imedi /  22 აპრილი 2020, 12:50 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს, ეს მიუღებელია

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ექიმების თავდაუზოგავმა შრომამ განაპირობა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შედარებით მცირე რაოდნეობა.

„ეს, ერთი მხრივ, მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობისა და მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია. ამიტომ, მე მგონი, რომ არ შეიძლება, ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

ალეხანდრო გომესი

14 ივლისი 2020, 14:00

სპორტი

იტალიის სერია A-ს ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ალეხანდრო გომესი დასახელდა

იტალიის სერია A-ს ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ალეხანდრო გომესი დასახელდა. „ატალანტას" 32 წლის არგენტინელი შემტევი ტიპის ნახევარმცველის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში უკვე 16 საგოლე პასია, რაც ამ ქვეყნის ჩემპიონატში ბოლო 16 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

14 ივლისი 2020, 13:57

ეკონომიკა

რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

„მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტი გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის, რომელსაც ახლომდებარე სახლების დაზიანებაც შეეძლო. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 13:56

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლებას უნდა მივცეთ უფლება, რომ არეგულიროს კრზისი

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროქტი წარადგინა. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

კახა კუჭავა

14 ივლისი 2020, 13:55

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ჩვენი ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმების ანგარიშში პოლიტიკური პატიმრები ნახსენები არ არის

ანგარიშის საბოლოო კენჭისყრა სესიაზე იქნება სექტემბერში და დაახლოებით 1 თვე გვაშორებს სიმართლის გასაგებად, რა წერია ანგარიშში. მანამდე ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, მათ შორის კონკრეტული ჩანაწერები, რომელიც ჩვენი ინფორმაციით არ არის ანგარიშში, საერთოდ არ არის დოკუმენტში პოლიტიკური პატიმრები ნახსენები, არც ერთი გვარი არ არის ნახსენები - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

14 ივლისი 2020, 13:49

საზოგადოება

პროკურატურა მზადაა, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 13:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მოტივაციაა, საარჩევნო უბნებზე ვიღაცებმა ქაოსი მოაწყონ და მემორანდუმს ხელს ამიტომ არ აწერთ

„მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ, იმიტომ, რომ მერე ვიღაცა მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისტები და იქ რაღაცები აკეთეს და ეს არ გინდათ. თქვენი მოტივაციაა, რომ იქ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაცები არიონ, ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ ხელს. ატყუებთ ახლა ხალხს და ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ?!“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მარიამ ჯაში

14 ივლისი 2020, 13:45

პოლიტიკა

მარიამ ჯაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ამ კანონით პარლამენტარებს ჩვენს უფლება-მოსილებას გვიზღუდავთ

„ეს კანონი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, არამედ კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ჯანდაცვის სფერო, ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობა ხდება სპეკულირების საკითხი. არაერთხელ მადლობა გადაგვიხდია ჩვენი წამყვანი ექსპერტებისთვის, კიდევ ერთხელ არ დავზარდები და მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც საკუთარ პროფესიას ემსახურება, მაგრამ თქვენ ამ კანონით გვიზღუდავთ ჩვენ, პარლამენტარებს რომ განვახორციელოთ ჩვენი უფლება მოსილება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დმიტრო კულება

14 ივლისი 2020, 13:44

პოლიტიკა

დმიტრო კულება: სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოსთან დაკავშირებით თავის კომენტარებში უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კერძო პირის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინის სახელმწიფოს პასუხის გაცემა უწევს.

თორნიკე რიჟვაძე
კელი დეგნანი

14 ივლისი 2020, 13:33

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ აშშ-ის ელჩს აჭარის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო

„ამერიკის ელჩთან შეხვედრისას, განვიხილეთ, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ის კონკრეტული პროგრამები, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში, სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომლებიც აქტუალურია პანდემიის ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩის მოღვაწეობით კიდევ უფრო გამყარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი

14 ივლისი 2020, 13:25

საზოგადოება

დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა წარმოადგენდა.

გიორგი ვოლსკი

14 ივლისი 2020, 13:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „საარჩევნო კოდექსი“, რომელიც პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ფართო ჩართულობით მივიღეთ, არ ტოვებს მანიპულაციის საშუალებას

ვინც ამ დებატებს ადევნებს თვალ-ყურს შთაბეჭდილება შეექმნება ისეთი, თითქოს ოპოზიციამ ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა და ახლა დარჩათ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ხელის „სავსავით“ არ ვიღებთ იმიტომ, რომ თურმე, გვინდა დავიტოვოთ რაღაც გასაძრომი, რაღაც მოვშალოთ ან არასწორად ჩავატაროთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარძე

14 ივლისი 2020, 13:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: მსგავსი რეგულაცია რომ გქონოდათ, ვერ მიჰყიდიდით სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთს

„ქართული ოცნება“ ატერორებს ბიზნესს - ესაა ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსში პიარული თავხედობა, ოღონდ ამას ნაცები ამბობენ. მაშინ რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი რეგულაცია, ეს გასაუქმებელი გექნებოდათ ალბათ იმიტომ, რომ ვერ მიყიდიდით იმ სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს“ ,-ასე უპასუხა „ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.

არჩილ თალაკვაძე

14 ივლისი 2020, 13:17

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე კაპანაძეს: სხდომების გაცდენამ ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე

„გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი შეფასება გავაკეთოთ. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას და სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ რომ იყო მოსული, ახლა ამ კვირაშიც მოვიდეს, რატომ არ მოდისო პრეტენზიას აყენებთ. ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ პროცედურულ მოთხოვნას თქვენი ფრაქციის, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რევაზ არველაძე

14 ივლისი 2020, 13:14

ეკონომიკა

რევაზ არველაძე: ენერგოკომპანიები წინასწარ უნდა შევამოწმოთ, ვის შეიძლება გადასცენ თავიანთი აქტივები და აქციები

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის პოზიციას, პარლამენტიდან სამი კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნას არ ეთანხმება. საქმე ეხება კონკურენციის, კომუნიკაციის და ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომუნიკაციების კომისია

14 ივლისი 2020, 13:07

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისია: „თელიასონერა“ „მაგთიკომის” მფლობელს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „თელიასონერას“ წერილს აქვეყნებს. კომისიის განცხადებით, აღნიშნული წერილით „თელიასონერა“ „მაგთიკომის” მფლობელს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს.

14 ივლისი 2020, 13:04

საზოგადოება

გიორგი გახარიამ საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი უმაღლეს შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საჯარო სექტორის მოქმედებებს პანდემიის პირობებში, რამაც ნათლად აჩვენა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა COVID-19-თან ბრძოლაში.

არჩილ თალაკვაძე

14 ივლისი 2020, 12:52

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისთვის

ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი როგორც ხელისუფლება, პირადად არც ერთს არ გეუბნებით, მაგრამ თქვენი პოლიტიკური ძალა და თქვენც ხართ ამაზე პასუხისმგებელი, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს და „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

სერგი კაპანაძე

14 ივლისი 2020, 12:51

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ასოცირების შეთანხმების ანგარიშში საუბარია, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს​

ევროპარლამენტის ანგარიში არის ძალიან კარგი მანიშნებელი იმის თუ რა პრობლემებია საქართველოში - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.

14 ივლისი 2020, 12:48

პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რაც მთავრობას პანდემიის პერიოდში სათანადო რეგულაციების შემოღების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობას სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ცვლილებების თანახმად, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, როგორც ეს ამავე კანონში მაისში შეტანილი ცვლილებებით 15 ივლისამდე იყო დაშვებული.

რომან გოცირიძე

14 ივლისი 2020, 12:44

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: ასოცირების შეთანხმების ანგარიშში წერია, რომ 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული

წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ. სჯობს, ამაში იმეცადინონ. წერია და გამგები გაიგებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა. „მორიგი ბრიყვული თავის მართლება, ამ დოკუმენტში რურუას გვარი რატომ არ წერიაო? მაგრამ, რომ წერია უნდა შეწყდეს მედია მფლობელებზე დევნა, ვინ არის აქციონერი მთავარი არხის? მაინცდამაინც რურუა უნდა ეწეროს გვერდით? როცა წერია, რომ არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, როგორ უნდა გავიგოთ ეს, ელემენტარულად, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლიათ. სჯობს, ამაში იმეცადინონ. წერია და გამგები გაიგებს, თუ არ უნდა გიაგოს, მაშინ გააგებინებენ, ამის ბევრი საშუალება არსებობს“, - განაცახადა გოცირიძემ. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში შესული შესწორებები პირველი კენჭისყრით მიიღო. შესწორებები შეეხება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას, 8 მარტის შეთანხმებას, საარჩევნო გარემოს და სხვა საკითხებს.