imedi /  18 აპრილი 2020, 21:33 / სანდო წყარო

საპატრულო პოლიციის უფროსი: ეკლესიებში დიდი რაოდენობით მრევლი არ შეინიშნება, მადლობა მოქალაქეებს, რომ გაგებით ეკიდებიან სიტუაციას და დისტანციას იცავენ

ვაჟა სირაძე

ვაჟა სირაძე

ეკლესიებში დიდი რაოდენობით მრევლი არ შეინიშნება, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომ გაგებით ეკიდება სიტუაციას და საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძარში დაცულია სოციალური დისტანცია. შესაბამისი ღონისძიებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ეკლესიაში მობილიზებულნი არიან შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან სოციალური დისტანცია.

„შესაბამისად, ყველა პოლიციელს აქვს დავალება, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები უზრუნველყოს“,- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

საქართველოში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მრევლი ადგილზე ამ ზომის ამოქმედებამდე მივიდა და ტაძარში 06:00 საათამდე დარჩება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა, რომელიც 21 აპრილამდე, საგანგებო მდგომარეობის თარიღამდეა ძალაში, რაზეც საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ეს შეზღუდვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. ასევე აღნიშნეს, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს დღევანდელი და სააღდგომო მსახურებისთვის ავტომანქანით გადაადგილების საშუალება ექნებათ.

ამას წინ უძღოდა მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება, რომლის თანახმად აღდგომის დღესასწაულზე მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე შევა და დილის 6 საათზე გამოვა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცია. ერთობლივი გადაწყვეტილებით, დიდ ტაძრებში 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ მოძღვრები და ეკლესიის მსახურები იქნებიან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

საპატრიარქომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის კურთხევაა, ღამის 12 საათიდან აღდგომას ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ.

საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ

ყველა სიახლე

გიორგი ამილახვარი

13 აპრილი 2021, 11:36

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან რიგ საკითხებზე მოლაპარაკება შედგეს

„ამ დღეებში მიმდინარეობდა ელჩებთან შეხვედრები, როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების. არის გარკვეულ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა და შემიძლია, გითხრათ, რომ ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან მაინც რიგ საკითხებზე შედგეს მოლაპარაკების პროცესი, იმ საკითხებზე, რომლებიც ბატონმა დანიელსონმა დააყენა“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

სერგო ჩიხლაძე

13 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: შეთანხმების დოკუმენტში, შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ხუთივე პუნქტი უნდა აისახოს

როგორია მხარეთა პოზიციები პოლიტიკური დიალოგის წარმართვისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. „ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ დიპლომატებთან და მათი პოზიციაც არის, რომ ხუთივე პუნქტი, რომელიც ჯერ კიდევ შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ არის ხელმოწერილი, ხუთივე პუნქტი უნდ იყოს ასახული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შალვა პაპუაშვილი

13 აპრილი 2021, 11:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ

ჩვენი ევროპელი კოლეგები ძალისხმევას არ იშურებენ ოპოზიციის დასარწმუნებლად, რომ მნიშვნელობა აქვს კონსენსუსსა და შეთანხმებას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ. მათ სურთ, რომ დავეთანხმოთ ყველაფერში და არა ის, რომ შევთანხმდეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

13 აპრილი 2021, 11:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ამათ არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, არც რიგგარეშე, არც მორიგი და არც განმეორებითი

ამათ არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, არც რიგგარეშე, არც მორიგი და არც განმეორებითი, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, რომ დაძაბულობა პიკამდე მიიყვანონ, რათა შემდგომ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები განავითარონ.

გიორგი კონდახაშვილი

13 აპრილი 2021, 11:25

სამართალი

ადვოკატი: ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, რადგან არ არსებობს რისკი იმისა, რომ მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს

ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებით უნდა გაუქმდეს ყველა აღკვეთი ღონისძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

სალომე სამდაშვილი

13 აპრილი 2021, 11:22

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მზად ვართ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არიან. მისივე თქმით, მოლაპარაკების პუნქტებთან მიმართებით მათი პოზიცია უცვლელია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2021, 11:15

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთი მზად არის, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

13 აპრილი 2021, 11:07

სამართალი

შსს-მ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოვლინდ

13 აპრილი 2021, 11:00

რეგიონი

ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

ზაალ ანჯაფარიძე

13 აპრილი 2021, 10:58

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტზე: 169 დღე რომ ვიჯდე კარავში, არსებობისთვის ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „ერთი კითხვა მაქვს. პროტესტის ნიშნად 169 დღე ვიჯდე კარავში, არ ვმუშაობდე, შემოსავალს არ ვიღებდე, მაგრამ არსებობა, ჭამა -სმა და სხვა რამ ხომ მჭირდება? ამას კი სჭირდება ფული. ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ალესანდრა გალონი

13 აპრილი 2021, 10:57

მსოფლიო

პირველად Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში მთავარ რედაქტორად ქალი დაინიშნა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ალესანდრა გალონი ახალ მთავარ რედაქტორად დაასახელა. ალესანდრა გალონი Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.

13 აპრილი 2021, 10:54

თავდაცვა

მეორე განახლებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაპირებისამებრ, პირველი მოდერნიზებული თვითმფრინავის სუ-25-ის რემონტის შემდგომი პირველი საგამოცდო ფრენა 6 მარტს განხორციელდა, ხოლო მეორე საფრენი აპარატის გამოცდა დღეს მოხდა.

13 აპრილი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 756 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აპრილი 2021, 10:51

რეგიონი

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს მთავრობამ მიიღო და საცხოვრებელი ფართები, აღნიშნულ ოჯახებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ.

13 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი.

13 აპრილი 2021, 10:44

რეგიონი

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბეჩოს მონაკვეთთან, მეწყერი ჩამოწვა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო გზა ცალმხრივად აღდგენილია და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

13 აპრილი 2021, 10:41

რეგიონი

ზემო იმერეთი და რაჭა ერთმანეთს ახალი, უმოკლესი გზით დაუკავშირდება

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

13 აპრილი 2021, 10:40

კულტურა

თეა წულუკიანმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე თეატრის წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევებზეც შედგა საუბარი და გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში თეატრის ხელმძღვანელობა ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე საკუთარ ხედვას წარუდგენს მინისტრს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

13 აპრილი 2021, 10:35

კულტურა

თეა წულუკიანი თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძვანელობასთან გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.