მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა

ტერნოპოლის მიტროპოლიტი სერგი
ფოტო: РБК
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს, ტერნოპოლის მიტროპოლიტ სერგის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ ტერნოპოლის საოლქო ლაბორატორიული ცენტრის წარმომადგენელმა, ვლადიმერ პანიჩევმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად მიტროპოლიტი კიევის სავადმყოფოში გადის მკურნალობას.
„გარდა ამისა, კორონავირუსით ინფიცირება ოთხს მღვდელს დაუდგინდა“, - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ პოჩაევოში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც პოჩაევოს ლავრაში კორონავირუსი გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ყველა სიახლე

19 აპრილი 2021, 11:05
COVID19
საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 89 პაციენტი იმყოფება
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563, მათ შორის, თბილისში - 292, აჭარაში - 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 ავადმყოფი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 200 - აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

19 აპრილი 2021, 11:05
მსოფლიო
თეთრი სახლი: ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება.

19 აპრილი 2021, 11:04
COVID19
საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,93%-ია
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 295 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 281 574, გარდაიცვალა 3 949 პაციენტი.

19 აპრილი 2021, 11:02
COVID19
რა გავლენას ახდენს ინფორმაციის მხოლოდ Facebook-ითა და ინტერნეტიდან მიღება ვაქცინებისადმი დამოკიდებულებაზე. კვლევის შედეგები და ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილაში“, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანებზე საუბრისას, NDI-ს კვლევის შედეგები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი, ვისთვისაც ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო სოციალური ქსელებია, მეტად იჩენენ უარყოფით დამოკიდებულებას იმუნიზაციის მიმართ.

19 აპრილი 2021, 10:57
სპორტი
თორმეტმა საფეხბურთო კლუბმა ევროპული სუპერ ლიგის შექმნის შესახებ განაცხადა
მათ შორის არიან: 6 ინგლისური კლუბი: „არსენალი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“; 3 ესპანური გუნდი: მადრიდის „ატლეტიკო“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“; 3 იტალიური კლუბი: „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“.

19 აპრილი 2021, 10:54
COVID19
კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში - 57, იმერეთში - 35, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 7, გურიაში - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 80, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

19 აპრილი 2021, 10:51
მსოფლიო
რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

19 აპრილი 2021, 10:49
COVID19
საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 295 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 281 574, გარდაიცვალა 3 949 პაციენტი.

19 აპრილი 2021, 10:48
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქე სამტრედიაში, კოპიტნარის დასახლების მიმდებარე არხში თევზჭერას თვითნაკეთი ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდა.

19 აპრილი 2021, 10:47
COVID19
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

19 აპრილი 2021, 10:44
სამართალი
შსს-მ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოვლინდა.

19 აპრილი 2021, 10:42
COVID19
ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოში ვაქცინებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია - ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „იმედის დილაში“ საუბრისას, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, მეტმა ადამიანმა გამოთქვას იმუნიზაციის სურვილი.

19 აპრილი 2021, 10:40
COVID19
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 553 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 41 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 553 ადამიანი კი გარდაიცვალა.

19 აპრილი 2021, 10:37
COVID19
ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 273 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 273 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 619 ადამიანი გარდაიცვალა.

19 აპრილი 2021, 10:26
COVID19
ბიძინა კულუმბეგოვი: კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო
დღეს კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო - ვერც ჯანმომ და ვერც „კოვაქსმა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.

19 აპრილი 2021, 10:22
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პირველად Airbus A321neo ავიახომალდი მიიღო
პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

19 აპრილი 2021, 10:16
რეგიონი
რაჭაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგი მიმდინარეობს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, პაპუნა მარგველაძესთან ერთად განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა.

19 აპრილი 2021, 10:07
პოლიტიკა
19-20 აპრილს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია გაიმართება
19-20 აპრილს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გაიმართება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესია, საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით.

19 აპრილი 2021, 09:53
მსოფლიო
ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
შემთხვევა კალიუბიის პროვინციის ქალაქ ბანჰაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მატარებლის სულ მცირე 4 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.

19 აპრილი 2021, 09:38
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 აპრილს ქუთაისში წვიმა და +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +28 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.