imedi /  22 აპრილი 2020, 14:09 / სანდო წყარო

„პატრიოტთა ალიანსი“ საგანგებო ვითარების გაგრძელებას მხარს არ უჭერს

ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი

ჩვენი მოწოდებაა გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა და მხარს არ ვუჭერთ, გავაუქმოთ კომენდანტის საათი, მაგრამ ხელისუფლებამ კარანტინის რეჟიმი შეინარჩუნოს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ამოცანა არის დავუპირისპირდეთ ეპიდემიას, ჩვენი ამოცანა არ არის დავტანჯოთ ადამიანები, გადაწყვეტილება, ავტომანქანების აკრძალვასთან დაკავშირებით ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანების ტანჯვასთან. რადგან ბევრი ადამიანი ფეხით მიდის თავის მოხუც მშობელთან, რომ საკვები მიუტანოს და ჩვენ ამ ადამიანებს ვუქმნით ყოველდღიურ პრობლემას და გაუგებარია რატომ? თუ ადამიანს გაუფუჭდება ტელეფონი, მას ვერც შეაკეთებს და ვერ დარეკავს სასწრაფოში, თუ გაუფუჭდება ცხელი წყლის ავზი, ვერც ამას გამოცვლის და შესაბამისად, ექიმების რეკომენდაციას ვერ დაიცვას, ვერ დაიბანს ხელს. საგანგებო ვითარების გაგრძელება სწორი არ არის. ყველა საკითხის გადაჭრა, რაზეც ჩვენი მთავრობა და მედიკოსები საუბრობენ, შესაძლებელია კარანტინის პირობებშიც. არ არის სწორი პანიკის შექმნა, ბევრ ჩემს ნაცნობს ამ პანიკიდან ინფარქტი დაემართა. პანიკას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე თავად ვირუსს. არ არის სწორი ეკონომიკის გაჩერება ამდენი ხნის განმავლობაში, რადგან ზიანი იქნება წარმოუდგენლად დიდი. ჩვენი მოწოდებაა გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა და მხარს არ ვუჭერთ, გავაუქმოთ კომენდანტის საათი, მაგრამ ხელისუფლებამ კარანტინის რეჟიმი შეინარჩუნოს“, - აღნიშნა ინაშვილმა.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 10:58

COVID19

რა შემთხვევაშია აუცილებელი სამედიცინო პირბადის გამოყენება და როდის შეიძლება ნაჭრის პირბადის მოხმარება - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„მსოფლიოში, ძირითადად, ორი ტიპის პირბადეა გავრცელებული; ნაჭრის პირბადე და სამედიცინო, ანუ ქირურგიული პირბადე. ნებისმიერმა ადამიანმა, რომლის ასაკი 60 წელი და ზემოთაა, ასევე, მათ, ვისაც აქვთ ერთი თანმხლები დაავადება მაინც - სასუნთქი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება, დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსივნე, აუცილებლად უნდა ატაროს სამედიცინო პირბადე. სხვა კატეგორიის ადამიანებმა, თუ პირბადე სტანდარტებს შეესაბამება, შესაძლებელია, ატაროს ნაჭრის პირბადეც“.

12 აპრილი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

12 აპრილი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი.

დავით სერგეენკო

12 აპრილი 2021, 10:40

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, სჯერა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა - პარტიული.

BAFTA

12 აპრილი 2021, 10:40

კულტურა

BAFTA 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ცერემონია ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ოთხ მთავარ ნომინაცია გამარჯვებული „ნომადლენდი“ გახდა - ფილმის ავტორი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს, მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი საუკეთესო მსახიობ ქალად, ჯოშუა ჯეის რიჩარდსი კი საუკეთესო ოპერატორად. თვითონ სურათი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

12 აპრილი 2021, 10:36

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 824 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 38 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 824 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ოთარ ტატიშვილი

12 აპრილი 2021, 10:32

COVID19

ოთარ ტატიშვილი მოქალაქეს, რომელსაც პანდემიის არსებობის არ სჯერა, ბოქსირებული და რეანიმაციული განყოფილებების დათვალიერებას სთავაზობს

„იმედის დილის“ წამყვანი და ექიმი, ოთარ ტატიშვილი მოქალაქეს, რომელმაც ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვისას თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის არსებობის არ სჯერა, ბოქსირებული და რეანიმაციული განყოფილებების დათვალიერებას სთავაზობს. გამოკითხვისას მოქალაქემ თქვა: „ბევრი ნაცნობი მყავს, იმათაც ვეკითხები: „ვინმე დაიღუპა ჩვენ გარშემო?“.

12 აპრილი 2021, 10:31

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 168 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 168 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 904 ადამიანი გარდაიცვალა.

12 აპრილი 2021, 10:29

რეგიონი

აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. შესრულებული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშივლმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

12 აპრილი 2021, 10:07

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები და რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 10:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართავს.

12 აპრილი 2021, 09:53

საზოგადოება

აპრილიდან სკოლის მოსწავლეებთან განათლების სისტემის სოციალური მუშაკები იმუშავებენ

კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.

12 აპრილი 2021, 09:46

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

12 აპრილი 2021, 09:28

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერის +20 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +9 გრადუსია. დედაქალაქშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

12 აპრილი 2021, 09:11

საზოგადოება

პარლამენტში ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ

დარგობრივი კომიტეტის წევრებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარუდგენს. კომიტეტის სხდომა 13:30 საათზეა ჩანიშნული.

12 აპრილი 2021, 09:07

საზოგადოება

თბილისის ქუჩების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის, სამხედრო გზატკეცილს, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

12 აპრილი 2021, 08:45

რეგიონი

ძლიერმა ნალექმა ბაკურხევის 6 სოფელს პრობლემები შეუქმნა

მდინარე არაგვის ადიდებამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია, რამაც სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება ამ ეტაპზე მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის არის შესაძლებელი. მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

12 აპრილი 2021, 08:19

სამართალი

პარლამენტში დღეს დაზვერვის სამსახურის ანგარიშს მოისმენენ

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე“ - ეს არის საკითხი, რომლის თაობაზეც დეპუტატები დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, შალვა ლომიძეს მოუსმენენ.

ანზორ ჩუბინიძე

12 აპრილი 2021, 08:09

სამართალი

დღეს პარლამენტში ანზორ ჩუბინიძეს მოუსმენენ

ანზორ ჩუბინიძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის ჯგუფის ფორმატში წარდგება და დეპუტატებს 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარუდგენს. მოსმენა 16:00 საათზე იგეგმება.

12 აპრილი 2021, 08:02

საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. ისრაელში ჩასვლას და დასაქმებას ჯამში საქართველოს 1000-მდე მოქალაქე შეძლებს.