imedi /  25 აპრილი 2020, 16:58 / სანდო წყარო

მაია ბუწაშვილი: კვლევები და ტესტირება ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარი ბერკეტია

ყველამ ერად უნდა დავივიწყოთ გამოთქმა აგრესიული ტესტირება და გადავიდეთ ეპიდემიოლოგიურ ტერმინებზე. ეს არის მიზნობრივი ტესტირება და საყოველთაო ტესტირება. საქართველო ადგას მიზნობრივი ტექსტირების გზას, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ ჯგუფებშიც მაღალია კრონავირუსის გამოვლენის ალბათობა და ეპიდემიოლოგები ამ ჯგუფებს იკვლევენ. „ასეთია სიმპტომების მქონე პაციენტები და კონტაქტები. რეალურად მარიანა ეზუგბაიას იმის თქმა უნდოდა, რომ კლასტერები შემცირდება და ნაკლებად დაგვჭირდება კონტაქტების კვლევა. რეალურად ჩვენ ვერ შევამცირებთ კვლევებს. რაც უფრო მეტს გამოვიკვლევთ ეს არის მთავარი ბერკეტი ეპიდემიასთან ბრძოლის. ყველა კონტაქტი უნდა იქნას გამოკვლეული, ეს განსაზღვრულია ჩვენი მოქმედი პროტოკოლის თანახმად“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

რაც შეეხება საყოველთაო ტესტირებას, ექიმი ინფექციონისტის განცხადებით ეს საქართველოში არ ხდება. „ამის აუცილებლობა არ არის და ამის რესურსები ძალიან მწირია. ამის გაკეთება მხოლოდ ერთად-ერთმა ქვეყანამ შეძლო და ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია სამხრეთ კორეა. მიზნობრივი ტესტირება გულისხმობს კონტაქტების კვლევას. ეს არის მიზნობრივი ტესტირება, აღმოჩენილი შემთხვევის ირგვლივ“, - განმარტა ბუწაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში - 4949 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 ადამიანი რჩება.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ფრენსის კოლინზი

02 ივნისი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ფრენსის კოლინზის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

02 ივნისი 2020, 23:06

COVID19

ქუთაისის საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა ქალი, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის ქალი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლიბაში მკურნალობდა. პაციენტი ბოლოა ე.წ. ღვანკითის კლასტერიდან. მას რეტესტი რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა მეორე უარყოფითი პასუხი საავადმყოფოში მხოლოდ დღეს მიიღეს.

02 ივნისი 2020, 23:00

COVID19

ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სახლში გაუშვეს

გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოხვდა. ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2020, 22:57

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი: 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ახალი ხორცით, ეს პრობლემა მე მოვაგვარე

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივნისი 2020, 22:51

COVID19

20 მაისის შემდეგ პირველად, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა

საფრანგეთში, დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა და 107 შეადგინა. ეს პირველი შემთხვევაა 13 დღის შემდეგ, როცა ფატალური შედეგების დღიური რაოდენობა 100-ზე მეტია.

გუგა ქაშიბაძე

02 ივნისი 2020, 22:47

საზოგადოება

ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას აღენიშნება სახის დამწვრობა, წელის, ქვედა და ზედა კიდურების დამწვრობა და სასუნთქი გზების ტრავმა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

02 ივნისი 2020, 22:41

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მეწყერს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის შვიდი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ოფიციალური უწყებების ცნობით, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ყვავი თავდასხმა თბილისი

02 ივნისი 2020, 22:30

ტაბლოიდი

თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

„5 ადამიანი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ყვავის თავდასხმის შედეგად. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, გაეწიათ სამედიცინო მომსახურეობა. მათ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკა დატოვეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობენ „ნიუ ჰოსპიტალის“ პრესცენტრში.

02 ივნისი 2020, 22:25

COVID19

პროგნოზის თანახმად, ბრაზილიაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 მილიონს მიაღწევს

რიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრაზილიაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 მილიონს მიაღწევს, ხოლო სიკვდილიანობის კი 50 ათასს.

აკაკი ბობოხიძე

02 ივნისი 2020, 22:23

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს, რათა საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას ისეთი სურათი, თითქოს ერთმანეთს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვიან. ამის შესახებ ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვებზე უფრო ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, ყველაზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება, თუმცა როლების გადანაწილებაა საჭირო.

02 ივნისი 2020, 22:19

ტექნოლოგიები

ნიდერლანდების ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს სამი რობოტი ემსახურება. ვიდეო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს სამი რობოტი ემსახურება. რობოტები იღებენ შეკვეთას, მიდიან ბართან, სადაც რესტორნის თანამშრომლები მოწყობილობაზე დამაგრებულ ლანგრებზე შეკვეთილ საკვებს ათავსებენ და რობოტები კვლავ სტუმრის მაგიდასთან ბრუნდებიან.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 22:09

COVID19

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე შეიქმნება. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. „ვაქცინებთან და მედიკამენტთან დაკავშირებით პროცესი კარგად მიმდინარეობს. პროცესი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს. წინ კარგი ამბებია, მრავალმხრივ“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

თეა წულუკიანი

02 ივნისი 2020, 22:09

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ახლა ისინი „ჩაიციკლნენ“ რურუაზე, ალბათ იმიტომ, რომ უბრალოდ არ სურთ ეს საარჩევნო რეფორმა

„ახლა ისინი „ჩაიციკლნენ“, როგორც თქვენ ამბობთ, რურუაზე, ალბათ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ სურთ ეს საარჩევნო რეფორმა და უფრო მეტიც, შეიძლება მათ საერთოდ არ სურთ არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბერს. იმიტომ რომ 31 ოქტომბერს თუ ისინი დამარცხნენ, და მე ასე მგონია, რომ ძალიან მწარედ დამარცხდებიან, რა იქნება მერე მათთვის? ეს ხომ იქნება ძალიან მძიმე - ფიასკო, კრახი, დასასრული და ა.შ“, - განაცხადა წულუკიანმა.

02 ივნისი 2020, 21:53

სამართალი

გლდანში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ ახალშობილის ცხედარი იპოვეს

გლდანში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ ახალშობილის ცხედარი იპოვეს. როგორც Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თეა წულუკიანი

02 ივნისი 2020, 21:53

პოლიტიკა

თეა წულუკიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას „ნათელაშვილის ეზოს ხალხი“ უწოდა

„ლიდერი არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვას. ლიდერი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი, რომ გარშემო ხალხი შემოიკრიბოს და ამ პოლიტიკურ ძალებს მისი უნდა სჯეროდეს. ანუ ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს და რწმენა იმისა, რომ უიმედო ბრძოლაში გაგამარჯვებინებს, თუკი მას მიჰყვები. აქედან გამომდინარე, ეს ლიდერი, ალბათ, ამ ოპოზიციას არ ჰყავს. ხალხი უკვე ამბობს, რომ ახლა ესენი დაჭამენ ერთმანეთს და ეს არ იქნება ლამაზი სანახაობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

02 ივნისი 2020, 21:38

მსოფლიო

გასულ ღამეს ნიუ-იორკში საპროტესტო აქციის 700 მონაწილე დააკავეს

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ ღამეს ქალაქში საპროტესტო აქციის 700 მონაწილე დააკავეს. როგორც ნიუ-იორკის პოლიციაში აღნიშნავენ, აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების შედეგად ათობით პოლიციელი დაშავდა

კორონავირუსი თურქეთი

02 ივნისი 2020, 21:32

COVID19

თურქეთში კორონავირუსის 786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კოვიდინფიცირების 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 22 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ერევანი

02 ივნისი 2020, 21:23

COVID19

სომხეთში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა მეორედ გამოაცხადონ

სომხეთში, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოაცხადონ. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 10 ათასს გადააჭარბა. სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეზღუდვების განახლება ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს, თუმცა თუ ინფიცირების დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყნის ხელისუფლება აქამდე არსებულ შეზღუდვებს აღადგენს.

ჯოზეპ ბორელი

02 ივნისი 2020, 21:16

მსოფლიო

ევროკავშირში დონალდ ტრამპის ინიციატივას G7-ის სამიტზე რუსეთის დაპატიჟების შესახებ მხარს არ უჭერენ

„დიდი შვიდეულის“ 46-ე სამიტი 10-12 ივნისს, ვაშინგტონში უნდა ჩატარებულიყო. 30 მაისს დონალდ ტრამპმა გაახმოვანა იდეა სამიტის შემოდგომამდე გადადების და მისი ფორმატი შეცვლის შესახებ. თეთრი სახლის მეთაურს მისი „დიდ ათეულად“ ან „დიდ თერთმეტეულად“ გადაკეთება და რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის და ინდოეთის დაპატიჟება უნდა.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 21:12

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის ხელისუფლებას: ვიგინდარები და უვარგისები ქალაქს აჩანაგებენ - სწრაფად იმოქმედეთ!

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში გამართული ძალადობრივი აქციის მონაწილეებს ვიგინდარები და უვარგისები უწოდა.