imedi /  22 აპრილი 2020, 14:33 / სანდო წყარო

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა იწყება

კორონავირუსი ვაქცინა

გერმანიის ვაქცინების ფედერალურმა ინსტიტუტმა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცდების პირველ ეტაპში 18-55 წლის 200 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მეორე ეტაპზე კი უფრო მაღალი რისკის პაციენტები ჩაერთვებიან. ვაქცინა კომპანია Biontech-მა ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-თან თანამშრომლობით შექმნა. პრეპარატის ტესტირება მოგვიანებით აშშ-შიც მოხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

29 მაისი 2020, 13:16

ეკონომიკა

სებ-ი: აპრილში ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციაზე კარტოფილის გაძვირებამ იქონია

2020 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. აპრილში წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციაზე კარტოფილის გაძვირებამ იქონია. კარტოფილი 22.7 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წვლილმა თვის ინფლაციაში 0.3 პპ შეადგინა.

არჩილ თალაკვაძე

29 მაისი 2020, 13:15

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, განხილვა ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით.

29 მაისი 2020, 13:13

პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისია: „მთავარმა არხმა“ ეთერში პროგრამა რუსულ ენაზე განათავსა, რითაც კანონი დაარღვია

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2020 წლის 7 მაისს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ რუსულ ენაზე განთავსებულ ინტერვიუებს, რომლიდანაც ერთ-ერთი ეთერში სავალდებულო სუბტიტრების გარეშე გავიდა.

29 მაისი 2020, 13:06

სამართალი

შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების წლიური ანგარიში განიხილეს.

თამთა მეგრელიშვილი

29 მაისი 2020, 13:05

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები

„მედპერსონლის ლანძღვით ერთ მხარეს დადგა - ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება”, ქართველი პროფესიონალი ექიმები, ხოლო მეორე მხარეს - ვირუსი, ოპოზიციაც როგორც ვირუსი და მათი მართული მედია საშუალებები მედ პერსონალის ლანძღვით, მათდამი უნდობლობით, პანიკის თესვის მცდელობითა და რწმენასთან, ეკლესიასთან და პატრიარქთან დაპირისპირებით“.

ვახტანგ მახარობლიშვილი

29 მაისი 2020, 12:56

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილსა და იტალიელ კოლეგას, მანლიო დი სტეფანოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, მანლიო დი სტეფანოსთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მინისტრის მოადგილეები შეეხნენ როგორც COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ თემებს, ასევე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

29 მაისი 2020, 12:55

მსოფლიო

Twitter-მა დონალდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის შემცველ ტვიტად მონიშნა

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის განდიდების შემცველ ტვიტად მონიშნა.

29 მაისი 2020, 12:53

რეგიონი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ხმაური იყო ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სოფელ რუისში მდებარე 19,858 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობდა. სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა და სხვა წევრები, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს, რადგან სოცდისტანციის დაცვის მიზნით დარბაზში ადგილები უკვე დაკავებულია. დებატების დროს კი პროტესტის ნიშნად ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს და კენჭისყრის პროცედურას არ დასწრებიან.

29 მაისი 2020, 12:51

COVID19

აზერბაიჯანში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. 2 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 759-ია, 56 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანას 3 022 გამოჯანმრთელებული ჰყავს.

29 მაისი 2020, 12:49

COVID19

სომხეთში 24 საათში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინა, 7 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 8 676 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 297 ადამიანი. 120 ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.

29 მაისი 2020, 12:43

COVID19

ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში სენსორზე მომუშავე ლიფტებით სარგებლობენ

სენსორული ღილაკით თავიდანაა აცილებული ღილაკთან ხელით შეხება. სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს. სენსორული ღილაკის დამონტაჟება ასევე შესაძლებელია ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე, სადაც მომხმარებელს ღილაკებზე უწევს თითით შეხება.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 12:42

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მოსახლეობისათვის დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ

„უზნეობაც აღარ არის საკმარისად იმის შეფასებისთვის, რასაც ესენი (ოპოზიცია) სჩადიან, თუმცა თუკი რაიმე შეკითხვა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ინტერპელაციაც ხო ახალი სისტემითაა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რომან გოცირიძე

29 მაისი 2020, 12:42

ტაბლოიდი

რომან გოცირიძემ გიორგი ვოლსკის „ესროლა“. ვიდეო

პარლამენტში პოლიტიკოსების ჩაწერესისას კურიოზული კადრები დააფიქსირეს. რომან გოცირიძემ თითებით იარაღი გამოსახა და გიორგი ვოლსკის დაუმიზნა. რამდენიმე დღის წინ, ვოლსკიმ გოცირიძის მიმართ იგივე ჟესტი გამოიყენა. „შესანიშნავი შვიდეულის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვარ, ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში. ამ შვიდეულს მერე ჩამოგითვლით, ვინ არის“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან.

29 მაისი 2020, 12:39

პოლიტიკა

აშშ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას გმობს

2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარიც ცენტრზეც შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.

სერგი კაპანაძე

29 მაისი 2020, 12:29

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: დღეს საუბარი იქნება რამდენიმე ტყუილზე, რომელიც 2 დღის წინ გახარიამ პარლამენტში იკადრა

დღეს პრემიერთან ჩვენი ინტერპელაცია ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. „დღეს პრემიერთან ჩვენი ინტერპელაცია ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა მაგრამ, ჯერ არცერთი თეთრი არავის არ მიუღია.

29 მაისი 2020, 12:23

რეგიონი

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მიხეილ ყაველაშვილი

29 მაისი 2020, 12:22

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი GORBI-ის კვლევაზე: შედეგები გასაკვირი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამ კვლევიდან გამომდინარე არ უნდა მოვეშვათ

„პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე სწორი რაც ჩვენმა გუნდმა გამოაჩინა, ეს იყო სიტუაციასთან ადეკვატურობა. რითაც ამ გამოწვევას გავუმკლავდით. ჩვენი მთავარი ხაზი ყოველთვის იყო, რომ პრობლემებს არასდროს გავურბივართ, ჩვენ მოსახლეობას ვუსმენთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 12:19

პოლიტიკა

New York Times: გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას, კაფეს ხსნის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღადგენს

საქართველო 8 ივნისამდე განაახლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გახსნის მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებს, განაცხადა ოთხშაბათს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადით

29 მაისი 2020, 12:18

საზოგადოება

რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ

საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა დღეიდან განაახლა. არსებული რეგულაციებით, ავტობუსში მგზავრები პირბადით და უკანა კარებიდან უნდა ავიდნენ, რათა მათ მძღოლთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ტრანსპორტში მძღოლთან მისასვლელი გადაღობილია და ადგილი ამკრძალავი ლენტითაა გამოყოფილი. ამასთან, კონდიცირება ავტობუსში არ ხდება. შესაბამისად, მგზავრობის დროს ფანჯრები ღიაა.

გიორგი ვოლსკი

29 მაისი 2020, 12:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი GORBI-ს კვლევაზე: ესაა საზოგადოების პრაგმატული დამოკიდებულება იმ მთავრობის მიმართ, რომელიც უკიდურესად რთულ მომენტში სწორ ნაბიჯებს დგამს

ეს მონაცემები საზოგადოების პრაგმატული დამოკიდებულებაა მთავრობის მიმართ, რომელიც ამ უკიდურესად რთულ მომენტში დგამს სწორ ნაბიჯებს და ხალხს აქვს იმედი, რომ მსოფლიოსთვის ამ ძნელბედობის ჟამს გადავრჩებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.