imedi /  18 აპრილი 2020, 02:33 / სანდო წყარო

ბრაზილიის პრეზიდენტი ქვეყნის საზღვრების გახსნის შესაძლებლობას განიხილავს

ჟაირ ბოლსონარო

ჟაირ ბოლსონარო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრების გახსნას განიხილავს.

ამავდროულად, ბრაზილიის ლიდერმა აღნიშნა, რომ სოციალური დისტანცირების ზომების შერბილება მისი გადასაწყვეტი არ არის, რადგან ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დადგენილება მიიღო, რომლის თანახმად, აღნიშნული ზომების გატარებაზე გუბერნატორები და მერები არიან პასუხისმგებელნი.

ჟაირ ბოლსონაროს განმარტებით, მან ქვეყნის სახმელეთო საზღვრების გახსნის შესაძლებლობა იუსტიციის მინისტრთან, სერჟიუ მოროსთან განიხილა.

„ვაჭრობის გახსნა რისკია, რომელსაც ჩემ თავზე ვიღებ, რადგან თუ დეპიდემია გაუარესდება, მე ვაგებ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მან.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 33 682 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 141 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

ილია გამგებელი

09 ივლისი 2020, 14:47

სამართალი

ჯემალ შამათავას უკანონოდ დაკავების საქმეზე ორმა ბრალდებულმა ბრალი აღიარა

ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონოდ დაკავების საქმეზე ორმა ბრალდებულმა - დავით ქოქიაშვილმა და ილია გამგებელმა წარდგენილი ბრალი აღიარეს. სასაამართლო პროცესზე ქოქიაშვილმა გაიხსენა, რომ საქმეში დაზარალებულის სტატუსით მყოფი პირის, ჯემალ შამათავას დაკავება ნამდვილად იგეგმებოდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ილია გამგებელმა დანაშაული სრულად აღიარა და დაადასტურა, რომ ლევან ქარდავასგან, ტელეფონით შამათავას დაკავების დავალება მიიღო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება

09 ივლისი 2020, 14:45

COVID19

სოფელ ჩუმლაყში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სომხეთის მოქალაქის კონტაქტები დადგენილია

„სომხეთის მოქალაქის კონტატები მოძიებულია და მისი რაოდენობა ამ ეტაპზე 15-ს არ აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს, თუმცა ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებულმა პასუხმა კოვიდზე დადებითი შედეგი აჩვენა.

დოდო აფრასიძე

09 ივლისი 2020, 14:38

საზოგადოება

დოდო აფრასიძე: ჩვენი პირველი მოთხოვნაა დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც დღემდე არაფერს აღიარებენ და კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ

„ჩვენი პირველი მოთხოვნა არის დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც დღემდე არაფერს აღიარებენ და კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ. პირველ რიგში გიორგი ბარამიძე არის და შემდეგ დიდი თანამდებობის პირები, ვინც მაშინ იყვნენ სათავეში. ეს იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია, თავდასხმა ოჯახზე, ეს იყო თავისი ჩადენილი დანაშაულების ჩვენზე გადმობრალება და ამიტომაც მოკლეს ჩემი შვილი, რომ იმას სიმართლე არ ეთქვა. ჩვენ არავისთან ფული არ გაგვიკეთებია და არავის წინაშე დამნაშავეები არ ვიყავით“ , - ამბობს აფრასიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

09 ივლისი 2020, 14:24

სამართალი

შსს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე განცხადებას ავრცელებს

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი თბილისის მიმართულებით. ასევე, ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სუპერკომპიუტერი „ფუგაკუ“

09 ივლისი 2020, 14:18

COVID19

იაპონურმა სუპერკომპიუტერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური მედიკამენტები დაასახელა

იაპონელმა მეცნიერებმა სუპერკომპიუტერი „ფუგაკუ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების საძიებლად გამოიყენეს. გამოცემა Asahi Shimbun-ის ცნობით, ვირუსთან ბრძოლის პოტენციალი სუპერკომპიუტერმა იმ პრეპარატებში აღმოაჩინა, რომლებსაც თასმისებური ჭიებითა და სხვა პარაზიტებით დაინფიცირების წინააღმდეგ იყენებენ.

ჯორჯ ფლოიდი

09 ივლისი 2020, 14:15

მსოფლიო

მედია: ახალი ჩანაწერის მიხედვით, ჯორჯ ფლოიდი მინიმუმ ოცჯერ ამბობს, რომ ვერ სუნთქავს და პოლიციელებს წყალს სთხოვს

ჯორჯ ფლოიდმა მინიმუმ 20-ჯერ თქვა, რომ ვერ სუნთქავდა, ახსენებდა შვილებს, გარდაცვლილ დედას და ამბობდა, რომ ოფიცრები მას „მოკლავდნენ“ მინეაპოლისის პოლიციის განყოფილებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

09 ივლისი 2020, 14:13

ეკონომიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარტიები დაასახელა

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ 2019 წელს, 100 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ან ხარჯი 19 პარტიას დაუფიქსირდა, რომელთა შორის ლიდერი „ქართული ოცნებაა“. ჯამში ამ პარტიებმა 20 739 364 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის ნახევარი - 9 502 653 ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა.

გიორგი ვოლსკი

09 ივლისი 2020, 14:01

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სიცრუეა, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო - არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები ადრეც არსებობდა, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არაფერი დადასტურებულა

სიცრუეა ის, რომ კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს პროექტი, ასეთი პროექტები არსებობდა ადრეც, ოლიგარქიულ მმართველობაზეც იყო საუბარი, მაგრამ რეალურად არც არაფერი დადასტურებულა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტს შეაფასა.

„ლელო საქართველოსთვის“ ხელვაჩაურში ოფისი გახსნა

09 ივლისი 2020, 13:51

პოლიტიკა

„ლელომ საქართველოსთვის“ ხელვაჩაურში ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ხელვაჩაურში ოფისი გახსნა. ადგილობრივ ორგანიზაციას მერაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. ოფისის გახხნის ღონისძიებას მამუკა ხაზარაძე დაესწრო, შემდეგ კი მხარდამჭერებთან შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებს მათი პროგრამა გააცნო და აქტიურობისკენ მოუწოდა.

პაკ ვონ სუნი

09 ივლისი 2020, 13:45

მსოფლიო

სეულის მერი გაუჩინარდა

სამხრეთ კორეაში პოლიცია სეულის მერს, პაკ ვონ სუნს ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს.

ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

09 ივლისი 2020, 13:35

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის ადმინისტრაციაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის განცხადებით, ჩხრეკა ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტარდება.

ზღვაზე შტორმი

09 ივლისი 2020, 13:32

რეგიონი

შავი ზღვის სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმის გამო დღეს ბანაობა აკრძალულია

შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. „დღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

რატი იონათამიშვილი

09 ივლისი 2020, 13:31

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ერთი კონკრეტული „ფეიკსიუჟეტის“ კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ

„ერთი კონკრეტული „ფეიკსიუჟეტის“, კონკრეტული ტყუილის, კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ირაკლი მათიკაშვილს, ამ წუთებში, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათმიშვილი სოციალურ ქსელში წერს

09 ივლისი 2020, 13:16

COVID19

სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსი დაუდგინდა

Imedinews-ის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად ჩავიდა, კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაუდგინდა. ინფორმაციას გურჯაანის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ. მას covid-19-ზე თავდაპირველად ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ ტესტმა ვირუსი არ დაადასტურა. უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელს სპეციალისტებმა გუშინვე დროულად მიაკვლიეს. ის გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ამ წუთებში მკურნალობის კურსს გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 13:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ ქართველი მევენახეებისთვის შექმნა გარანტიები, რათა მათი საქმიანობა დაფასდეს

მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1 000 ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ გადამუშავებას, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველის სუბსიდირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

09 ივლისი 2020, 13:14

საზოგადოება

მეწარმე დევნილებისა და ეკომიგრანტების მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. მეწარმე დევნილები და ეკომიგრანტები მათი საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად 4 000-7 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 20 მეწარმე მიიღებს, რომლებიც საკუთარ საწარმოებში მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

აღდგომის კუნძულის ქანდაკებები

09 ივლისი 2020, 13:13

კულტურა

კვლევა: აბორიგენ ამერიკელებს და პოლინეზიელებს ერთმანეთთან კონტაქტი 800 წლის წინ ჰქონდათ

სპეციალისტებმა კონტინენტის და წყნარი ოკეანეს კუნძულების 800-ზე მეტი ადამიანი გენომი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ აღდგომის კუნძულის მოსახლეობის დნმ-ში სამხრეთამერიკელი აბორიგენების გენომის კვალი არსებობს. კერძოდ, საუბარი კოლუმბიაში მცხოვრებ ტომ ზენუსთან მჭიდრო კავშირზეა.

ლევან დავითაშვილი

09 ივლისი 2020, 13:10

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი კონგრესის კანონპროექტზე: ჩვენ პარტნიორებისგან გვესმის ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერის ისეთი მესიჯები, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა

ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი აქტი, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიერ იქნება მიღებული, ასევე გამოხატავს იმ დიდ სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აშშ-დან აქვს, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს.

ფოტოგრაფები ანიმატორები

09 ივლისი 2020, 13:06

საზოგადოება

ფოტოგრაფები, ანიმატორები და ივენთკომპანიების წარმომადგენლები ხალხმრავალი ქორწილების დაშვებას ითხოვენ

ინფექციურ საავადმყოფოსთან სხვადასხვა ივენთკომპანიის წარმომადგენლები, ანიმატორები და ფოტოგრაფები მივიდნენ. მათ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას ჰკითხეს, რატომ არის აკრძალული ქორწილის გადახდა, როდესაც პარალელურად ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამთავრობო თუ სხვა ტიპის თავყრილობები იმართება.

09 ივლისი 2020, 13:01

ეკონომიკა

თიბისი FTSE4Good ინდექსში გაწევრიანდა

თიბისი ბანკის ჯგუფი (PLC) FTSE4Good ინდექსის სერიებში გაწევრიანდა. FTSE4Good-ი მდგრადი ინვესტირების გლობალური ინდექსია, რომელიც იმ კომპანიების ინდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ძლიერ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პრაქტიკას ავლენენ.