imedi /  18 აპრილი 2020, 12:00 / სანდო წყარო

15-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს

ლევან რატიანი

ლევან რატიანი

15-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა განუცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული. ერთ პაციენტთან მოგვივიდა უარყოფითი ორივე შედეგი და ის ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი პაციენტებიდან დაახლოებით 15-თან კომპიუტერული კვლევით დადებითი კლინიკა დაფიქსირდა. ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ველოდებით პასუხებს და, სავარაუდოდ, ხვალ ისინი დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2020, 00:30

თემა

არიან თუ არა მატყუარა ადამიანები უფრო წარმატებულები?

თითოეული ჩვენგანი ტყუისდა საკმაოდ ხშირადაც. ვტყუით, როდესაც გვინდა საუბრის დაწყება ან პირიქით, დასრულება. ვტყუით, რათა სხვისი ან საკუთარი გრძნობები არ შეურაცხვყოთ. ვტყუითმაშინაც, როდესაც პროფესიული საქმიანობის გამარტივება გვინდა. მოკლედ, ტყუილის ბევრი მიზეზი არსებობს. ყველამ ვიცითისიც,რომ ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ, ხშირად გულწრფელები სულაც არ არიან. ისინიც გვატყუებენ, რადგან ყოველთვის კარგ განწყობაზე არ არიან და ცდილობენ პირადი პრობლემები დაფარონ.მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ თანამშრომლების ტყუილი სამსახურის საქმეებს და მათ უფლებამოვალეობას ეხება?

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:22

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რას ემსახურება 520-ე დადგენილება

ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და ეს არის სახელმწიფოს განაცხადი, რომ ის მზად არის, თავის ყველა მოქალაქეს გაუწიოს მომსახურება ჯანდაცვაში და შეისყიდოს ჯანდაცვის სერვისებიამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ 520-ე დადგენილებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:15

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: სამუშაო ფორმატის რეჟიმში გაცილებით უკეთესად მიიღწევა შედეგი, ვიდრე პოლიტიკური შოუების მოწყობით

მინდა პარლამენტში მივიდე იმ შედეგებით, რომელი შედეგების მოლოდინიც მაქვს ორ კვირაშ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. არის გარკვეული სამუშაოები, რომელთა შედეგებსაც ჩვენ ველოდებით, შემდეგ კვირაში და მომდევნო კვირაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, არა დესტრუქციული საუბარი, არამედ საქმეზე ორიენტირებული. ვთვლი, რომ როდესაც მივალ საკანონმდებლო ორგანოში, მე გამაჩნია ვალდებულება, რომ გარკვეულ კითხვებზე გავცე ის პასუხები, რომელთა მოლოდინიც არის. სწორედ აქედან გამომდინარე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა მოსამზადებლად პერიოდი, რომ მივიდე საკანონმდებლო ორგანოში უკვე გარკვეული შედეგებით. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიმიჯნოს ჯანდაცვისა და სამედიცინო სექტორი, ექიმები პოლიტიკური მანევრებისა და სპეკულაციებისგან. ღია წერილებით

ეკატერინე ტიკარაძე

04 ივნისი 2020, 00:14

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ საკარანტინო სივრცეში ანალიზების შესაძლო არევის ფაქტი განმარტა

ამ წუთებშიც ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ჩაღრმავებული ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ, ამ ადამიანს ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდა თუ არა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცის სახლში გაშვების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დონალდ ტრამპი

03 ივნისი 2020, 23:50

მსოფლიო

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა სამედიცინო შემოწმება გაიარა - იგი სრულიად ჯანმრთელია

ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ცხადყოფენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულიად ჯანმრთელია. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საზღვრებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან გავხსნით, სადაც რისკი მინიმალურია

საწყის ეტაპზე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ტურისტს უნდა ჰქონოდა PSR ტესტის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც 72 საათის ვალიდურობის იყო, თუმცა შემდეგ ეს საკითხი განვიხილეთ პარტნიორ ქვეყნებთან, რადგან იყო რისკი, რომ სწორედ ამ 72 საათის პერიოდში შეიძლება დაინფიცირებულიყო ადამიანი. აქედან გამომდინარე ეს არ იძლეოდა გარანტიას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:44

COVID19

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როგორ ემზადება ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

მოლოდინი იმისა, რომ 4 თვეში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გახდება პირობითად გერმანიის სისტემის მსგავსად მდგრადი, მე არ მაქვს, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ შევძლოთ და გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა ისე, რომ ქვეყანას არ დასჭირდეს გარკვეული საგანგებო ღონისძიებების ჩატარება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:37

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: აგვისტოში გვეცოდინება, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის

„ჩვენ ტალღის განვითარების მიუხედავად ვჯერდებით იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში. განვიხილავ ამის არაერთ ვერსიას. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობა, აქ ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა იმისათვის, რომ ჩვენ სწორად გავთვალოთ ბავშვების ქცევა და ის რეგულაცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ, რათა ქართული კულტურის ბავშვებისთვის, იყოს ადვილად აღსასრულებელი. ეს მათ დაცვას უზრუნველყოფს. ინტენსიური მუშაობა მიდის ჩვენ სამინისტროსა და განათლების სამინსიტროს შორის. ამ ეტაპისთვის ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ჩატარდება აბიტურიენტების გამოცდები და პარალელურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის. ეს აგვისტოში გვეცოდინება“,- აღნიშნა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 23:26

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით

COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. ჩვენ ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ კორონავირუსის მართვის შესაძლებლობლებს, ვინაიდან ჩვენ უფრო და უფრო მეტი ვიცით მის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ის, ასევე როგორ ვპოულობთ კონტაქტებს და ა.შ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

03 ივნისი 2020, 23:16

COVID19

ესპანეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გახანგრძლივდა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეექვსედ გახანგრძლივდა.

03 ივნისი 2020, 23:02

თემა

არსებობს თუ არა კავშირი 5G მობილურ ინტერნეტსა და COVID-19-ს შორის? მითი და რეალობა

ადამიანის ჯანმრთელობაზე 5G მობილური ინტერნეტის სავარაუდო ნეგატიური გავლენის შესახებ თეორია დაახლოებით რამდენიმე წელია არსებობს. თავდაპირველად შეთქმულების თეორეტიკოსებს მიაჩნდათ, რომ 5G კიბოს იწვევს, თუმცა COVID-19-ის ეპიდემიის დაწყებისთანავე ის სწორედ SARS-CoV-2-ს (ახალი კორონავირუსი) დაუკავშირეს. თავდაპირველად მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელ Facebook-ში იანვრის ბოლოს, როდესაც აშშ-ში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

დერეკ შოვინი

03 ივნისი 2020, 22:59

მსოფლიო

მინესოტას პროკურატურამ ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დერეკ შოვინს ბრალი დაუმძიმა, ხოლო ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს ბრალი წაუყენა

მინესოტას შტატის გუბერნატორის, ემი კლობუშარის განცხადებით, შტატის გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს წაუყენა ბრალი, ხოლო თავად დერეკ შოვინს კი ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს.

კრიშტიანო რონალდო

03 ივნისი 2020, 22:42

სპორტი

კრიშტიანო რონალდო ვარჯიშზე ოთხი საათით ადრე გამოცხადდა

ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იტალიის ჩემპიონატში სეზონის განახლებისთვის თავდაუზოგავად ემზადება. იტალიური მედიის ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი ტურინული გუნდის მორიგ ვარჯიშზე ოთხი საათით ადრე გამოცხადდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დამოუკიდებლად ივარჯიშა, რის შემდეგაც მას თანაგუნდელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბაზაზე მოგვიანებით მივიდნენ. კრიშტიანო უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია ვიდრე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის წინ იყო. ეს ახლახან ჩატარებული ტესტირების შედეგებმა დაადასტურა. რონალდომ პანდემიის პერიოდში კარანტინი შინ, მშობლიურ მადეირაზე გაატარა, სადაც მაქსიმალურად ცდილობდა, ფორმა შეენარჩუნებინა.

03 ივნისი 2020, 22:37

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

Mazilla.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია.

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

03 ივნისი 2020, 22:31

ეკონომიკა

ბაგებში სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბაგებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთ-ერთს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, მცირე წვივის ძვლის დაზიანებით, რომელიც გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში და უტარდება ოპერაცია. მეორე მამაკაცს აღენიშნებოდა მარცხნივ, ბარძაყის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი საშუალო ზომის ჭრილობა. მას ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ემრჯენსის ექიმმა ნიკოლოზ ფერაძემ.

მიშელ ბაჩელეტი

03 ივნისი 2020, 22:21

მსოფლიო

გაერო: აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეების ტერორისტებთან გათანაბრების მცდელობა შეშფოთებას იწვევს

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარის, მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეების ტერორისტებთან გათანაბრება შეშფოთებას იწვევს.

03 ივნისი 2020, 22:07

სამართალი

პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა

ამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

03 ივნისი 2020, 21:46

COVID19

ჯანმო: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის.

03 ივნისი 2020, 21:42

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს ვიზუალური ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები გადაეცა

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმდიდრესი ფოტოარქივი კიდევ ერთი უნიკალური კოლექციით გაამდიდრა. 2800 უნიკალური ფოტო, რომელიც აქამდე ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა უკვე ეროვნული მემკვიდრეობა გახდა.

03 ივნისი 2020, 21:41

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უწყება ყველა მედიასაშუალებას მოუწოდებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება.