IMEDI /  22 აპრილი 2020, 17:28 / სანდო წყარო

ნათია მეზვრიშვილი: დავემორჩილოთ წესებს დღეს იმისთვის, რომ ხვალ სწრაფად შევამსუბუქოთ შეზღუდვები

ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი

სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოსავალი მიზანი იყო ადამიანების, ავტომანქანების მობილობის შემცირება და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა, როგორც ამას მთელი მსოფლიო აკეთებს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას არ შეუზღუდავს ის უფლებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ იყო დისტანციის დაცვისა და მობილობის შემცირებისთვის. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, 27 აპრილამდე დაშვებულია მხოლოდ იმ ავტომობილების გადაადგილება, რომლებიც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეების ნორმალური ყოფა-ცხოვრებისთვის.

„რაც შეეხება ავტომანქანებს, გეთანხმებით, რომ ბოლო დღეებში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების რაოდენობამ, ცოტა მოიმატა და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ოფიციალური განცხადება გაკეთდა. ეს გახლავთ ის ავტომობილები, რომელთა მოძრაობა აუცილებელია იმ თანამშრომელთა გადაადგილებისთვის, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ანუ ეს ის ობიექტებია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენი მოქალაქეების ნორმალური ყოფა-ცხოვრებისთვის აუცილებელია. გვესმის, რომ ეს შეზღუდვები იწვევს უკმაყოფილებას, თუმცა ეს შეზღუდვები გვჭირდება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შევინარჩუნოთ ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს. დავემორჩილოთ ამ წესებს დღეს იმისთვის, რომ ხვალ სწრაფად შევამსუბუქოთ შეზღუდვები. თუ დღეს ამ წესებს არ დავემორჩილებით, შეზღუდვებს სწრაფად ვერ შევამსუბუქებთ. დამერწმუნეთ, რომ მთავრობისთვის და ხელისუფლებისთვის საგანგებო მდგომარეობა არის უდიდესი ტვირთი მენეჯმენტის თვალსაზრისით და ეს არ არის ჩვენი აკვიატება, ჩვენ არ გვეხალისება ამ შეზღუდვების დაწესება და კარგად ვაცნობიერებთ შეზღუდვებს, როგორი ეკონომიკური და სოციალური ეფექტი აქვს ჩვენს მოქალაქეებზე და იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ პრობლემების მოგვარება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ყველა სიახლე

08 მაისი 2021, 21:20

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შოთა გვილავას გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, 99 წლის შოთა გვილავას ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა. შოთა გვილავა 57 წლის განმავლობაში აფხაზეთის განათლების სისტემაში მუშაობდა.

მიხეილ სარჯველაძე

08 მაისი 2021, 21:13

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია თვეების განმავლობაში რაღაც ნიღბების მორგებით იყო დაკავებული და ამას ყველა ხედავდა

გაუგებარი იქნება ევროკავშირისთვის. იმ ფონზე, როგორ შეფასდა, იმ ფონზე, რომ ყველასგან კომპრომისი იქნა მოთხოვნილი. ვფიქრობ ევროპის მხრიდან კრიტიკული იქნება დამოკიდებულება და პრინციპში ამის დასტური უკვე ვიხილეთ. მოვისმინეთ ევროპარლამენტარის შეფასება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა გადახდილია, ყველა წინაპირობა მოხსნილია და ყველაფერი მიდის შესრულებისკენ, მისი სურვილია, რომ პარლამენტარები, რომელთაც მიიღეს მანდატი, შევიდნენ პარლამენტში და იმოღვაწეონ საკანონმდებლო საქმიანობაში, - ასე უპასუხა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ შეკითხვას, რა გზავნილი ექნება საქართველოს ევროკავშირისთვის, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ უარს იტყვის შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე.

მიხეილ სარჯველაძე

08 მაისი 2021, 20:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია რომ პოლიტპატიმარი ყოფილიყო, ევროპული ფონდი გირაოს არ გადაუხდიდა

ევროპელებიც ვერ მიხვდნენ იმ ახირებულ დამოკიდებულებას, რაც გირაოს გადახდის საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიას ჰქონდათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

08 მაისი 2021, 20:30

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა მელიას მხრიდან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის მიღება, თავისთავად ნიშნავს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას

გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მხრიდან ამ პირობების მიღება, ევროკავშირის გირაოს გადახდის მიღება თავისთავად ნიშნავს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას. მე ასე მგონია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

08 მაისი 2021, 20:28

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის შეთანხმება ფუნდამენტურად რომ შედგეს, საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ თანხმობა

პარლამენტში შესვლაზე, ახლა მთავარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

08 მაისი 2021, 19:59

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები

მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები, - ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. „და მაინც ნაციონალურმა მოძრაობამ ნიკანორის გმირობა 40 000 ლარად გაყიდა. რევოლუციური სცენარის ავტორი - მიხეილ სააკაშვილი, მთავარ როლში - ნიკანორ მელია, მეორეხარისხოვან როლებში ოპოზიციური

08 მაისი 2021, 19:44

ეკონომიკა

Dogecoin-ი ექვს თვეში რეკორდულად გაძვირდა

კრიპტოვალუტა Dogecoin-ი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, ბოლო 6 თვეა ინვესტიციის კარგი საშუალებაა. ვალუტის კურსი 26 ათასი პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ CNBC წერს. ბოლო მონაცემებით, Dogecoin-ის ფასი $0,72-ია. აპრილის დასაწყისში კრიპტოვალუტა $0,1 ღირდა.

08 მაისი 2021, 19:21

პოლიტიკა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპის დღე“ ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რისკენაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან მიისწრაფის.

რომის პაპი ფრანცისკე

08 მაისი 2021, 19:15

COVID19

რომის პაპი ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს

რომის პაპი, ფრანცისკე, ღარიბი ქვეყნებისათვის ვაქცინების მიწოდების გასაზრდელად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე პატენტის დროებით გაუქმებას მხარს უჭერს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. რომის პაპმა მის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დროებით შეჩერება ღარიბი ქვეყნებისათვის ვაქცინების მიწოდებას შეუწყობს ხელს.

გივი მიქანაძე

08 მაისი 2021, 18:30

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ევროკავშირის მხრიდან გირაოს თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს

„დასავლელმა პარტნიორებმაც იციან და საზოგადოებამაც, რომ ნიკანორ მელია არანაირი პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეეცადა თავი დაეყენებინა კანონზე მაღლა, რის უფლებასაც არცერთი ჯანსაღად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება არავის მისცემს. თუკი ის აღმოჩნდა წინასწარ პატიმრობაში, ეს იყო მისი გადაწყვეტილება“.

08 მაისი 2021, 18:25

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე: ვის ეჯიბრება, სახელმწიფოსა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ეჯიბრება?

ვის ეჯიბრება ნიკა მელია, სახელმწიფოსა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ეჯიბრება? - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. „საზოგადოების წინაშე მელიამ რაც განაცხადა, რომ ვერ დაიჭერდნენ და არც გადაიხდიდა, ორივე აქტი შესრულდა. ახლა ამნისტიაზეც იგივეს ამბობს, რომ არ ეთანხმება ამნისტიას და დარწმუნებული ვარ, რომ ამნისტიასაც დაეთანხმება. რაში სჭირდება, ვის ეჯიბრება, სახელმწიფოსა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ეჯიბრება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დიმიტრი სამხარაძე

08 მაისი 2021, 18:05

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე ნიკა მელიაზე: მერამდენე შემთხვევაა, რომ გაჯგიმული ბაქიბუქობის შემდეგ, ისევ საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა უწევს

ჯერ ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, მერე ვერ გადამახდევინებთო და გადაახდევინეს... ყველაფერი რაც თქვა, საპირისპიროდ აუხდა! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის ევროპულ ფონდი დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) მიერ გირაოს თანხის 40 000 ლარის გადახდას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძე

08 მაისი 2021, 17:55

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, როგორც კი ნიკა მელია გათავისუფლდება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ადამიანებზე თავდასხმები შეწყდება

„შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის ხელმოწერის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი. ჩემი აზრით, ამ საკითხმა უკვე საბოლოოდ უნდა დახუროს ის ბევრი სპეკულაცია, რაც ჩვენ ზოგადად გვესმოდა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ შეთანხმების რეალიზებაზე. როგორც ვამბობდი თავიდანვე, ნიკა მელია გათავისუფლდება მოკლე ვადაში და ვფიქრობ, მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიხილავთ პარლამენტში და ვფიქრობ, ამით დაიხურება ის რაღაც აღვირახსნილი კინკლაობის პროცესი, რაც იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

08 მაისი 2021, 17:36

სამართალი

პროკურატურის განცხადებით, წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება. Imedinews-ს პროკურატურაში განუცხადეს, როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი იქნება წარდგენილი, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით.

ნუგზარ წიკლაური

08 მაისი 2021, 17:17

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ევროკავშირის მხრიდან ასეთი ნაბიჯი არის მაღალი პოლიტიკური სოლიდარობის და მორალური ღირსების აქტი

„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის, არც ნიკა მელია და არც მისი ადვოკატები არ მონაწილეობდნენ. ეს მოლაპარაკებები მიდიოდა ჩვენ მიღმა. გირაოს გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო ისე, რომ ნიკა მელიამ თვითონ უშუალოდ ტელევიზიით გაიგო ამის შესახებ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სოზარ სუბარი

08 მაისი 2021, 17:10

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ნიკა მელიას ჰქონდა შანსი ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თუმცა სააკაშვილმა მოახერხა და რეიტინგი გაუნულა

ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილმა ასწავლა ციხეში შესვლის გზა და არ ასწავლა გამოსვლის გზა. ყველაფერი არის ძალიან მარტივად, ნიკა მელიას აღარც გმირობა გამოუვიდა, აღარც ლიდერობა და აღარც პოლიტიკური ხულიგნობა, რითაც ყოველთვის იყო გამორჩეული, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

08 მაისი 2021, 17:06

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ეგ გირაო პოლიტიკურ პატიმრად აღიარებას ნიშნავს, აქამდე უარს რატო ამბობდა? ან მამამისი რატომ იძახდა ევროკავშირის მათხოვრები არ ვართო?

თუ ეგ გირაო პოლიტიკურ პატიმრად აღიარებას ნიშნავს, აქამდე უარს რატო ამბობდა? ან მამამისი რატომ იძახდა ევროკავშირის მათხოვრები არ ვართო? - ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს. „დაულაგა მესიჯი გაქცეულმა სისხლის სამართლის დამნაშავემ, სააკაშვილმა თავის მონებს და წერენ და წერენ facebook-ზე, ევროკავშირმა რომ გირაო გადაიხადა, ამით ნიკა მელია პოლიტიკურ პატიმრად აღიარაო. თუ ეგ გირაო პოლიტიკურ პატიმრად აღიარებას ნიშნავს? აქამდე უარს რატო ამბობდა? ან მამამისი რატომ იძახდა ევროკავშირის მათხოვრები არ ვართო? არ გამოგივათ მელიასგან წამებულის გამოყვანა, ფარჩაკი და პოლიტიკური ნულია!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გიორგი კონდახიშვილი

08 მაისი 2021, 16:52

სამართალი

ადვოკატი: პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც ის გათავისუფლდება

„ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ევროკავშირმა აღნიშნული თანხა ჩარიცხა. ადვოკატებს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თავისთავად, დეტალები არ ვიცით. პროცედურულად, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ან გაუქმება და ნიკა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც დაიჭირა ხელისუფლებამ ნიკა მელია, ისე უნდა გაუშვას, რა გზას აირჩევს, არ ვიცი, ეს შეუძლიათ დღეს გააკეთონ, უკვე ყველაფერი მათ ხელში არის“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა სიმონიშვილი

08 მაისი 2021, 16:47

სამართალი

საია-ს განმარტებით, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება დღესვე შეუძლია. მისი განცხადებით, საიამ თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე თანხა დაახლოებით 15:00 საათზე ჩარიცხა.

ვიოლა ფონ კრამონი

08 მაისი 2021, 16:30

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე გამოეხმაურა. „მშვენიერია! კარგია, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისაკენ“, - წერს საკუთარ განცხადებაში ვიოლა ფონ კრამონი.