imedi /  17 აპრილი 2020, 21:51 / სანდო წყარო

ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 30 პაციენტის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა

კორონავირუსი

ქუთაისის ლაბორატორიამ იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 30 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში დღეს წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

დღეს იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეები 15-მა ადამიანმა დატოვა და კარანტინში ამჟამად 259 მოქალაქე იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2020, 12:53

პოლიტიკა

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიშს „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან

პარლამენტში ადამიანის უფებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიშს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე აცნობს.

03 ივნისი 2020, 12:50

მსოფლიო

Associated Press: აშშ-ში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 9.3 ათასი ადამიანი დააკავა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ სულ მცირე 9.3 ათასი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი საკუთარ გამოთვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 ივნისი 2020, 12:50

საზოგადოება

ზვავში დაშავებულების გადასარჩენად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაწვრთვნილ მაშველ ძაღლებს გამოიყენებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინიციატივითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) დაფინანსებით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, - „ზვავში გადარჩენილთა ძებნა: გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულთა გადარჩენის გარანტი“.

სალომე ზურაბიშვილის რამ ნათხ კოვინდი

03 ივნისი 2020, 12:48

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ინდოეთის პრეზიდენტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

„დიდი პატივი იყო პრეზიდენტ კოვინდთან საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას. საქართველოს და ინდოეთის ურთიერთობებში ბევრი რამ გვაქვს წინ, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობით დაწყებული, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დამთავრებული“, - წერს პრეზიდენტი.

გოჩა ლორთქიფანიძე

03 ივნისი 2020, 12:41

პოლიტიკა

გოჩა ლორთქიფანიძე: ევროსასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა 2012-2020 წლებში 5-ჯერ შემცირდა

„ქართული საქმეების ხვედრითი წილი მთლიან საქმეებში, რომელიც შედის ევროპულ სასამართლოში, განახევრდა. რაც შეეხება მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს, - ეს კვლავ 2012 წლამდე მომხდარი საქმეები და დისკრიმინაციის საქმეთა ჯგუფია. როდესაც ჩვენ მოვედით 2012 წელს, ამ საქმეებზე არ იყო ჩატარებული ეფექტური გამოძიება და არც კონკრეტული შედეგები იყო დამდგარი“.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშოები

03 ივნისი 2020, 12:39

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სამუშაოები უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

03 ივნისი 2020, 12:37

COVID19

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც საბურთალოს კლასტერიდანაა

„ჩვენს კლინიკაში გუშინწინ საღამოს მოიყვანეს ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება. პაციენტი საკარანტინო ზონიდან იყო. გუშინ დადასტურდა კორონავირუსი. ის გადაყვანილია მცხეთის პირველ სამედიცინო ცენტრში. პაციენტს სამდღიანი ცხელების ანამნეზი ჰქონდა. აღენიშნებოდა თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. პნევმონია არ დადასტურებულა. მისი ოჯახიდან ინფექცია დედამთილსა და მამამთილს აქვთ დადასტურებული. ეს ქალბატონი მათთან ერთად ცხოვრობდა. დედამთილი და მამამთილი მკურნალობენ, ოჯახის დანარჩენი წევრები კარანტინის სივრცეში იმყოფებიან“, – აღნიშნა მარეხი ბექაიამ.

03 ივნისი 2020, 12:33

მსოფლიო

მედია: აშშ-ში მასობრივი არეულობების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის მსვლელობისას სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

რომის პაპი ფრანცისკე

03 ივნისი 2020, 12:33

მსოფლიო

რომის პაპმა აშშ-ში რასიზმი და ძალადობა დაგმო

ფრენცისკემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ტრაგედია უწყოდა და აღნიშნა, რომ ლოცულობს მისთვის და ყველა მათგანისთვის, ვინც „რასიზმის ცოდვის“ შედეგად გარდაიცვალა. ამერიკელებს გაერთიანებისა და მშვიდობისკენ მოუწოდა.

სოფო კილაძე

03 ივნისი 2020, 12:28

პოლიტიკა

სოფო კილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ერთხელ მაინც რომ გამოეხატათ სინანული იმ საშინელებისთვის, რაც ქვეყანას დაატრიალეს თავზე, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება რაღაც მომენტში მაინც აპატიებდა

„სამწუხაროდ, მათი მხრიდან, ისიც - ძალიან იშვიათად, ვისმენთ საუბარს ცალკეულ „შეცდომებსა“ და „გადაცდომებზე“. მოდით, აბა, იმ ადამიანებს, ოჯახებს ვკითხოთ, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას - გადაცდომას?“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

03 ივნისი 2020, 12:24

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიურმა ნაგავსაყრელებმა მკვეთრად იმატა

ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების არეალის მნიშვნელოვანი ზრდისა და მათი გატანის გრაფიკის გაუმჯობესებისა, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიურმა ნაგავსაყრელებმა მკვეთრად იმატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 ივნისი 2020, 12:19

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ

ჯარისკაცებზე ზრუნვა ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განცხადებით, მაქსიმალური ყურადღება საჭიროა რეალური ქმედებით და არა ლამაზი საუბრით: „ჯარისკაცს, ჯარს აინტერესებს რეალური ქმედება, ის, თუ რას გააკეთებს მინისტრი.

იბუპროფენი

03 ივნისი 2020, 12:15

COVID19

ბრიტანელი მეცნიერები არკვევენ რამდენად ეფექტიანია „იბუპროფენი“ კორონავირუსის მკურნალობისას

კვლევაში პრეპარატის სპეციალური ფორმა გამოიყენება და არა რეგულარული აბები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება. ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ „იბუპროფენს“ რესპირატორული დისტრეს-სინდრომის მოხსნა შეუძლია, რაც კორონავირუსით გამოწვეული ერთ-ერთი მთავარი გართულებაა.

რესპუბლიკური საავადმყოფო

03 ივნისი 2020, 12:14

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი მკურნალობს

„ამჟამად კლინიკაში რჩება 9 კოვიდინფიცირებული პაციენტი, გუშინ გვყავდა კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ერთ პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები. სულ ცხელების ცენტრში არის 30 პაციენტი. დღეს ტესტი 10 პაციენტს უკეთდება და ვნახოთ რა პასუხები მოვა“, - აღნიშნა გოფოძემ.

ჯორჯ ბუში

03 ივნისი 2020, 12:10

მსოფლიო

ჯორჯ ბუში: ბევრი აფროამერიკელი განიცდის შევიწროებას და მუქარას საკუთარ ქვეყანაში, დემონსტრანტები ითხოვენ უკეთეს მომავალს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში პოლიციელების მიერ 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და ქვეყანაში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს ეხმაურება. ამის შესახებ CNN წერს. ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში პოლიციელებმა 15 მაისს მოკლეს, რასაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი არეულობები მოჰყვა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 ივნისი 2020, 12:05

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ეს მათ ნამუსზე იყოს

თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ეს მათ ნამუსზე იყოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. ღარიბაშვილმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზე ისაუბრა.

03 ივნისი 2020, 12:05

ეკონომიკა

ბიზნეს ასოციაცია თხევადი გაზის იმპორტის მოსაწესრიგებლად პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას მხარს უჭერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.

ლევან გოფოძე

03 ივნისი 2020, 12:02

COVID19

ლევან გოფოძე: გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს ბოლო ტესტირებით კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა

ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია, დისტრესის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომაროება და გუშინ საღამოს გაჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

03 ივნისი 2020, 12:00

მსოფლიო

2020 წლის პირველ კვარტალში Lufthansa-მ 2.1 მილიარდი ევროს ზარალი განიცადა

2020 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანია Lufthansa-მ 2.1 მილიარდი ევროს ზარალი განიცადა. ამის შესახებ ავიაკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

03 ივნისი 2020, 11:59

საზოგადოება

აჭარის ტელევიზიასთან გიორგი კოხრეიძის გადაგომის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა მეექვსე დღეა შიმშილობს

ალექსანდრე მილორავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს. მისი თქმით, ტელევიზიაში გიორგი კოხრეიძე ხელისუფლების ინტერესებს ატარებს, სწორედ ამიტომ ითხოვს დირექტორის გადადგომას.