imedi /  25 აპრილი 2020, 18:48 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ბათუმში ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია, სამს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარია

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ქართველმა ექიმებმა ერთობლივ შეხვედრაზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებზე ისაუბრეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგიერთ ახალ მიდგომას, რომელსაც საქართველოში ცალკეული კლინიკები იყენებენ და, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული.

„მე ვისაუბრე პრეპარატ ტოცილიზუმაბზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენება, რადგან ძალიან სერიოზული შეზღუდვები აქვს. იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და, წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებით. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და სამ პაციენტს ვირუსი გაუქრა მეშვიდე და მეცხრე დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია. ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ მეცამეტე, მეთოთხმეტე დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება, ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. ასევე, საუბარი იყო პლაზმაფერეზზე, რომელიც 10 აპრილს ოფიციალურად დამტკიცდა „კოვიდის“ სამკურნალოდ. პლაზმაფერეზიც ცნობილი მეთოდია, რომელიც გულისხმობს პაციენტისგან პლაზმის ნაწილის გამოყვანას, როდესაც თან მოჰყვება რიგი მავნე ნივთიერებებისა. იყო ამაზეც საუბარი. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ პლაზმაფერეზი, იყო ორი წარმატებული სეანსი. საუბარი იყო ახალ მიდგომებზეც, მაგრამ ძირითადი საუბარი ჯერ მაინც იყო იმ გამოცდილებებზე და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო „პლაქვენილს“, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ.

„ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა „ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის“ ოფიციალურ რეკომენდაციას, რომელიც ამა წლის 28 მარტს დაიდო. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ინსტანცია, რომელიც წყვეტს, რომელი დაავადების დროს, რომელი მედიკამენტი უნდა იყოს გამოყენებული ან არ უნდა იქნეს გამოყენებული. ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებზე. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემად მიჩნეულ მედიკამენტემდესევირზე“ გამოქვეყნდა ცნობები, რომ მან ვერ უჩვენა ეფექტურობა. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ ვიდრე „ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაცია” ოფიციალურად მიიჩნევს, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი იქნება რაიმე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას ჯობია, ჩვენ მომენტალურად ამას გამოვეხმაურებით და შევცვლით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2020, 10:00

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მექსიკა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მექსიკამ იტალიას გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 35 006 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება ინფიცირებულება, მათი რაოდენობა 299 750-ს შეადგენს, აქედან 4 482 ახალი შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 184 764 ადამიანი.

13 ივლისი 2020, 09:40

თემა

რა უნდა ვიცოდეთ აია სოფიას შესახებ?

მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიაში რელიგიური მსახურება 24 ივლისიდან დაიწყება. მიმდინარე წლის 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა ქვეყნის მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აია სოფია მუზეუმად გადაიქცა. დღეისათვის კი ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

13 ივლისი 2020, 09:40

სპორტი

12-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

12-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს” შემადგენლობაში „ბილბაოსთან” მატჩის 89-ე წუთზე გამოჩნდა და დროის ამ მოკლე მონაკვეთში ბასკები მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

13 ივლისი 2020, 09:34

სპორტი

თბილისის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაკარგა

თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ლიდერობა დაკარგა. კახა ჩხეტიანი ქუთაისში „ტორპედოს” სხვა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად დაუპირისპირდა და მეხუთე ტურის ცენტრალური თამაში „ტორპედოსა” და „დინამოს” შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.

13 ივლისი 2020, 09:20

მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ხომალდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ინციდენტი სან-დიეგოს სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე მოხდა. გავრცელებულიინფორმაციით, ხანძარს წინ ძლიერი აფეთქება უძღოდა. ინციდენტის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

13 ივლისი 2020, 09:09

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბრიდან მგზავრები მგზავრობას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ.

ბენჯამინ კიო

13 ივლისი 2020, 09:00

კულტურა

ელვის პრესლის შვილიშვილმა თავი მოიკლა

27 წლის ბენჯამინ კიოს ცხედარი კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში მის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. პოლიციამ სუიციდის ვერსია უკვე დაადასტურა. ბენჯამინი ელვის პრესლის ქალიშვილის, ლიზა პრესლის ვაჟი იყო. ის მუსიკით იყო გატაცებული და თავის ბაბუას გარეგნულად ძალიან ჰგავდა.

Lil Marlo

13 ივლისი 2020, 08:52

კულტურა

აშშ-ში რეპერი Lil Marlo მოკლეს

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ცნობილი რეპერი მოკლეს. 30 წლის Lil Marlo-ს ცხედარი პოლიციამ მის მანქანაში აღმოაჩინა. მას დაუდგენელმა პირებმა ესროლეს. პოლიცია თავდამსხმელების ვინაობის დადგენას ცდილობს. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

13 ივლისი 2020, 08:47

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი დღეიდან იწყება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. შედეგად, 20 აგვისტოს ნაცვლად პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

გიორგი შაქარაშვილი

13 ივლისი 2020, 08:39

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება

გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, სავარაუდოა, რომ საგამოძიებო უწყებამ ხელახალი კომპლექსური, ან კომისიური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვოს, რათა დაზუსტდეს ის გარემოებები, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა სპორტსმენი. ამასთან, მირიან ნიკოლაძე „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი ექვსივე ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

13 ივლისი 2020, 08:26

სამართალი

ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩება. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. კაცს, სავარაუდოდ, ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

13 ივლისი 2020, 08:17

პოლიტიკა

დღეიდან პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომები იწყება

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

13 ივლისი 2020, 08:12

საზოგადოება

დღეს ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად სარეპატრიაციო რეისების მეორე ეტაპი იწყება. ვარშავა-თბილისის სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი შემოწმების შემდეგ სხვადასხვა საკარანტინო ზონაში გადანაწილდებიან.

13 ივლისი 2020, 08:03

კულტურა

დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია

თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ ფესტივალებისა თუ სხვა სახის ღია წვეულებების ორგანიზატორები ამ სიახლეს მიესალმებიან, თუმცა, მათი თქმით, ამ შეზღუდვის მოხსნის პარალელურად, არსებობს 2-მეტრიანი დისტანციის პრობლემაც, რადგან შეუძლებელია ბევრი სტუმრის გაკონტროლება და ისინი იმედს იტოვებენ, რომ მოქალაქეები დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს.

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი

13 ივლისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდება

ნიკოლა პელტცმა რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში, მათ შორის „ტრანსფორმერების“ ორ ნაწილში ითამაშა. მისი მამა, ნელსონ პელტცი კი კომპანია Trian Fund Management-ის დამფუძნებელი და მმართველია. მისი ქონება 1, 72 მილიარდ დოლარად ფასდება.

ლატარეა ბილეთი

13 ივლისი 2020, 00:46

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ქალმა ლატარიაში 50 მილიონი მოიგო, მაგრამ სამსახურიდან წასვლას არ აპირებს

„სიმართლე გითხრათ, საღად ვერ ვაზროვნებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მუშაობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა გამარჯვებულმა. ის ასევე მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ ახალბედებს უმართლებს.

Nude With Joyous Painting

13 ივლისი 2020, 00:33

კულტურა

როი ლიხტენშტეინის ნახატი აუქციონზე $46,2 მილიონად გაიყიდა

უცნობმა კოლექციონერმა მასში 46,2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ტილო მხატვარმა 1994 წელს, გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე შექმნა. ნახატი მას ე.წ. „წერტილების ტექნიკით“ აქვს შესრულებული.

13 ივლისი 2020, 00:28

სამართალი

თბილისში, მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი პირი დაშავდა

თბილისში, აღამაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასურეთი რეაბილიტაცია

13 ივლისი 2020, 00:06

რეგიონი

როგორია რეაბილიტირებული გერმანულ-ქართული სოფელი ასურეთი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მე-19 საუკუნის გერმანული ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია. პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს აღემატებოდა.

უილ სმიტი
ჯეიდა პინკეთ სმიტი

13 ივლისი 2020, 00:04

ტაბლოიდი

უილ სმიტის მეუღლემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ქმარს უღალატა

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესვენება აგვეღო და გადავწყვიტეთ, რომ გაგვერკვია თუ რა გვაბედნიერებდა“, - აღნიშნა სმიტმა. სწორედ ამ დროს ჯადას ალსინი მისმა შვილმა გააცნო და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო.