IMEDI /  22 აპრილი 2020, 20:54 / სანდო წყარო

საჩხერის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტი შეიყვანეს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. მათგან სამი საჩხერის, ერთი კი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მკვდრია. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები უკვე გადააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში.

კლინიკაში კოვიდ-19 დიაგნოზით კვლავ 1 პაციენტია მოთავსებული. მას ტესტი გამოჯანმრთელებაზე უახლოეს დღეებში ჩაუტარდება. ამ დრომდე კლინიკაში კოვიდ-19 ექვსმა პაციენტმა დაამარცხა.

საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 105 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 22 აპრილს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გახანგრძლივდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი მოქმედებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

09 მაისი 2021, 13:04

მსოფლიო

ქაბულში, სკოლასთან მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ავღანეთში, ქაბულში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. თავდასხმის მსხვერპლებს უკვე კრძალავენ. არსებული ინფორმაციით, სამი ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა მოსწავლეები სკოლის შენობას ტოვებდნენ. სამი ასაფეთქებელი მოწყობილობიდან ერთ-ერთი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა უმეტესობა გოგოა.

09 მაისი 2021, 12:49

მსოფლიო

ლიბანის ერთ-ერთი ტბის სანაპიროზე 40 ტონამდე მკვდარი თევზი გამოირიყა

ადგილობრივი გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ მიზეზი გარემოს დაბინძურებაა. მათი განმარტებით, ტბა როგორც საყოფაცხოვრებო, ისე - სამრეწველო ნარჩენებით ბინძურდება. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მიზეზი, შესაძლოა, თევზებში გავრცელებული რომელიმე დაავადება იყოს.

09 მაისი 2021, 12:39

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 მაისი 2021, 12:33

პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

რატი ბრეგაძე

09 მაისი 2021, 12:27

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: ევროპული ერთიანობის იდეამ მრავალ მილიონ ადამიანს მოუტანა თავისუფლება, სამართლიანობა და კეთილდღეობა

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მრავალ წარმატებულ პროექტს ახორციელებს ევროპის კავშირთან ერთად. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას და ელჩს - ბატონ კარლ ჰარცელს. ასევე, მინდა, ევროპის დღე მივულოცო ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში.

09 მაისი 2021, 12:19

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე, მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასება ხელისუფლებისათვის, საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის ღირსების საქმეა

ჩვენს გმირ ვეტერანებს, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

დავით მათიკაშვილი

09 მაისი 2021, 12:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ტრაგიკომიკური სპექტაკლი სრულდება - მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა

„ტრაგიკომიკური სპექტაკლი სრულდება. ტრაგიკული იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა და კომიკური იმიტომ, რომ ამდენი გადათქმა, ამდენი შეუსრულებელი პირობა იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტების მიერ ნიკა მელიას შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

09 მაისი 2021, 12:14

საზოგადოება

კახა კუჭავა: 76 წლის წინ კაცობრიობამ ძალიან საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვით ქართველ გმირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვიზრუნოთ ვეტერანებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან.

09 მაისი 2021, 12:07

მსოფლიო

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებებისას დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. პალესტინელები აცხადებენ, რომ მუსლიმებისთვის წმინდა, რამადანის თვეში, ისრაელში მათმა ჩაგვრამ უფრო იმატა. სიტუაციას უფრო ართულებს ისრაელის სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პალესტინელები სახლებიდან გააძევონ და მათი ქონება ებრაელებს გადასცენ.

კახა კუჭავა

09 მაისი 2021, 11:54

პოლიტიკა

კახა კუჭავა ამნისტიის კანონპროექტზე: იმედი მაქვს, რომ შეჯერდება და საერთო სახით იქნება წარმოდგენილი, შევეცდები ამ პროცესს ხელი შევუწყო

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი შესრულდეს, ამას ელოდება ჩვენგან დასავლეთი. ყველა ხელმომწერი მხარის ვალდებულებაა, რომ ეს პუნქტები შეასრულოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, ამნისტიის დარეგისტრირებული კანონპროექტების განხილვა მოხდება.

კახა კუჭავა

09 მაისი 2021, 11:43

პოლიტიკა

კახა კუჭავა: როცა ნიკა მელია პატიმრობიდან გამოვა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი

შარლ მიშელის დოკუმენტი, მისი პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და მათ შორის, ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა პატიმრობიდან გამოვა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ელოდებიან ევროპელები მათგან, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ჟურნალისტების მიერ ნიკა მელიას შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

09 მაისი 2021, 11:28

კულტურა

საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალური კომპოზიცია შექმნა

ექსკლუზიურად ევროპის დღისთვის, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა, - ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. როგორც „იმედინიუსს“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, კომპოზიცია ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა დირიჟორმა, ნიკოლოზ რაჭველმა შექმნეს.

დავით ზალკალიანი

09 მაისი 2021, 11:26

საზოგადოება

დავით ზალკალიანი: გამარჯვების დღის 76-ე წლისთავზე, პატივის მივაგებთ იმ მილიონობით მებრძოლსა და მშვიდობიან მოსახლეს, რომელთაც სიცოცხლე დაკარგეს მეორე მსოფლიო ომის დროს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახლა მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი მიზანია.

09 მაისი 2021, 11:06

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 909 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე, საქართველოში 909 მძიმე პაციენტია. მათ შორის, თბილისში - 479, აჭარაში - 86, იმერეთში -116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 128, აჭარაში - 8, იმერეთში - 15. 812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 433 - თბილისში, 348 - აჭარაში. 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

09 მაისი 2021, 11:03

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 607 თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 607 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 24, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

09 მაისი 2021, 10:56

რეგიონი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 10:27 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკასთან, სოფელ ფარავანთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

09 მაისი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.84%-ია

8 მაისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.84%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.98%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.55%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 321 919 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 300 989, გარდაიცვალა 4 281 პაციენტი.

09 მაისი 2021, 10:53

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 321919 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 300989, გარდაიცვალა 4281 პაციენტი.

09 მაისი 2021, 10:50

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 813 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

09 მაისი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 089 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 489 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 321 919 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 300 989, გარდაიცვალა 4 281 პაციენტი.