imedi /  21 აპრილი 2020, 10:43 / სანდო წყარო

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

ჩვენთან ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენთან ამ ეტაპზე 44 დადასტურებული პაციენტია, აქედან 2 პრობლემურია, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერ პროგნოზირება შეუძლებელია. ამ 44-დან 14 მძიმე პნევმონითაა, მაგრამ ეს პაციენტები მართვას ექვემდებარებიან და მათთან დაავადების პროგრესირება არ მიდის. 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ველოდებით შესაბამისი დღეების გასვლას, რომ მათ გამოჯანმრთელების ტესტი ჩავუტაროთ და კლინიკა დატოვონ.

საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარტიებს, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თვალი უჭირავთ არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ

შეთანხმებას არ მოაწერა ხელი „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. სწორედ ამ პარტიებს უჭირავთ თვალი არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთის მიმართულებით. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

20 აპრილი 2021, 23:12

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 114 ადამიანი გარდაიცვალა.

თამთა მეგრელიშვილი

20 აპრილი 2021, 23:11

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: შენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს, გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს

„საზღვარი არ აქვს შენს უტიფრობას და გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს. პრეზიდენტზე საუბრობ და რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს იყენებ, ომი საქართველომ დაიწყოო, არადა იმ პარტიის წევრი ხარ, რომლის ლიდერებმა და შენმა პირადმა მეგობრებმა, ჯერ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში, ხოლო სულ ახლახან საქართველოს დააბრალეს, თითქოს კასეტური ბომბები გამოიყენა საქართველომ. სამარცხვინო საქციელია!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

20 აპრილი 2021, 23:08

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 390 ადამიანი გარდაიცვალა.

20 აპრილი 2021, 23:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 23:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ

საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.

20 აპრილი 2021, 22:56

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 197 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2 197 ადამიანს გამოუვლინდა, 1 946 გამოჯანმრთელდა, 34 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 303 858 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4 203 ადამიანი. ვირუსისგან 267 485 პაციენტი განიკურნა.

20 აპრილი 2021, 22:47

მსოფლიო

ნიუ-იორკში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით სასურსათო მაღაზიაში, Stop & Shop-ში შეიჭრა, მაღაზიის ზედა სართულზე, მენეჯერის კაბინეტში შევარდა და ცეცხლი გახსნა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 22:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ასოცირებული წევრებისთვის

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მსჯელობა შეეხო იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ასოცირებული წევრებისთვის, რათა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ.

20 აპრილი 2021, 22:36

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 667 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გამოკვლეული პირების 15.1%-ია. დღე-ღამეში 671 ინფირცირებული გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 209 485 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 919 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 189 688. ამ დროისთვის მკურნალობას 14 896 ადამიანი გადის. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ტესტი 942 001 ადამიანს ჩაუტარდა.

20 აპრილი 2021, 22:33

სპორტი

„ჩელსი“ სუპერლიგის დატოვებისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბის ახალ ტურნირში გაწევრიანების შესახებ 2 დღის წინ გახდა ცნობილი. დღეს, გუნდის სტადიონთან, „სტემფორდ ბრიჯთან“ ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებმაც „ჩელსის“ ESL-ში გაერთიანება გააპროტესტეს.

20 აპრილი 2021, 22:31

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი: პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას

მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

20 აპრილი 2021, 22:26

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 346 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 61 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 346 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 4 384 624 შემთხვევა გამოვლინდა, 36 613 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 792 129 - გამოჯანმრთელდა.

არმაზ ახვლედიანი

20 აპრილი 2021, 22:01

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: პარლამენტის მუშაობაში ჩართვის გარეშე შეთანხმებული დოკუმენტის რეალიზება ვერ მოხდება

შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ერთგვარი გარანტიაა, რომ დოკუმენტის სულისკვეთება ჩვენი პასუხისმგებლობითა და ძალისხმევით რეალიზდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.

ბადრი ჯაფარიძე და ნიკა მელია

20 აპრილი 2021, 22:01

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ნიკა მელიას არ აქვს განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა

ნიკა მელიას მოვუყევი ჩვენი მოლაპარაკებების, ბატონ შარლ მიშელთან საუბრების შესახებ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა. ის არის მხნედ. რა თქმა უნდა, მას არ აქვს განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა. ვიდრე ნიკა მელია არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავში, ნიკა მელიას ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.

20 აპრილი 2021, 21:54

ტექნოლოგიები

როვერმა Perseverance მარსზე ვერტმფრენის პირველი ფრენა გადაიღო. ვიდეო

კადრებზე ჩანს, რომ აპარატი დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე ადის, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში რჩება ჰაერში, რის შემდეგაც პლანეტის ზედაპირზე ბრუნდება.

20 აპრილი 2021, 21:44

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 656 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 656 406 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 503 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 21:32

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი უკან ჩამოვიტოვეთ და ახლა მძიმე სამუშაო იწყება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 21:25

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს: მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა

„მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. საქართველოსთვის ეს გამარჯვებაა. დღეს საზოგადოებამ შვებით ამოისუნთქა. ახლა შეგვიძლია წინ წავიდეთ და უკეთესი მომავლისთვის ვიმუშაოთ“, - წერს პრეზიდენტი.

დევიდ სასოლი

20 აპრილი 2021, 21:19

პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: მეზობელ ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტი შემაშფოთებელია - შეგიძლიათ ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის პრიორიტეტი მშვიდობის მხარდაჭერაა. „მეზობელ ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტი შემაშფოთებელია. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ არ არსებობს „გაყინული“ კონფლიქტები. ჩვენი პრიორიტეტი მშვიდობის მხარდაჭერაა, ამ კუთხით შეგიძლიათ ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ“, - განაცხადა დავიდ სასოლიმ.