IMEDI /  23 აპრილი 2020, 11:06 / სანდო წყარო

გაერთიანებული სამეფო ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური შეზღუდვების წლის ბოლომდე შენარჩუნებას გეგმავს

გაერთიანებული სამეფო ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური შეზღუდვების წლის ბოლომდე შენარჩუნებას გეგმავს​.

„გაერთიანებულ სამეფოს მინიმუმ წლის ბოლომდე მოუწევს ზოგიერთი შემზღუდავი სოციალური ზომის ატანა“, - განაცხადა მთავრობის მთავარმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში. პროფესორ კრის უიტის განცხადებით, აბსოლუტურად არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ უცებ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდებით, თანაც მალე. მან ასევე განაცხადა, რომ გრძელვადიან პერიოდში იდეალური გამოსავალი მეტად ეფექტური ვაქცინით ან პრეპარატით ამ დაავადების მკურნალობა იქნებოდა. თუმცა, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო კალენდარულ წელს ვაქცინის ან პრეპარატის გამოჩენის შანსები ძალზედ მცირე იყო.

„ეს დაავადება არც აღმოიფხვრება და არც გაქრება. ამდენად, ფაქტად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ გლობალურად მოგვიწევს დაავადებასთან ერთად მუშაობა პროგნოზირებად მომავალში“, - განაცხადა მან კორონავირუსის საკითხებზე გამართულ ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგზე.

უახლესი მონაცემებით დასტურდება, რომ დამატებით 759 ადამიანი შეიწირა ვირუსმა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში, რითაც გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 18 100 ადამიანამდე გაზარდა. პროფესორი უიტი ამბობს, რომ საზოგადოება პიკის შემდეგ არ უნდა ელოდეს კორონავირურთან დაკავშირებული გარდაცვლილთა რაოდენობის უცაბედ კლებას და გაქრობას.

„გრაძელვადიან პერიოდში ამ სიტუაციიდან გამოსავალი იდეალურ შემთხვევაში ორიდან ერთი იქნება. ვაქცინა, რომლის პრაქტიკული გამოყენების ბევრი გზა არსებობს. ან ძალზედ ეფექტური პრეპარატია გამოსავალი, რათა ხალხი აღარ კვდებოდეს ამ დაავადების გამო მაშინაც კი, როდესაც ვირუსი შეეყრებათ ან მოწყვლად მოსახლეობაში მოხდეს ამ დაავადების პრევენცია“, - აცხადებს პროფესორი.

პროფესორი უიტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მრავალი განსხვავებული გზა არსებობს იმისათვის, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ადამიანების გარდაცვალება ან ჯანმრთელობის გაუარესება მოხდეს.

„იმ ადამიანებს ვითვლით, ვინც ახალი კორონავირუსის გამო დაიღუპა, თუმცა სხვები ირიბად კვდებიან, რადგან ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას მოუწია ამ ეპიდემიაზე გადართვა და ამის გამო არჩევით პროცედურებსა და სკრინინგს ნაკლებად მიმართავთ“, - აცხადებს პროფესორი.

მან ასევე თქვა, რომ დანერგილი ინტერვენციები ადამიანებს შორის ურთიერთობის აღკვეთის არეალს აფართოებს, რაც გრძელვადიან პერიოდში ზრდის რისკებს მათი ჯანმრთელობის მიმართ.

„ამდენად, ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამაზე. როგორ შეიძლება საუკეთესოდ დაბალანსდეს ზომები, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში“, - აცხადებს პროფესორი.

მისი აზრით, მინისტრებს მოუწევთ შეზღუდვების სანაცვლოდ სწორი შეთავაზებების გაკეთება. პროფესორი უიტის აზრით, ვაქცინა და პრეპარატი, ნაკლებად სავარაუდოა მომდევნო წლამდე გამოჩნდეს და მანამდე სოციალური დისტანცირების გარკვეული ფორმაა საჭირო. თუმცა, ეს ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ ვაქცინის ან პრეპარატის გამოგონებამდე ყველა არსებული შეზღუდვა შენარჩუნდეს. სკოლები, ზოგიერთი სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება გაიხსნას არც ისე შორეულ მომავალში. ლუდხანები და რესტორნები ამ სცენარით ალბათ გასახსნელი ობიექტების ჩამონათვალის ბოლოს მოექცევა.

ბრიფინგზე ასევე ისაუბრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, დომინიკ რააბმა.

„სოციალური დისტანცირების ზომების დროზე ადრე შემსუბუქება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მეორე პიკის საფრთხეს ქმნის. თუ ასე მოხდა მეორეჯერ მოგვიწევს დახურვა, რაც მთელ ქვეყანაში ეკონომიკურ ტკივილს გაახანგრძლივებს“, - განაცხადა მან.

სერ ნიკ კარტერი, სამხედრო გენერალი და გენ. შტაბის უფროსი ასევე შეუერთდა მთავრობის წარმომადგენლებს ოთხშაბათის პრეს-კონფერენციაზე და კორონავირუსის მიმართ სამხედრო რეაგირება განმარტა როგორც „უდიდესი ცალკეული ლოგისტიკური გმირობა“ მისი 40 წლის მსახურების განმავლობაში.
გენერალი კარტერის ინფორმაციით, სამხედროები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდნენ ფრონტის წინა ხაზზე და მონაწილეობას იღებდნენ გეგმების შემუშავებასა და ტესტირების პროცესში, თან საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხმარებოდნენ რეპატრიაციის განხორციელებაში. მან იქვე დასძინა, რომ სამხედროები ამზადებდნენ მობილურ და იოლად ასაგებ-დასაშლელ კონსტრუციებს საველე ტესტირების ცენტრების ფუნქციონირებისთვის, რათა ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე მეტი ადამიანის შემოწმება ყოფილიყო შესაძლებელი.

მანამდე, მთავრობა აცხადებდა, რომ დღეში 100 000 ადამიანის ტესტირების სამიზნე ორიენტირს აპრილის ბოლომდე შეასრულებდა, ე.ი. ორშაბათის მონაცემებით მაჩვენებელი 82 000 ადამიანით უნდა გაზრდილიყო.
ლეობორისტული პარტიის ლიდერი სერ კეირ სტარმერი, რომელიც ჩრდილოვანი პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარსდგა ბრიფინგზე, აცხადებდა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ძალიან დააგვიანდა და სხვა ევროპულ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩება ტესტირების საკითხში. მან იკითხა, როგორ ესახებოდა მთავრობას სულ რაღაც რვა დღეში 18 000 ადამიანის ტესტირებიდან 100 000 ადამიანამდე ამ მაჩვენებლის გაზრდა.
ბატონი რააბი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს ტესტირების შესაძლებლობები დღეში ამჟამად 40 000 ადამიანს იტევს, თუმცა პროცესში ახალი ლაბორატორიების ჩართვის შედეგად მთავრობა სამიზნე ორიენტირსაც დააკმაყოფილებს.

ყველა სიახლე

ცესკო

23 აპრილი 2021, 20:46

პოლიტიკა

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.

ჯინ შაჰინი

23 აპრილი 2021, 20:43

პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის

მსურს საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მივულოცო, თუმცა მძიმე სამუშაო ახლა იწყება, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

23 აპრილი 2021, 20:43

რეგიონი

აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდში, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ქალაქის მერი გიორგი შენგელია და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

23 აპრილი 2021, 20:42

სპორტი

ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრი 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. გადაცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.

ნუგზარ წიკლაური

23 აპრილი 2021, 20:35

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: არ გვინდა, რომ ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან დაკავშირებით გამონათქვამებთან რაიმე კავშირი გვქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მის პარტიას არ სურს, რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ გამონათქვამებთან, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

რონ ჯონსონი

23 აპრილი 2021, 20:27

პოლიტიკა

რონ ჯონსონი: მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკელი სენატორი, რონ ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

დავით ზალკალიანი

23 აპრილი 2021, 20:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ნიკა მელია იქნება თავისუფალი

შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა. „თუ მათ ეს სურთ, ეს ყველაფერი შეთანხმებაშია და შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ის იქნება თავისუფალი. ეს ქმედება ყოვლად წარმოუდგენელია და ვფიქრობ, არის აშკარა მცდელობა შეთანხმების გადასინჯვის, რასაც არავინ დაეთანხმება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2021, 20:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ დაფარონ ის, რასაც ნათელაშვილი პირდაპირ ამბობს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა.

ჯიმ რიში

23 აპრილი 2021, 20:19

პოლიტიკა

ჯიმ რიში: საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად

საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯიმ რიშმა.

არჩილ თალაკვაძე

23 აპრილი 2021, 20:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გუშინ „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან

გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

23 აპრილი 2021, 20:06

მსოფლიო

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ივნისში ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ივნისში ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ნიკა მელია

23 აპრილი 2021, 20:01

COVID19

ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომლის ადვოკატ ბექა ბასილაიას დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ imedinews-ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

23 აპრილი 2021, 19:58

პოლიტიკა

სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

დავით თვალაბეიშვილი

23 აპრილი 2021, 19:40

ეკონომიკა

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100%-ით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს - დღეს არსებული 35% საგანგაშოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა მონაწილეობა მიიღეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო ონლაინ დისკუსიაში, რომელშიც გამახვილდა ყურადღება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის მიღების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე.

23 აპრილი 2021, 19:33

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძემ და დეპუტატებმა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ანაკლიის პორტი

23 აპრილი 2021, 19:30

ეკონომიკა

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია რამდენიმე კვირაში გამოვლინდება

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარეობს იმ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს.

ანდრეი ბაბიში

23 აპრილი 2021, 19:18

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერი: რუსეთმა ჩეხეთთან ურთიერთობები გაანადგურა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჩეხეთთან ურთიერთობები გაანადგურა.

23 აპრილი 2021, 19:16

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ წიგნები გადასცა.

23 აპრილი 2021, 19:16

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა. დელეგაციის ხელმძღვანელი კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები თამარ ტალიაშვილი და ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო კვირის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს შეხვდნენ.

23 აპრილი 2021, 18:57

პოლიტიკა

საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ხელი მოაწერეს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ხელმოწერის ცერემონია ქ. ბუქარესტში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.