ენდრიუ კუომო: კორონავირუსზე ანტისხეულების ტესტირებამ გამოავლინა, რომ ნიუ-იორკის შტატში 2.7 მილიონი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული იყო

ენდრიუ კუომო
ფოტო: GettyImages
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, კორონავირუსზე ანტისხეულების ტესტირებამ გამოავლინა, რომ გამოკვლევაში მონაწილეთა 13.9%-ს, სავარაუდოდ, კორონავირუსი ჰქონდა.
გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ტესტირება სამი ათასს ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსზე ანტისხეულები გამოკვლევაში მონაწილე 13.9%-ს აღმოუჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუ-იორკის შტატში 2.7 მილიონი ადამიანი ვირუსით ინფიცირებული იყო.
„ჩვენ ყოვლისმომცველი გამოკვლევა ჩავატარეთ ნიუ-იორკის შტატში, რათა ინფიცირებულთა მაჩვენებელი დაგვედგინა. პირველი ფაზის წინასწარი მონაცემები გვაქვს. დაახლოებით 3 ათასი ტესტი გვაქვს, რომელიც შტატის 19 ოლქში და 40 დასახლებულ პუნქტში ჩავატარეთ. გამოკვლევა ყველგან ტარდებოდა, ანუ იმ ხალხს ვამოწმებდით, ვინც სახლში არ ზის. ამ ეტაპზე შემდეგი მონაცემები გვაქვს: 13.9%-ს ანტისხეულების არსებობა გამოუვლინდა. ეს ნიშნავს, რომ ეს ის ხალხია, ვინც დაინფიცირებული იყო და მათ ანტისხეულები გამოუმუშავდათ“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე

15 აპრილი 2021, 11:38
პოლიტიკა
გიგი უგულავა: ამ იწილო-ბიწილოს თამაშს სჯობს ხელისუფლება აზრიანი წინადადებებით შემოვიდეს
აბსოლუტურად მართალია, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში, ნებისმიერი პოლიტიკური დებატების ადგილი არის პარლამენტი. მაგრამ არის ერთი მთავარი ასპექტი, ნატოს წევრ ქვეყნებში პარლამენტის არჩევნებს არ აყალბებენ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

15 აპრილი 2021, 11:33
მსოფლიო
ადამ კინზინგერი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანა წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა.

15 აპრილი 2021, 11:33
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე: 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით ვერ მიაღწია იმას, რასაც ჩვენ ვაღწევთ იმით, რომ არ შევედით რამდენიმე ხანი პარლამენტში
ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად 5 ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაც ფუნქციონირებად დემოკრატიას სჭირდება. 9 წლის განმავლობაში, როგორც კი ამ საკითხებზე შედგება შეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შევა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

15 აპრილი 2021, 11:32
პოლიტიკა
ლაშა დამენია: პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის
„პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის, თუმცა როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში არ აცხადებენ პარლამენტის ბოიკოტს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებში არჩევნები ასე ტოტალურად არ ყალბდება. ნატოს წევრ ქვეყნებში არ ჰყავთ პოლიტპატიმრები, ოპოზიციურ პარტიებს ოფისებში არ უვარდებიან და მათ ოფისებს არ წვავენ. ამიტომ აქედან ერთადერთი გამოსავალია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები“, - განაცხადა დამენიამ.

15 აპრილი 2021, 11:27
პოლიტიკა
გიორგი ბოტკოველი აპატურაის განცხადებაზე: მთავარი რჩევა ქართველმა ხალხმა უნდა მოგვცეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქუჩაში ყოფნა მათი თვითმიზანი ნამდვილად არაა, მაგრამ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

15 აპრილი 2021, 11:21
COVID19
სომხეთში კორონავირუსის 1,014 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,014 ადამიანს დაუდასტურდა, 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 206,142 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,817 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 185,125.

15 აპრილი 2021, 11:20
COVID19
უკრაინაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 433 ადამიანი ემსხვერპლა.

15 აპრილი 2021, 11:14
სპორტი
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

15 აპრილი 2021, 11:12
COVID19
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაშია გამოვლენილი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

15 აპრილი 2021, 11:07
თავდაცვა
არჩილ თალაკვაძე: მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი თალაკვაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

15 აპრილი 2021, 10:59
საზოგადოება
გლდანის რაიონის მცხოვრებლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

15 აპრილი 2021, 10:58
მსოფლიო
Bloomberg: არჩევნებში ჩარევისა და კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და კომპანია SolarWinds-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 10:58
COVID19
ამ ეტაპზე საქართველოში 446 მძიმე პაციენტია
ამ ეტაპზე 446 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 ავადმყოფი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

15 აპრილი 2021, 10:58
რეგიონი
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

15 აპრილი 2021, 10:54
COVID19
როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში
14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.68%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.82 %.

15 აპრილი 2021, 10:48
COVID19
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 292 244 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 279 389, გარდაიცვალა 3 908 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:47
საზოგადოება
ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენასთან ერთად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება
მათივე ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

15 აპრილი 2021, 10:47
COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:39
COVID19
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 462 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 75 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 462 ადამიანი კი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 10:34
პოლიტიკა
ევროპის საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შესახებ 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს
„განხილვის პროცესში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ევროპის საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყნისგან. მოხსენებაში აღნიშნულია ის მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის და ამაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. მოხსენებაში ხაზგასმულია ყველა ის მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება როგორც უკანონო ბორდერიზაციის, ასევე დაკავებების პროცესს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.