IMEDI /  25 აპრილი 2020, 21:50 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე სტატისტიკაშია, საფუძველს მოკლებულია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპოზიციის იმ განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოში კოვიდვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გამოქვეყნებული სტატისტიკაზე უფრო მეტია.

„საფუძველს არის მთლიანად მოკლებული ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ოპოზიციის მხრიდან. ალბათ არც ღირს მათი განცხადებების კომენტირება, რადგან რეალურად საზოგადოება ხედავს ყველაფერს. ყველაფერს ნათლად ცხადყოფს ის რიცხვები, რომლებიც ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში. მთავარია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რადგან სრულ ტესტირებას ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს, გერმანიშიც კი მხოლოდ მოსახლეობის 2% გატესტილი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაძლევს სურათის აღთქმის საშუალებას, საქართველოს კი რაც შეეხება, ჩვენთან 300-ჯერ და 400-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია ხსენებულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ეს იძლევა საკმაოდ ნათელ სურათს და გვეუბნევა იმას, რომ ჩვენი ექიმების ძალისხმევა და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა არის აბსოლიტურად შედეგიანი. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოთმინებით ასრულებენ ექიმების და ხელისუფლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით,ოპოზიციის სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ გვყავს იმაზე მეტი ინფიცირებული, ვიდრე სტატისტიკაშია ასახული, საფუძველს მოკლებულია.

„ზოგადად ნებისმიერ ჯანსაღ საზოგადოებაში თუ არის წარმოდგენილი ოპოზიციის ჯანსაღი სეგმენტი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს წყდება რაიმე ტიპის აგრესიული და პოლიტიკური თავდასხმები. სამწუხაროდ ამ კუთხით გამონაკლისია ქართული პოლიტიკური სპექტრი და ოპოზიცია ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, მეთვალყურეობა და დაკვირვება ჭირდება ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ აბსოლიტურად საფუძველს მოკლებულ კრიტიკას ექიმების და ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების მიმართ, მათ შორის შეზღუდვების მიმართაც. გახსოვთ, რომ კამპანიაც კი დაიწყეს შეზღუდვების წინააღმდეგ, ამ დროს კი შეზღუდვებია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს. წმინდა წყლის პოლიტიკური მოროდიორობაა, როდესაც აბსოლიტურად უსაფუძვლო თავდასხმებით გამოირჩევი როგორც ექიმების, ასევე კონკრეტული ზომების და ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

21 აპრილი 2021, 13:03

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას: შენთვის ოცნების პატიების გუჯარი რა საკადრისია

„#არგამოხვიდე სადაც ევროკავშირის გირაო „გეპაზორება“ ნიკანორ, იქ ოცნების მიერ მიღებული ამნისტია, ანუ პატიების გუჯარი რა საკადრისია შენთვის?“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

იეპე კოფოდი

21 აპრილი 2021, 13:02

პოლიტიკა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყველა პარტიას მოვუწოდებ, შეთანხმებას ხელი მოაწერონ

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იეპე კოფოდი საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

სოლომონ პავლიაშვილი

21 აპრილი 2021, 12:59

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ონლაინ შეხვედრას სამუშაო ჯგუფის წევრებთან და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი და საერთაშორისო ექსპერტი ნარჩენების მართვის საკითხებში ლუდვიგ სტრეფი ესწრებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2021, 12:58

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიაზე: ამნისტია პატიების ერთგვარი ჟესტია

ამნისტია როგორც მექანიზმი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ეს არის ერთგვარი ჟესტი პატიებისა“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის დებულებები, რომელიც განსაზღვრულია შეთანხმებით.

21 აპრილი 2021, 12:54

საზოგადოება

„სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

21 აპრილი 2021, 12:49

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,271 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,727,125-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

21 აპრილი 2021, 12:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა განმარტა რა დრო დასჭირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას

„ეს შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს“, - განმარტა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

21 აპრილი 2021, 12:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის გარკვეულწილად

მიკვირს, რომ ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“, ვინც მის გარშემო არიან შემოკრებილნი უარს აცხადებენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დაეთანხმება თუ არა ამნისტიას.

21 აპრილი 2021, 12:24

ეკონომიკა

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ხვალ ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართება

ორგანიზატორთა განცხადებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში იხსნება ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენა. ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კომპეტენციები დასაქმებისათვის” ფარგლებში World Vision საქართველოს მიერ ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან" (APD) ერთად. ღონისძიების პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN).

21 აპრილი 2021, 12:24

სამართალი

სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ნ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

21 აპრილი 2021, 12:18

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარეკ შჩიგელთან გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში. მან მისიის ხელმძღვანელს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

თამთა მეგრელიშვილი

21 აპრილი 2021, 12:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს

​„ნიკა მელიამ თქვა გუშინ, ჩემით ივაჭრეს და შეურაცხყოფილი ვარო. კი, შეურაცხყოფილი უნდა იყოს ნამდვილად, ოღონდ იმიტომ კი არა რომ ვინმემ ივაჭრა, იმიტომ რომ სააკაშვილმა გამოიყენა, მოექცა როგორც დასაქოქ თოჯინას და მერე უცებ შეუცვალა პოზიცია, ხელი მოვაწეროთო ნაცებს უთხრა. ამიტომ ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს. დარჩი ციხეში და ვაჟკაცურად მოიხადე ეგ სასჯელი, ან არადა გმირობანას თამაშს თავი დაანებე და საქმე იმას გაურჩიე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო!“, - წერს თამთა მეგერლიშვილი.

21 აპრილი 2021, 12:12

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თ.ი. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 აპრილი 2021, 12:09

COVID19

სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა. საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი გამოუვლინდა ამავე სოფლის საჯარო სკოლის ორ მასწავლებელსა და დამლაგებელს. სკოლა სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს.

21 აპრილი 2021, 11:58

მსოფლიო

ახალ სამხრეთ უელსში 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს

ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროსთან 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს, რაც სავარაუდოდ ახალი რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინა რეკორდის შემთხვევაში 148-კილოგრამიანი თევზის დაჭერა მოხერხდა, თუმცა ამ შემთხვევაში მეთევზეებმა 123 კილოგრამით უფრო მძიმე თინუსის დაჭერა მოახერხეს.

ანრი ოხანაშვილი

21 აპრილი 2021, 11:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არ გამიკვირდება, თუ მელია უარს იტყვის ამნისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს

ნიკა მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს, არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

21 აპრილი 2021, 11:43

რეგიონი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას დეტალურად გამოიკვლევენ და არეალს ნარჩენებისგან დაასუფთავებენ

ზღვისპირა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ. სწორედ ამას ეხება მემორანდუმი რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა.

მამა დანიელი; მეუფე სტეფანე

21 აპრილი 2021, 11:41

რეგიონი

სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფე სტეფანეს კარი დაკეტილი დახვდა

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მორიგი დაპირისპირება ამჯერად სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა. სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები, ასევე მრევლის ნაწილი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ.

21 აპრილი 2021, 11:41

რეგიონი

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ. ბოლო დღეებში მათ რამდენიმე ხის საყრდენი ბოძი დაამონტაჟეს. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზეა განთავსებული უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრში. ამ მონაკვეთზე 2012 წლიდან მოყოლებული სულ 3 ბანერია დამონტაჟებული.

თორნიკე რიჟვაძე

21 აპრილი 2021, 11:36

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება

„დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა რიჟვაძემ