IMEDI /  17 აპრილი 2020, 22:49 / სანდო წყარო

მეუფე მელქისედეკი: თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამართლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს?

მეუფე მელქისედეკი

მეუფე მელქისედეკი

თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამართლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს? - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი facebook-ზე წერს.

მეუფე მელქისედეკი: გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომას! ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი

გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომას! ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა განაცხადა.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ქვეყანაში შექმნილი ძალიან სერიოზული მდგომარეობის გამო, მსურს საჯაროდ ვუპასუხო თქვენი მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
უპირველესად მოგახსენებთ იმას, რომ აღდგომის საზეიმო მსახურებას, როგორც მონასტრებში, ასევე საერო ტაძრებში, აღვავლენთ ღამისთევით. ამასთანავე მსურს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ჩვენ, სასულიერო პირები, ვალდებულნი ვართ ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში აღვასრულოთ საღვთო ევქარისტია. ესაა ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ეკლიან გზას შევუდექით. მედიკოსები ვალდებულენი არიან მოგვიწოდონ, თუკი ჩვენ მიერ აღსრულებული ესა თუ ის ქმედება შეიცავს რაიმე საფრთხეს, უპირველესად საკუთარი თავებისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის. ისიც მოგეხსენებათ, რომ პირდაპირ მოგვიწოდებენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომ მოვერიდოთ ნებისმიერი სახის შეკრებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაესწროთ ღვთისმსახურებებს. მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია, განა უმთავრესად ამას არ მოგვიწოდებდა ქრისტე მაცხოვარი, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა? თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამრთლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს“, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი.

ყველა სიახლე

ზაალ ანჯაფარიძე

21 აპრილი 2021, 11:14

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური თამაშობებით, მამაძაღლობით და სხვისი დაკვეთის შესრულებით ვერ გახდება ნიკანორ მელია გმირი

„მოკლედ, ვერ იძერწება მელიასგან გმირი. მასალა გამოდგა უვარგისი“, - წერს ანჯაფარიძე.

21 აპრილი 2021, 11:09

სამართალი

პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა და 7 კილოგრამამდე „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 10 პირი დააკავეს.

21 აპრილი 2021, 11:07

თავდაცვა

22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2021, 11:07

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება

უკრაინას დასავლეთის ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

21 აპრილი 2021, 11:03

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოვლინდა. როგორც შსს იუწყება, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 პირი დააჯარიმა. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

21 აპრილი 2021, 11:01

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 აპრილი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 591 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში - 297, აჭარაში - 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 9, იმერეთში - 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 - თბილისში, 255 - აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5.

21 აპრილი 2021, 10:55

საზოგადოება

გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

„ფრინველებს ვიკვლევთ ვაშლოვანში, ჭაჭუნაში. ეს ეროვნული პარკები განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა და მე მოვამზადებ სტატიებს ჩვენი გამოცემისთვის. ძალიან მომწონს საქართველოს ამ ნაწილის ბიომრავალფეროვნება, მთები, მდელოები, კანიონები. ჩვენ უამრავი სახეობის ფრინველი ვიხილეთ. გერმანიასა და საქართველოში ძალიან ბევრი მსგავსი ფრინველია, მაგრამ გერმანიაში ინდუსტრიალიზაციის შედეგად ტოროლები თითქმის გაქრნენ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ფრინველთა ეს სახეობა შენარჩუნებულია“, ამბობს გასერი.

21 აპრილი 2021, 10:54

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. GWP-ის ინფორმაციით, დედაქალაქის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგებისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე - მოციქულთასწორი ნინოს, წულუკიძის და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. ქსელზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები.

21 აპრილი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,33 %-ია

20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3.38%, ხოლო 7 დღის განმავლობაშ კი 4.16%.

21 აპრილი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1310 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი.

21 აპრილი 2021, 10:48

მსოფლიო

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა სატელეფონო თაღლითებს 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა სატელეფონო თაღლითებს, რომლებიც თავს ჩინელ საჯარო მოსამსახურეებად ასაღებდნენ. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს.

კორონავირუსი

21 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 299 038 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 869, გარდაიცვალა 3 971 პაციენტი.

პრინცი ჰარი

21 აპრილი 2021, 10:45

ტაბლოიდი

მედია: პრინცი ჰარი აშშ-ში დაბრუნდა

პრინცის აშშ-ში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ის 21 აპრილს დედოფალ ელიზაბეტის 95-ე დაბადების დღეს არ დაესწრება.

21 აპრილი 2021, 10:45

საზოგადოება

რა სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური მომსახურების ფარგლებში

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებს გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ოჯახის, უბნის ექიმისა და ექთნის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით: ენოდკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგისა და ქირურგის კონსულტაციებით.

21 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

სარფში არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ბ., რომელსაც გადაჰქონდა ტრანზიტული ტვირთი, რისკის პროფილის საფუძველზე, წითელი დერეფანი განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) გამოვლინდა.

21 აპრილი 2021, 10:36

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 481 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 73 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 481 ადამიანი კი გარდაიცვალა.

21 აპრილი 2021, 10:32

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 295 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 295 041 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ლაშა ხუციშვილი

21 აპრილი 2021, 10:32

პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი: მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას

„მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას“, - წერს საკუთარ Facebook-ზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც ეხმაურება მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

ლევან დავითაშვილი

21 აპრილი 2021, 10:30

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო. კომპანია „მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს, აჭარაში - საზღვაო ფერმასა და გადამამუშავებელ საწარმოს, თბილისში - შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს აერთიანებს. საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა.