imedi /  19 აპრილი 2020, 18:57 / სანდო წყარო

აკაკი ზოიძე: აპრილის ბოლომდე თუ 1000-ს არ გადააჭარბებს პაციენტთა რაოდენობა, ეს იქნება კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება

აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე

ძალიან ბევრმა კეთილგონიერება აირჩია, მოყვასის სიყვარული აირჩია და შესაბამისად, ვხედავდით, რომ იქ ვინც მივიდა, ის მრევლიც საკმაოდ მოწესრიგებულად ცდილობდა რეკომენდაციების დაცვას, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ აპრილის ბოლომდე ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს, ეს კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება იქნება.

„აპრილის ბოლომდე თუ 1000-ს არ გადააჭარბებს პაციენტთა რაოდენობა, ეს იქნება კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება. ჩემი აზრით, წესით უფრო ნაკლებიც უნდა იყოს, მაგრამ ამავე პერიოდში დავინახავთ, თუ რამე მნიშვნელოვანი მოვლენა ეპიდემიოლოგიური კუთხით, ვირუსის გადადების გააქტიურება მოხდა თუ არა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

12 აპრილი 2021, 10:40

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, სჯერა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა - პარტიული.

BAFTA

12 აპრილი 2021, 10:40

კულტურა

BAFTA 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ცერემონია ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ოთხ მთავარ ნომინაცია გამარჯვებული „ნომადლენდი“ გახდა - ფილმის ავტორი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს, მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი საუკეთესო მსახიობ ქალად, ჯოშუა ჯეის რიჩარდსი კი საუკეთესო ოპერატორად. თვითონ სურათი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

12 აპრილი 2021, 10:36

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 824 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 38 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 824 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ოთარ ტატიშვილი

12 აპრილი 2021, 10:32

COVID19

ოთარ ტატიშვილი მოქალაქეს, რომელსაც პანდემიის არსებობის არ სჯერა, ბოქსირებული და რეანიმაციული განყოფილებების დათვალიერებას სთავაზობს

„იმედის დილის“ წამყვანი და ექიმი, ოთარ ტატიშვილი მოქალაქეს, რომელმაც ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვისას თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის არსებობის არ სჯერა, ბოქსირებული და რეანიმაციული განყოფილებების დათვალიერებას სთავაზობს. გამოკითხვისას მოქალაქემ თქვა: „ბევრი ნაცნობი მყავს, იმათაც ვეკითხები: „ვინმე დაიღუპა ჩვენ გარშემო?“.

12 აპრილი 2021, 10:31

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 168 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 168 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 904 ადამიანი გარდაიცვალა.

12 აპრილი 2021, 10:29

რეგიონი

აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. შესრულებული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშივლმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

12 აპრილი 2021, 10:19

საზოგადოება

ჟვანიას სკოლა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს გამართავს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და ჟვანიას სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი იმ პედაგოგებს შეხვდებიან, რომლებიც პანდემიის გამოცხადებისთანავე სწავლების ონლაინ რეჟიმზე წარმატებით გადავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მათ მადლობის სიგელები გადაეცემათ.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 10:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართავს.

ლევან დავითაშვილი

12 აპრილი 2021, 10:07

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები და რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

12 აპრილი 2021, 09:53

საზოგადოება

აპრილიდან სკოლის მოსწავლეებთან განათლების სისტემის სოციალური მუშაკები იმუშავებენ

კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.

12 აპრილი 2021, 09:46

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

12 აპრილი 2021, 09:28

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერის +20 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +9 გრადუსია. დედაქალაქშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

12 აპრილი 2021, 09:11

საზოგადოება

პარლამენტში ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ

დარგობრივი კომიტეტის წევრებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარუდგენს. კომიტეტის სხდომა 13:30 საათზეა ჩანიშნული.

12 აპრილი 2021, 09:07

საზოგადოება

თბილისის ქუჩების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის, სამხედრო გზატკეცილს, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

12 აპრილი 2021, 08:45

რეგიონი

ძლიერმა ნალექმა ბაკურხევის 6 სოფელს პრობლემები შეუქმნა

მდინარე არაგვის ადიდებამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია, რამაც სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი. მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

12 აპრილი 2021, 08:19

სამართალი

პარლამენტში დღეს დაზვერვის სამსახურის ანგარიშს მოისმენენ

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე“ - ეს არის საკითხი, რომლის თაობაზეც დეპუტატები დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, შალვა ლომიძეს მოუსმენენ.

ანზორ ჩუბინიძე

12 აპრილი 2021, 08:09

სამართალი

დღეს პარლამენტში ანზორ ჩუბინიძეს მოუსმენენ

ანზორ ჩუბინიძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის ჯგუფის ფორმატში წარდგება და დეპუტატებს 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. მოსმენა 16:00 საათზე იგეგმება.

12 აპრილი 2021, 08:02

საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. ისრაელში ჩასვლას და დასაქმებას ჯამში საქართველოს 1000-მდე მოქალაქე შეძლებს.

12 აპრილი 2021, 00:50

ტაბლოიდი

იაპონიაში დეპუტატი კაცები ორი დღის განმავლობაში ხელოვნურ მუცლებს ატარებდნენ

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები უბრალოდ სპექტაკლია და მთავრობამ ორსულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგას.

მეგობრები

12 აპრილი 2021, 00:15

კულტურა

მეთიუ პერიმ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გადაღებებიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა

პანდემიის გამო გადაღებები რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდი HBO Max-ზე წელს გავა.