოლიტიკა

კონგრესმენი ჯერი კონოლი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, „ქართულ ოცნებას“ მიბაძოს

კონგრესმენი ჯერი კონოლი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

17 აპრილი 2021, 00:22

ტაბლოიდი

Gucci-მ კარვების წარმოება დაიწყო

იტალიური მოდის სახლმა Gucci-მ სპორტული ტანსაცმლის ბრენდის The North Face-ის მონაწილეობით ლაშქრობებისთვის კარვების წარმოება დაიყო. ამის შესახებ The Sun წერს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2021, 23:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს.

ზურაბ ჯაფარიძე

16 აპრილი 2021, 23:38

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა „კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერა „კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“. როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ თითქოს მზად არიან, გააკეთონ რაღაცები, რაც დოკუმენტში წერია.

16 აპრილი 2021, 23:16

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

დღეს, როგორც ლატვია-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა,პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ინგრიდ ლევრენცეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და მათ შორის, პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ Facebook-ზე დაწერა.

ფიდელ კასტრო
რაულ კასტრო

16 აპრილი 2021, 22:57

მსოფლიო

კუბაზე კასტროების მმართველობის ეპოქა სრულდება

კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ NBC News-ი წერს.

16 აპრილი 2021, 22:49

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 36 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 309 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 22:48

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: უნდა მივესალმოთ და ვაღიაროთ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი კრიზისის დასასრულებლად

დღეს პარასკევია და ამ საღამოს ძალიან ძნელია კოლეგებთან კონსულტაციების გამართვა. ორშაბათს პარლამენტში მისვილისთანავე საქართველოზე დავიწყებ ევროპარლამენტარებთან საუბარს. ორშაბათს პირველი ამას გავაკეთებ, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა

16 აპრილი 2021, 22:42

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 63 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 63 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 289 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 22:20

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეცვლის გადაწყვეტილებას და მოაწერს ხელს შეთანხმებას

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფიქრდება და საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მონაწილემ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს და თუ ეს ასე არ მოხდება, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაჭიანურებაში ისინი იქნებიან დადანაშაულებულები.

ჯო ბაიდენი

16 აპრილი 2021, 22:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად 1.7 მილიარდი დოლარი გამოყო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად 1.7 მილიარდი დოლარი გამოყო.

ჰელენ მაკკრორი

16 აპრილი 2021, 22:11

კულტურა

„ალესილი კეპების“ ვარსკვლავი 52 წლისა გარდაიცვალა

სერიალ „ალესილი კეპების“ ვარსკვლავი ჰელენ მაკკრორი 52 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

16 აპრილი 2021, 22:04

პოლიტიკა

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპულ საბჭოში განუცხადეს.

16 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

ქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე 17 აპრილის 09:00 სთ-მდე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 16 აპრილის 20:50 სთ-დან 17 აპრილის 09:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გიორგი ცუცქირიძე

16 აპრილი 2021, 21:43

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა

სტატისტიკაში ასახულ, მიმდინარე წლის სამი თვის, შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, რაც 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

16 აპრილი 2021, 21:40

პოლიტიკა

აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. „პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის პროცესზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა.ბუნებრივია, მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ავრცელებს.