imedi /  18 აპრილი 2020, 11:16 / სანდო წყარო

ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

მამა თეოდორე გიგნაძე

მამა თეოდორე გიგნაძე

ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ Facebook-ზე ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე წერს.

ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დამძიმდა. მსოფლიოში დიდი უკეთესობა არ ჩანს და საქართველოშიც, როგორც, პროფესიონალები წინასწარმეტყველებენ შეიძლება, სიტუაცია უკონტროლოც კი გახდეს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, თითოეულ ადამიანს მათ შორის, მაგრამ ჩემთვის პირადად გაუგებარია, რას ნიშნავს, როდესაც იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მრევლის პასუხისმგებლობაზე, როდესაც მრევლს აქვს ბუნებრივი მორჩილებითი განწყობა საეკლესიო იერარქიისადმი და ზოგადად, ქრისტიანს ბუნებრივი განწყობა აქვს, მორჩილებისადმი იგივე საერო ხელისუფლებისადმი. ამიტომ ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას მრევლს და პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ.

წლებია ღმრთისმსახურება ჩვენს სამრევლოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენი მრევლი საკმაოდ აქტიური სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ვინც ჩვენს სამრევლოს იცნობს და ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ლიტურღიკული მსახურება, ევქარისტიული მსახურება ანუ წირვა და ზიარება. წლებია ყოველდღე გვაქვს მსახურება - ორ ტაძარში კვირაში 9 მსახურება გვაქვს, თვით სადაგ დღეებშიც კი ტაძარი სავსეა და მრევლის თითქმის 100% ეზიარება და ამ მრევლის 90% კი ახალგაზრდები არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს სამრევლოში საოცარი სიყვარულია ზიარებისა და ამით ქრისტესთან ერთობისა. აქვე, მინდა გითხრათ პირველშეწირულთან დაკავშირებითაც: პირველშეწირული ლიტურღიები ასევე წლებია ყოველდღე აღევლინება ჩვენთან და ასევე სავსეა ტაძარი ამ დროს და მრევლის უდიდესი უმრავლესობა ეზიარება. როდესაც ეს დაავადება გავრცელდა, იმის გამო, რომ სადაგ დღეებში ხალხი ერთად არ მდგარიყო, გვაქვს რა 2 ტაძარი, პირველშეწირული ლიტურღიები გვქონდა დღეში 2-ჯერ. დილასაც და საღამოსაც. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, დაგვეცვა ყველა რეგულაცია, რაც იყო სახელმწიფოსგან და რაც იყო ჩვენი საპატრიარქოსადმი, როგორც ეკლესიის მმართველი ორგანოსადმი.

მაგრამ დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მითუმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა - იცით, რომ მანქანებით სიარული აიკრძალა, ტაძართან ახლოს კი ცოტა ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ისმის მოწოდება მრევლისადმი, რომ ვინც რისკის ჯგუფშია თავი შეიკავონ ლიტურღიკულ მსახურებაზე დასწრებისგან, რამეთუ ლიტურღიკული მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს და ის რეგულაციები, რომლებსაც ვატარებდით აქამდე, აღარ არის საკმარისი, იმდენად ვერაგია ეს დაავადება და იმდენად საშიში გახდა.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მრევლს მოვუწოდოთ, რომ სოლიდარობა გამოიჩინონ ერთმანეთისადმი და ის ვინც ახლოს არის და ეიოლება მოსვლა, ნუ ექნება უპირატესობის განცდა იმასთან შედარებით, ვინც შორს არის (ჩვენი და-ძმობა გვავალებულებს, რომ მთლიანობისა და ერთობის შესანარჩუნებლად და დამატებით დაავადების გავრცელების პრევენციისთვისაც დავიკლოთ ის, რაც აკლდებათ დანარჩენებს - მათთვის, ვინც ვერ მოდის სიშორის გამო, არც ახლოს მცხოვრებები მივალთ). გარდა ამისა, ჩვენს მრევლს თითქმის ყველას, თითქმის ყველას ყავს ოჯახში ასაკოვანი ადამიანი და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი რისკ-ჯგუფს განეკუთვნება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს რა მსახურება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ მსახურება არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება და რომელთაც ჩვენ თუნდაც ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში მოვიხსენებთ. არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთებაა წმინდა ტრაპეზზე და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო კონკრეტულ ტრაპეზზე იმ ტაძარში, არამედ მთელ სამყაროზე. ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში.

სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი სიფრთხილეს აღიქვამს უფლის ღალატად, რაც სინამდვილეში ასე არ არის. პავლე მოციქული პირდაპირ სავალდებულოდ გვიხდის ხელისუფლებისადმი მორჩილებას რომაელთა მიმართ ეპისტოლის მეცამეტე თავში და კრძალავს ურჩობას იმიტომ, რომ ურჩობა ხელისუფლებისადმი აყავს ღვთის ურჩობის რანგში იმიტომ, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა მოცემული.

გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს მოწამეობა. მოწამეობა ნიშნავს, როდესაც მე პირად არჩევანს ვაკეთებ და ქრისტესთვის ვწირავ საკუთარ თავს, საკუთარ სიცოცხლეს ვწირავ მოყვასის გადასარჩენად და ქრისტეს ერთგულებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მდგომარეობა სხვანაირია: ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, სხვისი სიცოცხლის შეწირვა მოგვიწიოს, რადგან ჩვენ შეიძლება საერთოდ არაფერი დაგვემართოს, მაგრამ სხვა გახდეს ავად. ამიტომ როდესაც საუბარია, რომ მოვერიდოთ თავშეყრას თუნდაც ტაძრის ეზოში, ჩვენ ამას ვაკეთებდით. ყველამ იცის, ვინც სოციალურ ქსელს თვალყურს ადევნებს, როგორ მაქსიმალურად ვცდილობდით, დაგვეცვა სახელმწიფო რეგულაციები. ღვთის წყალობით ეს საკმაოდ მაღალ დონეზე ხდებოდა, იმდენად, რომ უცხოეთის ტელევიზიებიც კი აშუქებდნენ, მაგრამ მაინც შეუძლებელი ხდება სრული დაცვა და გარანტიების მიცემა. შესაბამისად თითოეული ადამიანი აი, ამ ერთობის გამო შეიძლება, სხვისთვის გახდეს სახიფათო და სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება, უფალს უღალატოს.

როდესაც ადამიანს უჭირს არჩევანის გაკეთება, როდესაც შავსა და თეთრს შორის კი არა, არამედ რაღაც ნაცრისფერ-რუხ ტონებს შორის უნდა ავირჩიო, ამ დროს ყოველთვის უნდა დავსვა კითხვა: ჩემს ადგილზე ჩვენი უფალი, იესო ქრისტე რას იზამდა. მორწმუნე ადამიანის შინაგანი სამყარო, გულის გული, როგორც წესი, ყოველთვის უდასტურებს, რომ უფალი ამ შემთხვევაში ამას იზამდა.

არასდროს ყოფილა ისე, რომ ქრისტიანს მოწამეობრივ ღვაწლად ჩაეთვალოს, როდესაც იგი სხვას წირავს, სხვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ეს ყოვლად გაუგონარი და გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მრევლის წევრებს არ დავადოთ ტვირთი - მათ გააკეთონ არჩევანი, არამედ ჩვენ, როგორც დაბალ იერარქიაში მყოფები, ანუ მღვდლები, მცირე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს ტაძარზე და უფრო გავამკაცრებთ და მივუახლოებთ ჩვენს რეგულაციებს, ადგილობრივი ეკლესიის რეგულაციებს, სახელმწიფო რეგულაციებს და არც საპატრიარქოს რეგულაციებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ წირვაზე არ დასწრება, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილია თითოეული ადამიანისთვის, ვისაც აქვს გამოცდილება იმისა, თუ რას ნიშნავს ევქარისტიული ანუ მადლიერებითი ცხოვრება - ანუ როდესაც ადამიანი ხშირად ეზიარება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ამ ერთ ფრთასთან ერთად მეორე ფრთა, რომლითაც ზეცაში უნდა ავფრინდეთ და ეს მეორე ფრთა არის გონიერი ლოცვა.
გვექნება მსახურებების ჩართვები პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა, ყურადღებას მივადევნებთ იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში იქნება, სახელმწიფო რეგულაციებს. ჩვენ ამით გამოვხატავთ სოლიდარობას იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მართლაც (ექიმებს ვგულისხმობ ამ შემთვევაში) მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისთვის, რომ ეს დაავადება არ გავრცელდეს. ჩვენს წვლილს იმითიც შევიტანთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდავთ ადამიანების ერთად ყოფნას.

არ ვიფიქროთ, რომ ეს არის ქრისტეს ღალატი. ეს ქრისტეს დარი საქციელია. ჩვენს სამრევლოში სასულიერო პირებსაც და მრევლის წევრებსაც ძალიან უყვართ ლიტურღიკული მსახურება, ზოგიერთი, როგორც ვთქვი, ყოველდღეც კი ეზიარება. ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ცხოვრების საზრისია ევქარისტიული ცხოვრება, ზიარება ყველაზე ძვირფასია და აქაც შეიძლება, ქრისტიანული სულისკვეთება დავინახოთ: ყველაზე ძვირფასზე, არა ქრისტეზე, არამედ ინტენსიურ ზიარებით ცხოვრებას ვაკლდებით. ჩემი თავიდან ვიტყვი და ვიცი, რომ ჩვენი ტაძრის მრევლის უდიდესი უმრავლესობა ჩემთან ერთად გაიმეორებს ამ სიტყვებს: ყოველთვის გვაქვს მზაობა, მოვკვდეთ ქრისტესთვის. ქრისტეზე კი არ ვამბობთ უარს, არამედ ჩვენი ცხოვრების საზრისზე და ცხოვრების უძვირფასეს წესზე - ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრებიდან ცოტა უკან დახევა იმისთვის, რომ მოყვასი ფიზიკურადაც გადარჩეს და მერე ის გადარჩენილი მოყვასი ტაძარში შემოვიდეს და ჩემთან ერთად ქრისტე დაინახოს. ამაში ვხედავ იმ ქრისტესმიერ და მზრუნველობით დამოკიდებულებას ამ განსაცდელისადმი, რომელიც წესით უნდა ისწავლებოდეს ჩვენს გულში.
ჩვენ ვართ მსოფლიო დედა ეკლესიის შვილნი. ვამბობთ, რომ გვწამს არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ან ვთქვათ, სერბი იტყვის, რომ სწამს არა სერბეთის ეკლესია, არამედ სერბებიც, ბერძნებიც, რუსებიც, ამერიკაშიც, ყველგან, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიაა, ყველა ვამბობთ წირვის დროს: გვწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე ანუ საყოველთაო ეკლესია. ეს ერთიანობა უნდა გავითავისოთ და არ შეიძლება, რომ დავემსგავსოთ რაღაც ჯგუფს - სხვა ეკლესიები კი ისე აკეთებენ, მაგრამ ჩვენ უფრო მაგრები ვართ. ეს თავისთავად არაჯანსაღი ფენომენია.

და კიდევ ერთი ნიუანსი, საზოგადოებასთან დაკავშირებით. განა იმიტომ ვართ ეკლესიაში, რომ საკუთარი თავი ვიცხოვნოთ მხოლოდ? განა არ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი ძმები და დები, თუნდაც არაჯანსაღი ლიბერალიზმით მოწამლულები, შემოვიდნენ დედა ეკლესიის წიაღში, რომელიც დედობრივი მზრუნველობით იზრუნებს მათზე? არ უნდა დავანახოთ ქრისტეს მოძღვრების სიდიადე, როგორი თავისუფლების მომნიჭებელია, როგორი ბედნიერების მომნიჭებელია, როგორი სიცოცხლის მომნიჭებელია ქრისტესთან ერთობა? როდესაც ამ სიტუაციაში ვხედავთ, რომ მოსახლეობა მართლაც შეშინებულია იმის გამო, რომ ვთქვათ, ზოგიერთი ევროპული ქვეყანასავით აქაც ეს უბედურება არ დატრიალდეს (ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობების ფონზე და სამედიცინო მომსახურების ფონზე, ანუ რესურსის თვალსაზრისით, თორემ პროფესიონალები და ერთგულები რომ არიან თავის საქმის, გამოჩნდა). ხომ ვხედავთ, რომ მათი შიში უსაფუძვლო არ არის.

ნახეთ, როგორ დადგა საკითხი: არა აქვს ამას მნიშვნელობა, ვისგანაა, რომ აქცენტი ჩვენზე გააკეთეს. ჩვენი ბრალია, ეშმაკის თუ ქრისტეს მტრების, მაგრამ ფაქტი ფაქტია - მთელი ყურადღება ეკლესიის გარეთ მყოფი საზოგადოებისა გამახვილებულია ჩვენზე და ისინი გაფაქიზებით გვიყურებენ, რას ვაკეთებთ: ვზრუნავთ მათზე, თუ არ გვედარდება მათი გულისტკივილი, ხელებს ვშლით და ვეუბნებით - ჩვენ ერთნი ვართ და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და ამით ჩვენს თავს და მათაც მივცეთ ქრისტეს დანახვის შესაძლებლობა, თუ ვიკეტებით, უღმერთოებს ვუწოდებთ მათ და ვაბრკოლებთ - ქრისტეს აღდგომის სიტყვათა წყობა რაღაც საშიშ და საძულველ გრძნობად გადავუქციეთ.

ამიტომ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, გველის სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ მტრედის უმანკოებასთან ერთად, ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე - ჩვენ ვეზიარებით და რა გვენაღვლება სხვა, არამედ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ხვალ ჩვენი დედა ეკლესიის შვილი უნდა გახდეს. ჩვენს სამშობლოს სხვანაირად ერთობა და გადარჩენა არ უწერია. ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი ხვედრი, ისტორიული გზა.

სამწუხარო რეალობა არის ის, რომ გვესმის, რომ ქრისტე უნდათ, მაგრამ ჩვენ რომ გვიყურებენ, ეკლესია არ უნდათ. ხომ უნდა ვიფიქროთ ამაზე, რომ არ არის აუცილებელი, რომ ეს მათი უღმერთობის ბრალი იყოს. ბევრჯერ მიგრძვნია განწყობა - ქრისტე უნდა და მე კი მღვდელი - არ ვუნდივარ. ნუთუ ეს ჩემი ბრალი არ შეიძლება, იყოს? ნუთუ არ შეიძლება, ვიფიქრო, რომ მე რაღაც ვერ დავანახე, თუ ისეთი სიწმინდე მაქვს, რომ ყველას ქრისტეს დავანახებ? ნუთუ ჩემში პრობლემები არ არის?
უცხოეთში ხშირად ბევრი საპატივსაცემო სასულიერო პირი ან ჩვენს ადგილობრივ ეკლესიაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ადამიანს აქვს ეს ამბოხება, რომ ურწმუნოა და რწმენას ებრძვის, რწმენას არავინ არ ებრძვის, არც ევქარისტიულ საიდუმლოებას, მე დღესაც შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როდესაც ქრისტეს მივეახლები, იმდენად მწამს ჩემი უფლისა, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ჩემი თავიდან მის გარეშე, რომ არანაირი შიში არ მაქვს. ერთია რწმენა, აბსოლიტური, ვაჟკაცური მინდობა უფალზე, ხოლო მეორე სიფრთხილის გამოჩენა იქ, სადაც ადამიანური გონიერება მეუბნება, რომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო. მოწამეობრივი ღვაწლი პირადი გადაწყვეტილებაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ადამიანის ამ საქმეში ასე ჩართვა (იძულება).

კიდევ ერთხელ ჩემს თავს მოვუწოდებ, როგორც უფალმა გვითხრა - გვქონდეს მტრედის უმანკოებასთან ერთად გველის სიბრძნე და ზუსტად მივხვდე განსაცდელის არსს, რომ არც საკუთარი სული დავაზიანო და არც მოყვასის სულიერი ცხოვრება და არც ის ადამიანი, რომელიც ეკლესიის გარეთ დგას, ვგულისხმობ სულიერ დაზიანებას და რა თქმა უნდა, ფიზკურადაც არავინ უნდა დავაზიანოთ.

ვნების შვიდეულში დავაწესეთ კერძო მსახურება ღვთისმშობლის ხატთან „პანტანასა“. ეს ცნობილია ხატია, რომელიც სასწაულებრივად ჩამობრძანდა ათონიდან ჩვენს სამრევლოში და ამ ხატის წინაშე ვნების შვიდეულში აღესრულებოდა არა ლიტურღიკული არამედ კერძო მსახურება, როდესაც დიდ ტაძარში შედის მხოლოდ ერთი ადამიანი და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ლოცულობს იესოს ლოცვითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მოხმობით და მოიხსენებს იმ ადამიანთა სახელებს, რომლებიც არიან ემიგრაციაში, არიან ინფიცირებულები და ექიმები საქართველოში, რომლებიც ასე დაუღალავად იბრძვიან ამ პანდემიის წინააღმდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ოცდაოთხსაათიანი კერძო მსახურება (ღამის პერიოდში მსახურობენ ის სასულიერო პირები, მღვდლები რომლებიც აქ რჩებიან წირვის აღსასრულებლად), გაგრძელდება ბრწყინვალე შვიდეულშიც. ყველას შეგვეწიოს ჩვენი უფალი“, - წერს მამა თეოდორე.

საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:52

COVID19

ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, 100-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს

დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევის წყაროზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით,18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

მოწევა

31 მაისი 2020, 12:37

COVID19

თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები და ლეტალური გამოსავალი გაცილებით ხშირია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას განცხადებით, კვლევები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში თამბაქოს ეფექტურობაზე მიუთითებს, მცდარი მეთოდოლოგიით არის ჩატარებული. მისივე თქმით, თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში მოთავსების მაჩვენებელი და ლეტალური შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში.

გიორგი გახარია

31 მაისი 2020, 12:34

საზოგადოება

გიორგი გახარია: არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანასა და მოქალაქეს

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს“, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას.

გიორგი გახარია

31 მაისი 2020, 12:30

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივი დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა

„პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც დიდი უზნეობაა

თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, როდესაც თამბაქოს დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

31 მაისი 2020, 12:27

COVID19

საფრანგეთში კატა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საფრანგეთში 9 წლის კატა, სახელად პეპილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ გამოცემა New York post-ი წერს. ცხოველი სავარაუდოდ პატრონისგან დაინფიცირდა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინეს. ცხოველის გამოჯანმრთელებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.

31 მაისი 2020, 12:20

მსოფლიო

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გამოცემა Tatler-ს სასამართლოში უჩივიან

პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი აცხადებენ, რომ გამოცემა Tatler-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, - ამის შესახებ ინფორმაციაც dailymail ავრცელებს. მიზეზი ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებული სტატია გახდა, სახელწოდებით „ეკატერინე დიდი“, რომელშიც კემბრიჯის ჰერცოგენიაზეა საუბარი.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:19

COVID19

ამირან გამყრელიძე: მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს

თამბაქო და Covid19 აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შსს

31 მაისი 2020, 12:09

სამართალი

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 10 თანამშრომელი მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

31 მაისი 2020, 12:04

მსოფლიო

„მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბავშებისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის, „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას independent ავრცელებს. მისი აგენტის თქმით, 30 მაისს მსახიობი უეცრად გარდაიცვალა, ის სახლში ცოლთან ერთად იმყოფებოდა. მაიკლი „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი 13 სერიის განმავლობაში იყო, მან 1991 წელს რინგო სტარი ჩაანაცვლა.

სომხეთი

31 მაისი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 000-ს გადააჭარბა

სომხეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსის 9 282 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 131 ადამიანი, 3 386 კი გამოჯანმრთელდა.

კლინტ ისტვუდი

31 მაისი 2020, 11:59

კულტურა

კლინტ ისტვუდს 90 წელი შეუსრულდა

კლინტ ისტვუდი იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი დღეს 90 წლის შესრულდა. ისტვუდის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. 60-წლიანი კარიერის მანძილზე მსახიობს ათობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

31 მაისი 2020, 11:52

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა და გიორგი გახარიამ შსს-ს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კორონავირუსი რუსეთი

31 მაისი 2020, 11:47

COVID19

რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსის კიდევ 9 268 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 9 268 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 405 843-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 138 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 4 693-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ვირუსი 4 414-მა ადამიანმა დაამარცხა.

თბილისი

31 მაისი 2020, 11:43

COVID19

Washington Post-ი: შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

Washington Post-ი სტატიის ბოლოს წერს, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 11:36

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: როდესაც მთელი მსოფლიო ვირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

31 მაისი 2020, 11:34

მსოფლიო

Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა

საცალო კომპანია Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩვენ ფოქუსირებულნი ვართ, ჩვენი გუნდის უზრუნველყოფასა და დახმარებაზე“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მინესოტაში 71 ობიექტი დაიხურა, კალიფორნიაში 49, ნიუ იორკში 12 და დანარჩენი მაღაზიები კი სხვადასხვა შტატში.

ანდრია ბასილაია

31 მაისი 2020, 11:29

ეკონომიკა

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია.

მარიამ ქვრივიშვილი

31 მაისი 2020, 11:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმი ფრთხილად უნდა გავხსნათ, რათა საქართველოს უსაფრთხო მიმართულების სტატუსი შევინარჩუნოთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას, თუმცა აუცილებელია დავრჩეთ ერთგულნი იმ ფრთხილი და ეტაპობრივი გეგმის, რომელიც მთავრობისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული.

პრინცი ხოაკიმი

31 მაისი 2020, 11:13

COVID19

ბელგიის პრინცმა კარანტინი დაარღვია და კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის პრინცი კორონავირუსით მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც კარანტინის დროს ესპანეთში წვეულებას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამეფო სასახლე ავრცელებს. BBC-ის ინფორმაციით, 28 წლის პრინცი, 26 მაისს, ბელგიიდან ესპანეთის მიმართულებით სტაჟირებისთვის გაემგზავრა, 2 დღის შემდეგ ხოაკიმი კორდობაში წვეულებაზე მივიდა და სწორედ იქ დაინფიცირდა.