imedi /  24 აპრილი 2020, 06:57 / სანდო წყარო

მაიკ პომპეო: ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის პასუხი უნდა აგოს

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ტელეარხ Fox News-ის ეთერში განაცხადა.

„ჩინეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. ახლა კი სერიოზული პრობლემები შეიქმნა მსოფლიოსა და ამერიკის ეკონომიკისთვის. ჩინური მხარე მიზანმიმართულად არ ამჟღავნებდა ინფორმაციას ვირუსის ადრეულ ეტაპზე გავრცელების შესახებ. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ჩვენს ურთიერთობებში ჯერ კიდევ არ არის გამჭვირვალობა. ვეჭვობთ, რომ ბევრი ისეთი რამეა, რაც არ ვიცით“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ გააკეთეს ის, რაც ევალებოდათ“.

„ჩინეთის კომუნისტური პარტია საფასურს გადაიხდის იმისთვის, რაც გააკეთა. არ ვიცი, რა ფორმით მოხდება ეს. ამჟამად ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და რისკების შემცირებაზე ვართ კონცენტრირებულნი“, - დასძინა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ნინო ლომჯარია

13 ივლისი 2020, 14:13

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ქართული მხარე საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცების განხილვას შეძლებს

„სახალხო დამცველის როლს ვხედავ იმაში, რომ აღნიშნული ინფორმაცია მაქსიმალურად გავავრცელოთ და მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც, ალბათ, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წნეხი მოახდინონ საოკუპაციო ძალასა და დე-ფაქტო ხელისუფლებაზე“.

არჩილ თალაკვაძე

13 ივლისი 2020, 14:05

COVID19

არჩილ თალაკვაძე: კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება მობილიზაცია

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა

13 ივლისი 2020, 13:57

COVID19

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 182 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 182 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 32 151-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 573 პაციენტი გარდაიცვალა, 19 865 კი გამოჯანმრთელდა.

13 ივლისი 2020, 13:53

საზოგადოება

საგამოცდო ცენტრებში დღეს საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა

დღის განმავლობაში საგამოცდო ცენტრებში საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა. ხუთივე მათგანმა გამოცდა სპეციალურად შექმნილ სარეზერვო სივრცეში წერა, - ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა. სოფო გორგოძის თქმით, დღეს ისტორიის გამოცდები 2 სესიად მიმდინარეობს და პირველი სესია უკვე დასრულდა.

მაია ბიღაძე და ნანა ჯანაშია

13 ივლისი 2020, 13:49

საზოგადოება

თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „ისთ ფოინთი“ და CENN-ი გარემოს დაცვის საკითხებში ითანამშრომლებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და სავაჭრო-გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ირაკლი ბერაია

13 ივლისი 2020, 13:36

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია „THE HILL“-ში: მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას და ისინი ვერ დაინახავენ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს

ჩვენ მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ საქართველოს - შეხვდნენ ჩვენს ბიზნეს ლიდერებს, იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინა ხაზზე და პირველ რიგში, შეხვდნენ აშშ-ის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამხედრო ძალებს წვრთნიან. თქვენ ვერ დაინახავთ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს. სამწუხაროა, რომ კომერციული დავა გარკვეულწილად დაკავშირებულია შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლასთან, განსაკუთრებით კი აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან. საქართველო ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე იყო სულ, რაც არ შეიცვლება, - გამოცემა „THE HILL“ საქართველოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას სტატიას აქვეყნებს.

13 ივლისი 2020, 13:36

სამართალი

დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 პირს ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 13:36

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ნეპალის სხვადასხვა ნაწილში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 41 კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მიაგდის მხარე დაზარალდა, სადაც 27 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.

13 ივლისი 2020, 13:31

საზოგადოება

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები იჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლსა და ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხუთი ფიჭვი და სამი კედარი.

13 ივლისი 2020, 13:27

რეგიონი

უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხონის მუნიციპალიტეტში. სოფელ მათხოჯში სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა და გზებზე გადავიდა. ასევე, ნალექმა გორდისა და კინჩხის დამაკავშირებელ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

13 ივლისი 2020, 13:16

სამართალი

მცხეთაში, მდინარე მტკვარში მეორე დღეა ქალს ეძებენ

მცხეთაში, მდინარე მტკვარში მეორე დღეა ქალს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შექმნილია შტაბი და სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

13 ივლისი 2020, 13:14

ეკონომიკა

გლდანის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია წელს 34 მისამართზე განხორციელდა

სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა, როგორც ქანობიანი, ასევე, ბრტყელი სახურავები და რეაბილიტირდა წყალსაწრეტი მილები. ჯამში, 34 სახურავისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 601 214 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, გამგეობის მიერ, სამუშაოები კიდევ რვა მისამართზე მიმდინარეობს.

სუ ჟანრუნი

13 ივლისი 2020, 13:11

მსოფლიო

ჩინელი პროფესორი, რომელიც სი ძინპინს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრიტიკებდა, გაათავისუფლეს

ცინჰუას უნივერსიტეტის პროფესორი, სამართალმცოდნე სუ ჟანრუნი, რომელიც ჩინეთის მთავრობის კრიტიკითაა ცნობილი, თითქმის ერთკვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. პროფესორი 6 ივლისს, საკუთარი სახლიდან 20-ზე მეტმა პირმა აიყვანა.

დავით ნარმანია

13 ივლისი 2020, 13:11

ეკონომიკა

დავით ნარმანია: ჩვენი ფუნქცია იქნება, წილის გასხვისების შემთხვევაში ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები

ჩვენი როლი და ფუნქცია იქნება ის, რომ წილის გასხვისების შემთხვევაში ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

13 ივლისი 2020, 13:05

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 612 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 54 133 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 398 ადამიანი, 26 503-მა კი ვირუსი დაამარცხა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.

13 ივლისი 2020, 12:58

სპორტი

„მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია სრულად მოეხსნა

„მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია სრულად მოეხსნა. საქმეზე საბოლოო განხილვა დღეს, ლოზანაში სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაასრულა და ინგლისის პრემიერლიგის გრანდს სასჯელი მთლიანად მოუხსნა. დისკვალიფიკაციის მოხსნის გარდა, „სიტის“ 30-მილიონიანი ფინანსურ ჯარიმა სამჯერ შეუმცირეს და მანჩესტერელები 10 მილიონს გადაიხდიან, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ საქმის მსვლელობის პროცესში გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის ლიგაზე თამაში ორი წლით აეკრძალა და უეფას ვერდიქტი ინგლისელებმა საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს, რამაც მათთვის სასურველი შედეგი მოიტანა.

13 ივლისი 2020, 12:53

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებისას 43 ადამიანი დაიჭრა

ავღანეთში უსაფრთხოების ძალებს შეიარაღებული პირები დასხნენ თავს. შედეგად, ათობით ადამიანი დაიჭრა. აფეთქება ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია სამანგანის ქალაქ აიბაკში, ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის ოფისთან მოხდა.

13 ივლისი 2020, 12:52

საზოგადოება

დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება.

ეკატერინე ტიკარაძე

13 ივლისი 2020, 12:43

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მთავარი სტრატეგია, რომელმაც ხელი შეუშალა ვირუსის გავრცელებას საქართველოში, იყო იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი

საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა ის მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებდა ვირუსის გავრცელებას მთელს ქვეყანაში - განაცხადა გერმანული გამოცემა fair-economics-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

13 ივლისი 2020, 12:39

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მთავრობის მთავარი ამოცანაა შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა

საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა, - გერმანული გამოცემა ,,FAIReconomics“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.