imedi /  24 აპრილი 2020, 23:48 / სანდო წყარო

კახა კალაძე: ავტოტრანსპორტის შესაძლო შეზღუდვა საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა იყოს

კახა კალაძე

ქალაქში ავტროტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ჩვენს ინიციატივას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ინიციატივას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. კალაძის განმარტებით, ეს თავიდანვე იცოდნენ და იმიტომ წარადგინეს საკითხი როგორც ინიციატივა და არა - გადაწყვეტილება.

თბილისის მერის განცხადებით, ეს ინიციატივა საზოგადოების მსჯელობის საგანი იქნება. „შესაბამისად, რა თქმა უნდა ეს დასახვეწია და გახდება მსჯელობის საგანი. კიდევ იქნება ბევრი შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან და მსჯელობა იმაზე, თვეში ერთი დღე უნდა იყოს, კვირაში ერთი დღე, თუ ორი დღე, რომელი დღეები და ქალაქიდან გასვლის საათები როგორ უნდა დაწესდეს. მოგვიწევს მუშაობა და დახვეწა. თუ საზოგადოების მხარდაჭერა იქნება, მივიღებთ გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად არ გადაწყვეტს. იმსჯელოს საზოგადოებამ და გადაწყვეტილება შესაბამისად მივიღოთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დასრულების შემდეგ კვირაში ორი დღით ქალაქში ავტროტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალოს, ამის შესახებ მან Facebook–მიმართვაში განაცხადა.

ყველა სიახლე

29 მაისი 2020, 12:11

სპორტი

Football Benchmark-მა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების განახლებული რეიტინგი წარადგინა

Football Benchmark-მა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების განახლებული რეიტინგი წარადგინა. ანგარიშში მოცემულია 32 ყველაზე ცნობილი ევროპული საფეხბურთო კლუბის შეფასება. მადრიდის „რეალი“ კვლავ ყველაზე ძვირადღირებული კლუბია, რომლის ღირებულება 3.478 მილიარდი ევროა; მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომლის ფასი 3.342 მილიარდია; ხოლო კატალონიის „ბარსელონა“ ბრინჯაოს 3.319 მილიარდი ევროთი დასჯერდა.

29 მაისი 2020, 12:06

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 180 458-ს მიაღწია

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსით 180 458 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 741 ახალი შემთხვევაა.ინფექციას ქვეყანაში 8450 ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო დღე-ღამეში 39 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 164 000-ს შეადგენს.

29 მაისი 2020, 12:04

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28%-თ შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 28%-თ შემცირდა და 223 მლნ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

29 მაისი 2020, 11:57

რეგიონი

კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება

2020 წელს კახეთის რეგიონი 44 მილიონი ლარით დაფინანსდა, რვა მუნიციპალიტეტში 140 პროექტი ხორციელდება. რეგპროექტებზე მუშაობა წლის დასაწყისიდანვე მაღალი ტემპით დაიწყო, პანდემიის გამო სამუშაოები დროებით შეფერხდა, თუმცა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაოები კვლავ განახლდა.

29 მაისი 2020, 11:57

COVID19

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 232 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ახალი მაქსიმუმია.

29 მაისი 2020, 11:51

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

„29 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 14 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 6 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 13, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

29 მაისი 2020, 11:49

ეკონომიკა

აპრილში საქართველოში 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა

საქსტატის სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის აპროლში საქართელოში 307 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა ეს რაოდენობა 92.9%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის თვეში რეგისტრირებულ საწარმოებზე.

საბერძნეთი

29 მაისი 2020, 11:48

სამართალი

მედია: საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის პოლიციის იზოლატორში თავი მოიკლა

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის სიმბოლური საჩუქარი

29 მაისი 2020, 11:46

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ საქართველოს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ საქართველომ თავმჯდომარეობის სიმბოლური საჩუქარი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამიისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, 27 მაისს საბერძნეთის თავმჯდომარეობით ევროპის საბჭოს მინიტრთა კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

29 მაისი 2020, 11:43

მსოფლიო

გაეროს კლიმატის სამიტი 1 წლით გადაიდო

გაერომ კლიმატის ყოველწიური მსოფლიო სამიტი 1 წლით გადაადო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ღონისძიება 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე ჩატარდება და მას გლაზგო უმასპინძლებს. რიგით 26-ე კონფერენცია მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორინავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

29 მაისი 2020, 11:37

ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, აპრილში მშპ-მა 16.6%-ით იკლო

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტში წერია.

მორგან ორტაგუსი

29 მაისი 2020, 11:32

პოლიტიკა

აშშ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს

აშშ ბორდერიზაციის პროცესს გმობს და რუსეთს ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა Twitter-ზე დაწერა.

დონალდ ტრამპი

29 მაისი 2020, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე: ეს ბანდიტები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას შეურაცხყოფას აყენებენ და ამას არ დავუშვებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალაქ მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების კონტროლის ქვეშ აყვანას აპირებს.

ექსტერნატის გამოცდდები

29 მაისი 2020, 11:28

საზოგადოება

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

განათლების სამინისტრომ მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2020 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს მოქალაქეს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

რატი იონათამიშვილი

29 მაისი 2020, 11:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება

მიუხედვად იმისა, რომ ინტერპელაცია საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართელოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2020, 11:02

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: პარლამენტში დღეს მორიგ მასტერკლასს ველოდებით

„დღეს ველოდებით, რომ პარლამენტში საინტერესო პაექრობა გვექნება. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას იმ საკითხებზე, რაც მათთვის აქტუალურია“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ანტონიო გუტერეში

29 მაისი 2020, 10:57

COVID19

კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველ ქვეყნად იემენი დასახელდა

კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე დაუცველი ქვეყანა იემენია, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. „არ არის უფრო დაუცველი ქვეყანა, ვიდრე იემენი. ქალაქ ადენში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება. იღუპება ინფიცირებულთა 17 პროცენტი. ქვეყანაში არსებული ვითარება ტრაგიკულია“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

29 მაისი 2020, 10:56

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ მინეაპოლისში 500-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა

აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ მინეაპოლისში 500-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა, სადაც საპროტესტო აქციები არ ცხრება შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.

29 მაისი 2020, 10:56

სპორტი

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება. თურქეთის თასის მატჩები 16 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მეორე და მესამე დივიზიონები და სამოყვარულო ლიგები მოედანს 18 ივლისს დაუბრუნდებიან. გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ.

ანამარია პროდანი

29 მაისი 2020, 10:56

მსოფლიო

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს. ჟურნალ Playboy-ს ყოფილი მოდელი ანამარია პროდანი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს, - ამის შესახებ გამოცემა Brinkwire იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ექსმოდელმა არჩევანი რუმინულ „ჰერმანშტადტზე“ შეაჩერა, რომელსაც მწვავე ფინანსური კრიზისი აქვს.