IMEDI /  24 აპრილი 2020, 18:02 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ჩვენ დღეს რაიმეს განვითარებაზე ვერ ვილაპარაკებთ, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ გადარჩენაზე

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გაიგოს, რომ ეს არ არის რაიმეს განვითარების გეგმა. ეს არის გეგმა, რომელიც ამ კრიზისში, ერთის მხრივ დაეხმარება ადამიანებს, მეორეს მხრივ დაიცავს ეკონომიკის გახსნის ეტაპებსა და ეპიდემიის აფეთქების საფრთხეს შორის ბალანსს - განაცხადა „დღის ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას.

„რა თქმა უნდა 1200 ლარი საკმარისი არ არის. ზოგიერთს შესაძლოა თვეში ჰქონოდა ამაზე მეტი შემოსავალი, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ელემენტარული პურის ფული ჰქონდეთ. გარდა ამისა ჩვენ დავფარეთ კომუნალური გადასახადები და უამრავი დახმარების პაკეტი და გეგმა არის ჩადებული ამ პროექტში“- განაცხადა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2021, 18:30

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის მისია: აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა, კორტნი ოსტრიანმა განაცხადა.

პაატა ცინცაძე

15 აპრილი 2021, 18:27

ეკონომიკა

პაატა ცინცაძე: ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს

ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი. მაგალითად, შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია. ასევეა ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და ა.შ. - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:27

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ყველა საშუალებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდა და კვლავ გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობას: ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებას.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 18:26

პოლიტიკა

პრემიერის დავალებით ქუთაისში იმყოფებიან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად მზად არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

15 აპრილი 2021, 18:26

პოლიტიკა

არმენ სარქისიანი: მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელია

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით, შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არმენ სარქისიანი

15 აპრილი 2021, 18:22

პოლიტიკა

არმენ სარქისიანი: საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულთბილი დახვედრისთვის.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ

რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 აპრილი 2021, 18:14

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: ვხედავთ ღია მოწოდებებს, მოთხოვნებს, ულტიმატუმებს, რომლებსაც ჰესთან არანაირი კავშირი არა აქვს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ეს პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა სიტუაცია განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში დაიძაბა და სწორედ ამ ფონზე გამოჩნდნენ ღიად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასოცირდებიან რუსეთთან და რუსეთიდან ფინასდებიან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აპრილი 2021, 18:03

რეგიონი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დომენიკ მანგო ჩავიდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე სკანდალურად ცნობილი ბლოგერი დომენიკ მანგო ჩავიდა. მან განაცხადა, რომ იზიარებს აქციაზე შეკრებილთა პროტესტს და „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგია.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დიალოგისთვის შეთავაზებული ჩვენი პლატფორმა ძალაში რჩება - მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის

„ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას.

ნინო ველთაური

15 აპრილი 2021, 17:57

რეგიონი

ნინო ველთაური: ბათუმში, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი

ბათუმში ხვალ, დასაქმების ფორუმზე 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგინილი, - ამის შესახებ ბათუმიდან პირდაპირ ეთერში „ქრონიკაში“ ჩართვისას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა განაცხადა.

დენიელ ევანსი

15 აპრილი 2021, 17:54

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა

ნოვაკ ჯოკოვიჩი, მონტე კარლოს მასტერსიდან ასპარეზობას დენიელ ევანსმა გამოთიშა. მონაკოში მიმდინარე 1000-ქულიან მასტერსზე, 1/8 ფინალური დაპირისპირება, ნოვაკ ჯოკოვიჩს და ედუარდ ევანსს შორის, 2 სეტში ბრიტანელის გამარჯვებით, ანგარიშით: 6-4, 7-5 დასრულდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ

სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები არ ითვალისწინებენ არანაირ რეკომენდაციას, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები გვაძლევენ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი ძალა აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას.

15 აპრილი 2021, 17:41

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,317 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,317 ადამიანს გამოუვლინდა, 36 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 294,211 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,045 ადამიანი. ვირუსისგან 257,942 პაციენტი განიკურნა.

15 აპრილი 2021, 17:37

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ერთმანეთის წინააღმდეგ ბიძაშვილი და მამიდაშვილი ითამაშებს. საუბარია მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გასამართ ნახევარფინალურ მატჩზე. „ბლანკოსის“ მარცხენა მცველი, ფერლან მენდი და „ჩელსის“ გოლკიპერი ედუარდ მენდი, ერთმანეთის ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან.

მარია ზახაროვა

15 აპრილი 2021, 17:36

მსოფლიო

ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქცევაზე საკადრის პასუხს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ებრაელ ხალხს, საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება

„სიხარულით ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს მეგობარ ებრაელ ხალხს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. საქართველოსა და ისრაელის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და კვლავაც გრძელდება! გილოცავთ!”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

15 აპრილი 2021, 17:27

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2021, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში წარმატებას განაპირობებს გუნდური თამაში

„თითოეული ჩვენგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ გავხდით მაჟორიტარი დეპუტატები, ვიყავით საერთო გუნდის დამსახურებით. პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს. არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერცერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

15 აპრილი 2021, 17:25

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ ახალი სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, კომუნიკაციების კომისიას მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.