imedi /  23 აპრილი 2020, 23:27 / სანდო წყარო

კვლევა: „რემდესივირმა“ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ დააჩქარა

ჩინეთში ჩატარებული კლინიკური გამოკვლევის თანახმად, კომპანია Gilead Sciences-ის ანტივირუსულმა პრეპარატმა „რემდესივირმა“ ვერ დააჩქარა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება ან მათი გარდაცვალების თავიდან აცილება. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ მონაცემები „პოტენციურ სარგებელს“ ცხადყოფენ.

კვლევის შედეგების მოკლე შინაარსი შემთხვევით განთავსდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე, რის შემდეგაც ის წაშალეს.

„კვლევის ავტორებმა ჯანმოს დოკუმენტის პროექტი მიაწოდეს, რომელიც შეცდომით გამოქვეყნდა ვებგვერდზე. დოკუმენტი მიმოხილვის პროცესშია და საბოლოო ვერსიას ველოდებით“, - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, ტარიკ იასარევიჩმა.

თავის მხრივ Gilead-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ „პუბლიკაცია კვლევის არასათანადო დახასიათებას შეიცავდა“.

„იმის გამო, რომ გამოკვლევა შეჩერდა ადრეულ ეტაპზე, რადგან ძალიან ცოტა პაციენტი იყო, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. თუმცა, მონაცემების ტენდენციები მიუთითებენ „რემდესივირის“ პოტენციურ სარგებელობაზე, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც დაავ ადების ადრეულ ეტაპზე მკურნალობენ“, - განაცხადა მან.

ჩინეთში ჩატარებული გამოკვლევის მოკლე შინაარსის თანახმად, „რემდესივირი“ არ უკავშირდება კლინიკურ გაუმჯობესებას. ერთი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „რემდესივირის“ პაციენტების 13.9% გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის სტანდარტული პროცედურის შედეგად პაცკიენტთა 12.8 % გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2021, 18:03

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დომენიკ მანგო ჩავიდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე სკანდალურად ცნობილი ბლოგერი დომენიკ მანგო ჩავიდა. მან განაცხადა, რომ იზიარებს აქციაზე შეკრებილთა პროტესტს და „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგია.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის

„ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას.

დენიელ ევანსი

15 აპრილი 2021, 17:54

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა. მონაკოში მიმდინარე 1000-ქულიან მასტერსზე, 1/8 ფინალური დაპირისპირება, ნოვაკ ჯოკოვიჩს და ედუარდ ევანსს შორის, 2 სეტში ბრიტანელის გამარჯვებით, ანგარიშით: 6-4, 7-5 დასრულდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ

სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი ძალა აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას.

15 აპრილი 2021, 17:41

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,317 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,317 ადამიანს გამოუვლინდა, 36 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 294,211 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,045 ადამიანი. ვირუსისგან 257,942 პაციენტი განიკურნა.

15 აპრილი 2021, 17:37

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს. საუბარია მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გასამართ ნახევარფინალურ მატჩზე. „ბლანკოსის“ მარცხენა მცველი, ფერლან მენდი და „ჩელსის“ გოლკიპერი ედუარდ მენდი, ერთმანეთის ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან.

მარია ზახაროვა

15 აპრილი 2021, 17:36

მსოფლიო

ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქცევაზე საკადრის პასუხს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ებრაელ ხალხს, საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება

„სიხარულით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს მეგობარ ებრაელ ხალხს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება! გილოცავთ!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

15 აპრილი 2021, 17:27

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში წარმატებას განაპირობებს გუნდური თამაში

„თითოეული ჩვენგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ გავხდით მაჟორიტარი დეპუტატები, ვიყავით საერთო გუნდის დამსახურებით. პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს. არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერცერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

15 აპრილი 2021, 17:25

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.

შოთა გულბანი

15 აპრილი 2021, 17:24

ეკონომიკა

შოთა გულბანი: წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა ენგურჰესის გარეშე

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჰესებს შეეხება. ხშირად ისმის ხოლმე ჰესების მშენებლობის დროს ავარიების და ინციდენტების შემთხვევები - რაც ნამდვილად იყო, ამას ვერავინ უარყოფს. ასე იყო შუახევი ჰესის, მესტიაჭალაჰესის, ბახვი ჰესის და ასე შემდეგ შემთხვევებში. ორი აზრი არაა იმაზე, რომ ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას კარგად შესწავლილი და შესაბამისი დასკვნები გაკეთებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ნაგებობების საიმედოობა და უსაფრთხოება პროექტირების, მშენებლობის და ოპერირების ეტაპებზე, - ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის წევრი, ანალიტიკოსი შოთა გულბანი Facebook-ზე წერს.

ამირან გამყრელიძე

15 აპრილი 2021, 17:15

COVID19

ამირან გამყრელიძე: საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის დაძლევაში მხოლოდ ეს ხუთი საშუალება დაგვეხმარება: პირველი - ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან - ღია თუ დახურულ სივრცეში; მეორე - დისტანციის დაცვა; მესამე - სანიტარული წესრიგის დაცვა ყველგან; მეოთხე ძალიან მთავარი და სპეციფიკური ჩვენთვის - დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, ყველანაირი საბედნიერო და სამწუხარო სუფრების გამართვა უნდა გადავდოთ გვერდზე. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველაზე დიდი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება.

15 აპრილი 2021, 17:13

მსოფლიო

ნატო: რუსეთი უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს

ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ შეერთებულ შტატებს რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

ჯო ბაიდენი

15 აპრილი 2021, 16:58

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა.

15 აპრილი 2021, 16:56

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტორია კაზასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელშიც ასევე იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის სფეროში საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

15 აპრილი 2021, 16:52

სპორტი

გიორგი ბერიძემ „უიპეშტი“ უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა

საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 15 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. თასის ფინალში ბერიძეს შესაძლოა ბუდუ ზივზივაძის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში, რადგან მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს „მტკ“-სა და „ფეჰერვარს“ შორის თამაშში გაირკვევა.

თორნიკე შენგელია

15 აპრილი 2021, 16:37

სპორტი

2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა

2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა. ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში „ცსკა“-მ, საბერძნეთის „პანათინაიკოსი“ 93:86 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

15 აპრილი 2021, 16:35

პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

15 აპრილი 2021, 16:32

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირების გამო ერთ-ერთი ტელეკომპანია დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო 2,500 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „ალტ-ანალიტიკას“, რომელშიც მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ - კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას. კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები.