IMEDI /  23 აპრილი 2020, 18:48 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: აუცილებელია შეზღუდვები მოხსნას ფრთხილად, თანმიმდევრულად და მიზნობრივად, რათა ამ პროცესმა დაავადების მეორე ტალღა არ გამოიწვიოს

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის პირობებში გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობაზე, რომელსაც მთავრობა ხვალ, 24 აპრილს, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას გაგვაცნობს.

„ხვალვე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რა ეტაპებით მოხდება შეზღუდვების მოხსნა. ბუნებრივია, შეზღუდვების მოხსნა არის დაგეგმილი და ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით. მთავრი წინაპირობა ამ შეზღუდვებისთვის არის ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების დინამიკის შენარჩუნება, არამედ ჩვენი ამოცანაა დაავადების შეჩერება საქართველოში. პირველი მთავარი წინაპირობა ამისთვის კი არის დინამიკის შენელება და შემთხვევევბის რაოდენობის კლება. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნის პროცესი უნდა მიყვეს ამ დინამიკას და აუცილებლად ასეც იქნება. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული შეზღუდვის მოხსნა გახდა შესაძლებელი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ისევე როგორც ეტაპობრივად ვაწესებდით შეზღუდვებს დაავადების გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია შეზღუდვების მოხსნა მოხდეს ფრთხილად, თანმიმდევრულად და მიზნობრივად, რათა ამ პროცესმა არ გამოიწვიოს დაავადების მეორე ტალღა.

„ეს არის ახლა მთავრი საზრუნავი ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც უკვე დაიწყო ან იწყებს გარკვეული შეზღუდვების მოხსნას. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გასცემს უკვე თავის რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში ეპიდემიოლოგებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ბუნებრივია, როგორც შეზღუდვების დაწესებისას და ეპიდემიის მრთვისას, ჩვენ შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისითაც გავითვალისწინებთ როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ისე ეპიდემიოლოგების და სპეციალისტების რჩევებს. ჩვენი ყველას ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ შევანელოთ ვირუსის გავრცელება იმისთვის, რომ შევძლოთ ყველა შეზღუდვის კონტროლირებადი ეტაპობრივი მოხსნა, ნაბიჯ-ნაბიჯ ავამუშაოთ ის დარგები, რომელიც დღეს არის შეზღუდვების ქვეშ.”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მოსახლეობას სახლში დარჩენა სთხოვა, იმისათვის, რომ არ გახანგრძლივდეს არსებული მდგომარეობა.

„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის, რომ მათი სახლში ყოფნის ამოცანა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ გარეთ. ისე, რომ მერე არ მოგვიწიოს ყველას ერთად ისევ სახლში დარჩენა სამწუხაროდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ყველა სიახლე

20 აპრილი 2021, 23:08

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 390 ადამიანი გარდაიცვალა.

20 აპრილი 2021, 23:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 23:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ

საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.

20 აპრილი 2021, 22:56

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 197 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2 197 ადამიანს გამოუვლინდა, 1 946 გამოჯანმრთელდა, 34 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 303 858 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4 203 ადამიანი. ვირუსისგან 267 485 პაციენტი განიკურნა.

20 აპრილი 2021, 22:47

მსოფლიო

ნიუ-იორკში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით სასურსათო მაღაზიაში, Stop & Shop-ში შეიჭრა, მაღაზიის ზედა სართულზე, მენეჯერის კაბინეტში შევარდა და ცეცხლი გახსნა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 22:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ასოცირებული წევრებისთვის

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მსჯელობა შეეხო იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ასოცირებული წევრებისთვის, რათა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ.

20 აპრილი 2021, 22:36

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 667 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გამოკვლეული პირების 15.1%-ია. დღე-ღამეში 671 ინფირცირებული გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 209 485 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 919 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 189 688. ამ დროისთვის მკურნალობას 14 896 ადამიანი გადის. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ტესტი 942 001 ადამიანს ჩაუტარდა.

20 აპრილი 2021, 22:33

სპორტი

„ჩელსი“ სუპერლიგის დატოვებისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბის ახალ ტურნირში გაწევრიანების შესახებ 2 დღის წინ გახდა ცნობილი. დღეს, გუნდის სტადიონთან, „სტემფორდ ბრიჯთან“ ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებმაც „ჩელსის“ ESL-ში გაერთიანება გააპროტესტეს.

20 აპრილი 2021, 22:31

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი: პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას

მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

20 აპრილი 2021, 22:26

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 346 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 61 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 346 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 4 384 624 შემთხვევა გამოვლინდა, 36 613 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 792 129 - გამოჯანმრთელდა.

არმაზ ახვლედიანი

20 აპრილი 2021, 22:01

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: პარლამენტის მუშაობაში ჩართვის გარეშე შეთანხმებული დოკუმენტის რეალიზება ვერ მოხდება

შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ერთგვარი გარანტიაა, რომ დოკუმენტის სულისკვეთება ჩვენი პასუხისმგებლობითა და ძალისხმევით რეალიზდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.

ბადრი ჯაფარიძე და ნიკა მელია

20 აპრილი 2021, 22:01

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ნიკა მელიას არ აქვს განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა

ნიკა მელიას მოვუყევი ჩვენი მოლაპარაკებების, ბატონ შარლ მიშელთან საუბრების შესახებ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა. ის არის მხნედ. რა თქმა უნდა, მას არ აქვს განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა. ვიდრე ნიკა მელია არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავში, ნიკა მელიას ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.

20 აპრილი 2021, 21:54

ტექნოლოგიები

როვერმა Perseverance მარსზე ვერტმფრენის პირველი ფრენა გადაიღო. ვიდეო

კადრებზე ჩანს, რომ აპარატი დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე ადის, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში რჩება ჰაერში, რის შემდეგაც პლანეტის ზედაპირზე ბრუნდება.

20 აპრილი 2021, 21:44

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 656 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 656 406 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 503 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 21:32

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პოლიტიკური კრიზისი უკან ჩამოვიტოვეთ და ახლა მძიმე სამუშაო იწყება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2021, 21:25

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს: მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა

„მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. საქართველოსთვის ეს გამარჯვებაა. დღეს საზოგადოებამ შვებით ამოისუნთქა. ახლა შეგვიძლია წინ წავიდეთ და უკეთესი მომავლისთვის ვიმუშაოთ“, - წერს პრეზიდენტი.

დევიდ სასოლი

20 აპრილი 2021, 21:19

პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: მეზობელ ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტი შემაშფოთებელია - შეგიძლიათ ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის პრიორიტეტი მშვიდობის მხარდაჭერაა. „მეზობელ ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტი შემაშფოთებელია. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ არ არსებობს „გაყინული“ კონფლიქტები. ჩვენი პრიორიტეტი მშვიდობის მხარდაჭერაა, ამ კუთხით შეგიძლიათ ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ“, - განაცხადა დავიდ სასოლიმ.

დევიდ სასოლი

20 აპრილი 2021, 21:13

პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი მიზანი ევროკავშირისა და მისი პარტნიორების კიდევ უფრო დაახლოება და თანამშრომლობის გაღრმავებაა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი მიზანი ევროკავშირისა და მისი პარტნიორების კიდევ უფრო დაახლოება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობა მოქალაქეების ხმას წარმოადგენს და ეს პროცესი მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისა და ეკონომიკის დაახლოებისთვის“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

შარლ მიშელი; არჩილ თალაკვაძე

20 აპრილი 2021, 21:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს

საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან! საქართველო არის ევროპა და არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდება - ევროკავშირის წევრიც გახდება. ამაში შეუძლებელი არაფერია“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დღეს, პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას.

20 აპრილი 2021, 21:03

მსოფლიო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნიდან ყველა რუსი დიპლომატის გაძევებას არ გამორიცხავს

ჩეხეთის პირველი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ჰამაჩეკი ქვეყნიდან ყველა რუსი დიპლომატის გაძევებას არ გამორიცხავს.