imedi /  26 აპრილი 2020, 11:49 / სანდო წყარო

ინფექციური საავადმყოფოდან 1 პაციენტი გაწერეს და დღეს კიდევ 6-ის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან

ინფექციური საავადმყოფო

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 45 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთი, ახალი პაციენტია, რომელიც ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. როგორც მედიკოსები აცხადებენ, რადიოლოგიური კვლევის შედეგად, ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკა კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა დატოვა და დღის მანძილზე კიდევ 6 პაციენტის რეტესტის პასუხებს ელოდებიან, რომელიც გადაწყვეტს, დატოვებენ თუ არა კლინიკას ისინიც.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მონაცემები უცვლელია. 45 დადასტურებული შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 17 მძიმე პაციენტი რჩება და მათ პნევმონია აღენიშნებათ. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. კლინიკაში ცხრა მოზარდი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

შალვა ნათელაშვილი

15 აპრილი 2021, 20:26

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: „ნამახვანჰესის“ ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხს აგებენ

„ნამახვანჰესის“ ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის სასტიკად აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე, - ამის შესახებ „ლეიბორისტულ პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

15 აპრილი 2021, 20:23

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 805 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 805 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 036 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

15 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: დღეს გალიდან ჩამოსული ახალგაზრდები მოვინახულეთ, რომლებსაც მხედველობის კორექციის ლაზერული ოპერაციები გაუკეთდათ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს გალიდან ჩამოსული ახალგაზრდები მოინახულა, რომლებსაც მხედველობის კორექციის ლაზერული ოპერაციები ჩაუტარდათ.

15 აპრილი 2021, 20:18

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 974 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 974 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 380 ადამიანი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 20:14

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 672 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 672 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 30 ადამიანი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 20:11

პოლიტიკა

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ლერი ბარნაბიშვილი

15 აპრილი 2021, 20:00

რეგიონი

ლერი ბარნაბიშვილი: გვინდა აღვადგინოთ დიალოგი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან, ჩამოვედით და ველოდებით მათ შეხვედრაზე

„გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან, მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს, წინადადებებს და დავსახოთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებები. ჩამოსულები ვართ მე, ორი გუბერნატორი- იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის მხარის. ასევე, შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოსულები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. დღეს ჩამოვედით, მოხდა აქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია და ველოდებით მათ“- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

15 აპრილი 2021, 19:49

რეგიონი

აბაშის მუნიციპალიტეტში,, დავით კაჭარავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მოასფალტების სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

ანდრია გვიდიანი

15 აპრილი 2021, 19:36

რეგიონი

ანდრია გვიდიანი: საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა, მისი ხალხის კეთილდღეობა, ჰიდროენერგეტიკული რესურსის რაციონალური ათვისების გარეშე წარმოუდგენელია

„მიუხედავად იმისა, რომ შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებას ჰესების მხარდაჭერა "სამშობლოს გაყიდვასთან" აქვთ გაიგივებული, მთელი ჩემი შეგნებით დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. გავა დრო და ნათლად გამოჩნდება, რომ ეს ასეა. ამიტომ, მოვუწოდებ გულწრფელი პროტესტის მქონე მოქალაქეებს, გვერდზე გადავდოთ ემოციები, ვიმსჯელოთ და ცივი გონებით შევხედოთ, რასთან გვაქვს საქმე,“ - აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.

ამირან გამყრელიძე

15 აპრილი 2021, 19:15

COVID19

ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შემთხვევათა ბოლო დღეების მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძაბება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში

„ჩვენ საკმაოდ სტაბილური ვითარება გვქონდა შარშან გაზაფხულიდან სექტემბრამდე. სექტემბრის 10 რიცხვამდე, მთელ ქვეყანაში 1500-მდე ინფიცირების და გარდაცვალების 19 შემთხვევა გვქონდა. სექტემბრის 15-დან დაიწყო თანდათან მატება, განსაკუთრებით კი, ეს მატება აღინიშნა უკვე ოქტომბერში და მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე იყო ნოემბერ-დეკემბერი. იგივე ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია ყველა იმ რეგულაციის მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯო ბაიდენი

15 აპრილი 2021, 19:11

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: რუსეთის ზოგიერთი ქმედება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ რუსეთის ზოგიერთი ქმედება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს წარმოადგენს.

დავით მათიკაშვილი

15 აპრილი 2021, 19:08

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს, აპატურაიმ სწორედ ამაზე მიუთითა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მკაფიო გზავნილებია, რომ დემოკრატია მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას არ გულისხმობს. მისივე თქმით, დემოკრატიის წიაღში იგულისხმება ოპოზიციის პასუხისმგებლობაც, შეასრულონ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება.

15 აპრილი 2021, 19:06

რეგიონი

აქციის მონაწილეებთან დიალოგისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.

შარლ მიშელი

15 აპრილი 2021, 18:45

მსოფლიო

შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

15 აპრილი 2021, 18:36

კულტურა

თეა წულუკიანმა ქუთაისში სამი თეატრი მოინახულა და მათთან ერთად სამომავლო გეგმები დასახა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა სიხარულიძესთან, ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისში სამინისტროს გამგებლობაში მოქმედი სამი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 18:34

რეგიონი

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა, დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და 21 მიკრო რაიონში, სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ნინო ლაცაბიძე და ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის რამდენიმე უბანში, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ.

15 აპრილი 2021, 18:30

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის მისია: აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა, კორტნი ოსტრიანმა განაცხადა.

პაატა ცინცაძე

15 აპრილი 2021, 18:27

ეკონომიკა

პაატა ცინცაძე: ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს

ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი. მაგალითად, შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია. ასევეა ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და ა.შ. - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 18:27

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ყველა საშუალებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდა და კვლავ გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკური, ტურისტული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე.

15 აპრილი 2021, 18:26

პოლიტიკა

არმენ სარქისიანი: მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელია

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით, შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთიანი ყარაბაღის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.