imedi /  17 აპრილი 2020, 21:09 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: კანონმა, ისევე როგორც კორონავირუსმა, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია - დარჩით სახლში

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

კანონმა, ისევე როგორც გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის შესრულება აუცილებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა

„დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე, და უჩვეულოა, რომ ამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალოს, მიმართოს თავის ხალხს. საჭიროდ მივიჩნევ, იმიტომ რომ ახლა ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ. ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების გაფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს არც მოდუნების და არც თვითკმაყოფილების უფლება. პირიქით, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და, დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ ასცდნენ. თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება პიკი, ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს - ის, რომ პიკი გარდაუვალია - ისევე, როგორც უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს.

ამიტომ, ისევე, როგორც პირველ ეტაპზე მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა, დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში, სიტუაციის უფრო დამძიმებამდე, იღებს აუცილებელ ზომებს და, როგორც იცით, ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. სხვადასხვა სახელმწიფო უწყება 24-საათიან რეჟიმში ემსახურება თქვენს ჯანმრთელობასა და ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა ყველამ მოვისმინეთ. ამ დროს მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დავიცვა სახელმწიფოს კანონი და, მაშასადამე, მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს. მე, პრემიერთან ერთად, მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას; მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას. კანონმა, ისევე, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია. ჩვენი სახელმწიფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გადაიტანა. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებაზე და სახლში დარჩენაზე.

ძალიან კარგად მესმის, და მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო შესაძლოა, ვერ შეხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს. ამისათვის მინდა, მადლობა მოვახსენო მათ.

მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც - ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს. შინ დარჩენილებიც, საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას. უნდა ვიცოდეთ, რომ ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება არამხოლოდ დღეს - დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც - როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დრო.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კანონი იკანონებს, და როგორც აქამდე სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზისული ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით. დაბოლოს, გველის ორი, სამი, თუ არა მეტი, უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა! დარჩით სახლში!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ლუგარის ლაბორატორია

28 მაისი 2020, 19:38

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ქვეყნისთვის განძია

„ლუგარის ლაბორატორია არის ჩვენი ქვეყნისთვის განძი, ძალიან მნიშვნელოვანი განძი. ოღონდ შენობა და აპარატურა არ არის განძი. ის ადამიანები არიან, ვინც იქ მუშაობენ - მაღალკვალიფიციური მაღალი დონის მეცნიერები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 19:33

პოლიტიკა

ამირან გამყრელიძე: დიახ, ამერიკა არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური და ფინანსური პარტნიორი

„დიახ ბატონებო, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური, ფინანსური პარტნიორი. მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს აუშენეს და გაუკეთეს უზარმაზარი ეს სისტემა. ჩვენ მადლობელი ვართ და მოდით, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მარკ მილი

28 მაისი 2020, 19:29

COVID19

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი: დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია იმაში, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება.

თეა გვარამაძე

28 მაისი 2020, 19:24

საზოგადოება

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისვთის სერვისის მიწოდება 1-ლი ივლისიდან განახლდება

ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად რეკომენდაციებზე მუშაობას აგრძელებს, რომელიც დღის ცენტრებმა გახსნის შემდეგ უნდა გაითვალისწინონ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ განუცხადა. მისივე თქმით, სერვისპროვაიდერებს რეკომენდაციების პირველადი ვერსია უკვე გააცნეს.

28 მაისი 2020, 19:17

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

სალომე ზურაბიშვილი

28 მაისი 2020, 19:14

COVID19

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც COVID19 -ის პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს განიხილავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე მსჯელობენ.

28 მაისი 2020, 19:11

COVID19

ჯანმო: საქართველო ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად

საქართველო ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა ქართული მედიის მიერ დასმულ კითხვაზე.

28 მაისი 2020, 19:11

COVID19

პაატა იმნაძის განმარტებით, კონდიცირების სისტემას თვითმფრინავში ჰეპაფილტრები აქვს, რომელიც ვირუსებს აკავებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელის მოადგილემ განმარტა, კორონავირუსის გავრცელების რისკის ფონზე, რატომ არის უსაფრთხო კონდიცირების სისტემის გამოყენება თვითმფრინავებში. პაატა იმნაძის თქმით, კონდიცირების სისტემას ამ შემთხვევაში ჰეპაფილტრები აქვს, რომელიც ვირუსებს აკავებს.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 19:08

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს: მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს

კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკოს ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის, საგარეო უწყებისა და რუსეთის დუმის დეპუტატის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად რუსი ექსპერტების ყველაზე დონეზე დაშვებასთან დაკავშირებით.

ხათუნა ზახაშვილი

28 მაისი 2020, 19:05

საზოგადოება

ხათუნა ზახაშვილი: უნდა გადავლახოთ ბარიერი, როდესაც გვრცხვენოდა და გვეუხერხულებოდა სხვისთვის შენიშვნის მიცემა

„სანქციები ყოველთვის არ არის აუცილებელი. ვსწავლობთ თანაცხოვრებას ვირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში გახდება ჩვენი თანამგზავრი“, - აღნიშნა ზახაშვილმა.

28 მაისი 2020, 19:01

კულტურა

იტალიაში ვენახის ქვეშ უძველესი რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს. ფოტოები

ჩრდილოეთ იტალიაში, ნეგრარში მდებარე ერთ-ერთი ვენახის ქვეშ რომის იმპერიის პერიოდის, იდეალურად შემონახული მოზაიკა აღმოაჩინეს. ფოტოებზე, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, კარგად ჩანს, თუ რამდენად რთულ ნამუშევართან და ფერადი დეტალებით დატვირთულ გამოსახულებასთან გვაქვს საქმე.

თამარ გაბუნია

28 მაისი 2020, 18:59

საზოგადოება

„პლაქვენილის” საკითხზე ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფი იმსჯელებს

ჩვენ მივყვებით მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ამჟამინდელ რეკომენდაციას და „პლაქვენილის” გამოყენება რეკომენდებული არ იქნება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, რომელზეც კლინიცისტები ცალკე იმსჯელებენ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პლაქვენილის” გამოყენების შეჩერებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, როგორც ცნობილია, კორონავირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მედიკამენტები, რომლებიც აქამდე იყო მოწოდებული სამკურნალოდ, არის სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები და ხდებოდა კორონავირუსით დაავადებული პაცოენტებში გამოყენება იმ იმედით, რომ შედეგი იქმებოდა კეთილსაიმედო.

28 მაისი 2020, 18:56

COVID19

რა რისკები ახლავს დახურულ სივრცეებში კონდიციონერის გამოყენებას - სპეციალისტის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მაღაზიებსა და დახურულ სივრცეებში კონდიციონერის გამოყენების რისკებზე ისაუბრა. პაატა იმნაძის განმარტებით, საყოფაცხოვრებო კონდიციონერი, რომელიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება და ჰაერს შიგნით ატრიალებს, მაღალ რისკს შეიცავს.

ამირან გამყრელიძე

28 მაისი 2020, 18:53

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს, ვთავაზობთ, საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდნენ

რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ასე და ასე შემდეგ. ისევე ჩამოვა რუსი აქ , როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამოდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. ამას არ დავუშვებთ ჩვენმ რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში“ , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იუსტინუსენი

28 მაისი 2020, 18:49

სპორტი

ფარერების ჩემპიონატში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა 8 წუთში სამი ჯარიმა გაიტანა. ვიდეო

ფარერების ჩემპიონატში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა 8 წუთში სამი ჯარიმა გაიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას sportbible ავრცელებს. „არგირი“ - „ტორსჰავნის“ შეხვედრაში, რომელიც სტუმრებმა 0:5 მოიგეს, ადრიან იუსტინუსენმა მე-8, მე-12 და მე-17 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან თავი სამჯერ გამოიჩინა.

28 მაისი 2020, 18:48

COVID19

ჯანმო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას აფრთხილებს, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი კორონავირუსის მკურნალობისას არ გამოიყენონ

არ არსებობს რაიმე დამტკიცებული მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა „ტვ იმედის“ მიერ დასმულ კითხვაზე.

პაატა იმნაძე

28 მაისი 2020, 18:48

საზოგადოება

პაატა იმნაძემ განმარტა, როგორ გაკონტროლდება რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაცია

„რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაციები შემუშავებულია. ყველა მეპატრონეს ვალდებულება ექნება, როგორც მონიშნული იყო სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ეკლესიების ეზოებში, ადამიანი სად უნდა დამდგარიყო, აი ასეთ მონიშნულ ადგილზე დადგას მაგიდა. როდესაც რესტორანში შევალთ და ვნახავთ, რომ მონიშნული ადგილის გარდა, კიდევ არის მაგიდა ჩამატებული, ასეთ რესტორანში ნუღარ შევალთ, ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი“, - აღნიშნა იმნაძემ.

28 მაისი 2020, 18:40

სპორტი

ინგლისის პრემიერ-ლიგა 17 ივნისს განახლდება

ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება. ამის შესახებ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ დღეს ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. BBC-ის ინფორმაციით. ოთხშაბათს, 17 ივნისს ორი გადადებული შეხვედრა, „ასტონ ვილა“ - „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ - „არსენალი“ შედგება.

28 მაისი 2020, 18:40

პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ ნაკადების გაკონტროლებაზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენი მხრიდან რეკომენდებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრების დიდი რაოდენობა ერთ სივრცეში და ეს სიტუაცია კონტროლირებული იყოს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

28 მაისი 2020, 18:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პრემიერის გუშინდელი ვიზიტით ოპოზიციამ ბრძოლის ეს რაუნდიც წააგო

რაც შეეხება პრემიერის გამოსვლას, თუ ვიმსჯელებთ თუნდაც სოციალური ქსელების გამოხმაურებებს, მათ შორის იმ ადამიანებისაც, რომლებიც ვერ ჩაითვლებიან ხელისუფლების მომხრეებად, აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციამ ბრძოლის ეს რაუნდიც წააგო - ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძემ, „დღის ქრონიკის“ ეთერში, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოხსენების შეფასებისას განაცხადა. ანალიტიკოსმა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა გააგრძელებს თუ არა ოპოზიცია ბოიკოტს, ცვლილებები საჭირო რაოდენობის მხარდამჭერს პარლამენტში მაინც მოიპოვებს.