imedi /  20 აპრილი 2020, 14:28 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მიღებულ ზომებს ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ევროკომისიის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი შედგა; საუბარი შეეხო იმ ერთობლივ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ერთად პანდემიის ბრძოლის კუთხით ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან ახლო მეგობრები და საქართველოს ევროკავშირის სახით ძალიან ძლიერი მეგობარი ჰყავს.

„ეს დადასტურდა კრიზისის პერიოდში ჩვენი ძალიან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, რაც გამოიხატა კონკრეტულ შედეგებსა და იმ ხელშესახებ ფინანსურ მხარდაჭერაში, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ზომების შესახებ, რომელიც საქართველომ მიიღო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა. მისი მხრიდან აღინიშნა, რომ ევროკომისია მომავალშიც მზად არის, განაგრძოს ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობა და ასევე ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღემდე ხორციელდებოდა ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ვიდეოკონფერენციისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ და ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა, ევროპული სოლიდარობა, რაც გამოიხატა კიდეც ამ დღეებში ევროკავშირის ელჩის განცხადებით. ევროკომისიის პრეზიდენტისგან მივიღეთ რწმუნება, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც იქნება შეუქცევადი და მკაფიო. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებზე. ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ, იგივე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტმა უაღრესად მაღალი შეფასება მისცა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილეს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია და ის შესაძლებლობები, რომელსაც ასოცირების შეთანხმება აჩენს.

„ამ თვალსაზრისით აღინიშნა შავი ზღვის არეალსა და რეგიონში თანამშრომლობა, არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ვიდეოკონფერენცია დღეს გაიმართა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს

„არა თუ 43%-იანი, ბევრად უფრო მაღალი ზღვრის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები არის გამორიცხული. „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამის საფუძველზე სათანადოდ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ამაში შეგვიძლია მთელი საზოგადოება დავარწმუნოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 23:39

პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში

დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 აპრილი 2021, 23:37

მსოფლიო

ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ რადიკალების ადგილი ქართული პოლიტიკაში აღარ იქნება

„თუ ვინმეს აქვს გარკვეული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რადიკალების ხელახლა აღზევებას, ეს შფოთვა არ არის რაიმე საყრდენზე დაფუძნებული და ამაში შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო. რადიკალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება და ამის გარანტი იქნება სწორედ ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ოპოზიციასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. რადიკალიზმი საქართველოში დასრულდება და ერთხელ და სამუდამოდ, ამ შეთანხმების საფუძველზე ქართულ პოლიტიკაში უნდა დამკვიდრდეს სიმშვიდე და სტაბილურობა, რაზეც პასუხისმგებელი არის „ქართლი ოცნება“, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია და ამ პირობას საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, დავდებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

„ის, რომ გარკვეული კომიტეტების თავმჯდომარეები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ის, რომ მეტი თანამდებობა აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებში ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და სწორედ ეს იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ამოცანა, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკა შემოეტანათ საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უხერხულობები უკავშირდებოდა ამ საკითხის აღსრულებას, ჩვენ შეთანხმების ამ პუნქტს დავეთანხმეთ. ესაა მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენთან პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში შეიცვალოს და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ჩამოყალიბდეს. ეს იყო ჩვენი ამოცანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი

არამარტო დღეს, არამედ ზოგადად ასეა, რომ ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი. მელიას არ ეყო ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ არ ემოქმედა სააკაშვილის მარტივი თამაშის შესაბამისად. თავის დროზეც, როდესაც მელიამ საკუთარი თავი ჩაისვა ციხეში, ეს იყო სააკაშვილის მარტივი თამაში, რომელიც არ შედიოდა მელიას ინტერესებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებშია

„ეს არის არასწორი ქმედება, თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს იმ შედეგს, რომელიც შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით დადგა. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა. მთავარია, რომ ოპოზიციური პარტიებისა და დეპუტატების კრიტიკული რაოდენობა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. დანარჩენი არის სააკაშვილისა და სხვა რადიკალი პოლიტიკოსების თამაშები, რომლებსაც უკვე არავითარი წარმატების პერსპექტივა არ აქვთ. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებით ისარგებლებს სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარტიებს, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თვალი უჭირავთ არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ

შეთანხმებას არ მოაწერა ხელი „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. სწორედ ამ პარტიებს უჭირავთ თვალი არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთის მიმართულებით. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

20 აპრილი 2021, 23:12

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 114 ადამიანი გარდაიცვალა.

თამთა მეგრელიშვილი

20 აპრილი 2021, 23:11

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: შენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს, გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს

„საზღვარი არ აქვს შენს უტიფრობას და გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს. პრეზიდენტზე საუბრობ და რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს იყენებ, ომი საქართველომ დაიწყოო, არადა იმ პარტიის წევრი ხარ, რომლის ლიდერებმა და შენმა პირადმა მეგობრებმა, ჯერ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში, ხოლო სულ ახლახან საქართველოს დააბრალეს, თითქოს კასეტური ბომბები გამოიყენა საქართველომ. სამარცხვინო საქციელია!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

20 აპრილი 2021, 23:08

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 390 ადამიანი გარდაიცვალა.

20 აპრილი 2021, 23:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 23:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ

საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.

20 აპრილი 2021, 22:56

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 197 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2 197 ადამიანს გამოუვლინდა, 1 946 გამოჯანმრთელდა, 34 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 303 858 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4 203 ადამიანი. ვირუსისგან 267 485 პაციენტი განიკურნა.

20 აპრილი 2021, 22:47

მსოფლიო

ნიუ-იორკში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით სასურსათო მაღაზიაში, Stop & Shop-ში შეიჭრა, მაღაზიის ზედა სართულზე, მენეჯერის კაბინეტში შევარდა და ცეცხლი გახსნა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 22:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ასოცირებული წევრებისთვის

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მსჯელობა შეეხო იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ასოცირებული წევრებისთვის, რათა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ.

20 აპრილი 2021, 22:36

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 667 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გამოკვლეული პირების 15.1%-ია. დღე-ღამეში 671 ინფირცირებული გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 209 485 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 919 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 189 688. ამ დროისთვის მკურნალობას 14 896 ადამიანი გადის. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ტესტი 942 001 ადამიანს ჩაუტარდა.

20 აპრილი 2021, 22:33

სპორტი

„ჩელსი“ სუპერლიგის დატოვებისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბის ახალ ტურნირში გაწევრიანების შესახებ 2 დღის წინ გახდა ცნობილი. დღეს, გუნდის სტადიონთან, „სტემფორდ ბრიჯთან“ ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებმაც „ჩელსის“ ESL-ში გაერთიანება გააპროტესტეს.

20 აპრილი 2021, 22:31

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი: პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას

მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

20 აპრილი 2021, 22:26

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 346 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 61 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 346 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 4 384 624 შემთხვევა გამოვლინდა, 36 613 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 792 129 - გამოჯანმრთელდა.