imedi /  26 აპრილი 2020, 11:40 / სანდო წყარო

სამტრედიის ე. წ. ცხელების ცენტრში 4 საეჭვო პაცინეტის პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან

სამტრედიის ე. წ. ცხელების ცენტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში, საეჭვო სიმოტიმებით ოთხმა პაციენტმა მიმართა. მათი ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან. გუშინ კლინიკაში ერთი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებოდნენ და კორონავირუსი არც იმ შემთხვევაში დადასტურდა.

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

Nokia

22 აპრილი 2021, 00:57

კულტურა

კომპანია Nokia-ს შესახებ ტელესერიალს გადაიღებენ

6-სერიანი დრამა სახელწოდებით „მობილური 1.0“ ეკრანებზე 2022 წელს გავა. პროექტზე Rabbit Films-ი მუშაობს. სიუჟეტის ცენტრში Nokia-ს სწრაფი წარმატებისა და პოპულარობის დაკარგვის ამბავი იქნება.

22 აპრილი 2021, 00:28

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ქალებში სექსუალური პრობლემების მიზეზი დაასახელეს

ძილის უკმარისობა ქალებში სექსუალური პრობლემების წარმოქმნის რისკს თითქმის ორჯერ ზრდის. კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Menopause: The Journal of the North American Menopause Society-ში გამოქვეყნდა, ცუდ ძილს შეუძლია ლტოლვა და სიამოვნების დონე შეამციროს.

ნიკოლოზ ჩხეტიანი

22 აპრილი 2021, 00:21

საზოგადოება

ნიკოლოზ ჩხეტიანი: მთაწმინდის ფერდობზე სარეკრეაციო სივრცე ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 2-ჯერ დიდ ფართობზე აღდგება

მთაწმინდის ფერდობზე უკვე დაწყებულია სამუშაოები. უნდა ვთქვა, რომ ეს იპოდრომის პროექტზე უფრო მასშტაბურიც კია. წარმოიდგინეთ, 700 ჰექტარზეა საუბარი. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 2-ჯერ დიდ ფართობზე მოხდება სარეკრეაციო სივრცის აღდგენა, - ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

22 აპრილი 2021, 00:20

რეგიონი

ბეჩო-ლატალის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 122-ე (ბეჩო-ლატალი) კმ-ზე, ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

22 აპრილი 2021, 00:17

საზოგადოება

რა დრო დასჭირდება თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობას

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის მრავალწლოვანი ნარგავები, რომლის მდგომარეობა და კონდიცია იძლევა იმის საშუალებას, რომ შენარჩუნდეს პარკისთვის, - ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის ცენტრალურ პარკზე საუბრისას განაცხადა.

22 აპრილი 2021, 00:00

მსოფლიო

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 004 ადამიანი დააკავეს. შესაბამის მონაცემებს უფლებადამცველი ცენტრი, „ოვდ-ინფო“ ავრცელებს.

კახა კალაძე

21 აპრილი 2021, 23:56

საზოგადოება

კახა კალაძე: მთაწმინდის ფერდობზე აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე წელი დასჭირდება

მთაწმინდის ფერდობი, რომელიც 400 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, უმნიშვნელოვანესი თემაა ჩვენი ქალაქისთვის. ეს ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

21 აპრილი 2021, 23:51

რეგიონი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი ძლიერი ქარისგან დაზიანებული კაბელების შეკეთების დროს სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, კაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როცა ის ძლიერი ქარის დროს დაზიანებული ელექტროგამტარი კაბელების შეკეთებას ცდილობდა. მიღებული შოკის შედეგად კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე გარდაიცვალა.

21 აპრილი 2021, 23:47

მსოფლიო

ევროკავშირი ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებებს მკაცრად გმობს

ევროკავშირი მკაცრად გმობს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებს, რამაც საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებები გამოიწვია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ნიკოლოზ ჩხეტიანი

21 აპრილი 2021, 23:35

საზოგადოება

ნიკოლოზ ჩხეტიანი: ბიძინა ივანიშვილის მიერ, რამდენიმე წლის წინ შეძენილი იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემა უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტია

თბილისი წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებული საჭიროებაა მწვანე რეკრეაციული ზონების, - ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. მისი თქმით, ფონდმა „ქართუმ“ ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, რომ სრულად, 100%-ით დააფინანსოს თბილისის ცენტრალური პარკის შექმნა.

კახა კალაძე

21 აპრილი 2021, 23:29

საზოგადოება

კახა კალაძე: იპოდრომის ყოფილი ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი იქნება

რეკრეაციული სივრცეების არსებობა ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი, ქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც შეიძლება მეტი დასასვენებელი სივრცე გაჩნდეს. ეს არის არსებული პარკების რეაბილიტაცია-განახლება, ახალი პარკების მშენებლობა. ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოება დამეთანხმება და კარგად ხედავს, რამდენი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

21 აპრილი 2021, 23:28

საზოგადოება

კახა კალაძე: რამდენიმე დღეში შევქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც მოსახლეობა სრულ ინფორმაციას მიიღებს თბილისის ცენტრალურ პარკზე

„რაც შეეხება კონცეფციას, რამდენიმე თვის წინ გვქონდა პრეზენტაცია და წარვადგინეთ ხედვა, თუ როგორ მოხდება ცენტრალური პარკის განვითარება, როგორ იქნება ფუნქციურად დატვირთული. ის ყველა თაობის ადამიანზე იქნება მორგებული. ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, განიტვირთოს და ივარჯიშოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

21 აპრილი 2021, 23:14

საზოგადოება

კახა კალაძე: თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა მკურნალობას ვაგრძელებ

თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა მკურნალობას ვაგრძელებ, - ამის შესახებ თბილისის მერმა „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა. „ვცდილობ ყოველდღიურ რეჟიმში გავაკეთო საქმე, რომელიც სჭირდება ჩვენს თბილისსა და თბილისებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ნიკოლოზ ჩხეტიანი

21 აპრილი 2021, 23:06

საზოგადოება

ნიკოლოზ ჩხეტიანი: ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დიდი შენობა არ აშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დიდი შენობა არ აშენდება და ჩაბეტონებასთან დაკავშირებული ფობიები არის კონკრეტული პოლიტიკური სარჩულით შენიღბული ძალების შეგდებული მესიჯები, რომლებიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ გადაცემა „დედაქალაქში“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ისაუბრა.

მარიამ ბურჭულაძე

21 აპრილი 2021, 22:40

რეგიონი

ოზურგეთში დაკარგული 17 წლის გოგო იპოვეს

ოზურგეთში დაკარგული 17 წლის გოგო, რომელსაც მე-3 დღეა ეძებდნენ, იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

21 აპრილი 2021, 22:34

საზოგადოება

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 22 აპრილს ელექტრომომარაგება

ნაძალადევის რაიონში ქსელში გადასთვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის და მუხრანის ქუჩების მოსახლეობას.

21 აპრილი 2021, 22:24

მსოფლიო

ჩეხეთის სენატი მთავრობას რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩეხეთის სენატი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტოს.

21 აპრილი 2021, 22:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 34 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 313 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

21 აპრილი 2021, 22:00

COVID19

21 აპრილის მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზა 2 341 297 ადამიანმა გაიკეთა

21 აპრილის მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზა 2 341 297 ადამიანმა გაიკეთა და სრულყოფილად აცრილია 718 187 ადამიანი. ბელგიაში საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი 31 მაისამდე გაახანგრძლივა. ძალაში დატოვებული ზომების უმრავლესობა შეკრების წესებს, პირბადის ტარებასა და დისტანციურ მუშაობას ეხება. საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დისტანციური მუშაობა სავალდებულოა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოფისში მისვლა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

21 აპრილი 2021, 21:58

რეგიონი

ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

​ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ასევე იმყოფებიან ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე და მისი მოადგილეები.