26 აპრილი 2020, 12:06 / სანდო წყარო

საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 115 პაციენტი, მათგან 86-ს კორონავირუსი აქვს. რეანიმაციულ განყოფილებაშია 7 პაციენტი, აქედან 2-ის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, გართულებების გარეშე. დღეს კორონავირუსის გარეშე კლინიკას 6 პაციენტი დატოვებს“, - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2020, 08:26

სამართალი

ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე ისევ ცხინვალის იზოლატორში რჩება. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. კაცს, სავარაუდოდ, ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

13 ივლისი 2020, 08:17

პოლიტიკა

დღეიდან პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომები იწყება

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

13 ივლისი 2020, 08:12

საზოგადოება

დღეს ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად სარეპატრიაციო რეისების მეორე ეტაპი იწყება. ვარშავა-თბილისის სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი შემოწმების შემდეგ სხვადასხვა საკარანტინო ზონაში გადანაწილდებიან.

13 ივლისი 2020, 08:03

კულტურა

დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია

თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ ფესტივალებისა თუ სხვა სახის ღია წვეულებების ორგანიზატორები ამ სიახლეს მიესალმებიან, თუმცა, მათი თქმით, ამ შეზღუდვის მოხსნის პარალელურად, არსებობს 2-მეტრიანი დისტანციის პრობლემაც, რადგან შეუძლებელია ბევრი სტუმრის გაკონტროლება და ისინი იმედს იტოვებენ, რომ მოქალაქეები დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს.

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი

13 ივლისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდება

ნიკოლა პელტცმა რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში, მათ შორის „ტრანსფორმერების“ ორ ნაწილში ითამაშა. მისი მამა, ნელსონ პელტცი კი კომპანია Trian Fund Management-ის დამფუძნებელი და მმართველია. მისი ქონება 1, 72 მილიარდ დოლარად ფასდება.

ლატარეა ბილეთი

13 ივლისი 2020, 00:46

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ქალმა ლატარიაში 50 მილიონი მოიგო, მაგრამ სამსახურიდან წასვლას არ აპირებს

„სიმართლე გითხრათ, საღად ვერ ვაზროვნებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მუშაობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა გამარჯვებულმა. ის ასევე მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ ახალბედებს უმართლებს.

Nude With Joyous Painting

13 ივლისი 2020, 00:33

კულტურა

როი ლიხტენშტეინის ნახატი აუქციონზე $46,2 მილიონად გაიყიდა

უცნობმა კოლექციონერმა მასში 46,2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ტილო მხატვარმა 1994 წელს, გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე შექმნა. ნახატი მას ე.წ. „წერტილების ტექნიკით“ აქვს შესრულებული.

13 ივლისი 2020, 00:28

სამართალი

თბილისში, მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი პირი დაშავდა

თბილისში, აღამაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასურეთი რეაბილიტაცია

13 ივლისი 2020, 00:06

რეგიონი

როგორია რეაბილიტირებული გერმანულ-ქართული სოფელი ასურეთი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მე-19 საუკუნის გერმანული ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია. პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს აღემატებოდა.

უილ სმიტი
ჯეიდა პინკეთ სმიტი

13 ივლისი 2020, 00:04

ტაბლოიდი

უილ სმიტის მეუღლემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ქმარს უღალატა

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესვენება აგვეღო და გადავწყვიტეთ, რომ გაგვერკვია თუ რა გვაბედნიერებდა“, - აღნიშნა სმიტმა. სწორედ ამ დროს ჯადას ალსინი მისმა შვილმა გააცნო და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო.

ანჯეი დუდა

12 ივლისი 2020, 23:45

მსოფლიო

ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანჯეი დუდა ლიდერობს

დუდას ხმა ამომრჩევლის 50.4%-მა მისცა. მისი მოწინააღმდეგე ვარშავის მერი, რაფალ ტშასკოვსკი იყო.

თემქა აფეთქება

12 ივლისი 2020, 23:31

სამართალი

თბილისში, თემქაზე აფეთქება მოხდა

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

კახა ბექაური

12 ივლისი 2020, 23:14

ეკონომიკა

კახა ბექაური გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს: ინფორმაცია, რომ ორმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ ქართული ბაზრის დატოვება ბოლო წლების განმავლობაში გადაწყვიტა სიმართლე არ არის

„ორი ე.წ. „ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი 1თელიასონერაა“, მეორე კი - „ვიონი“ ანუ „ბილაინი“. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება „თელიასონერას“, ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი, ერთ-ერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. „თელიასონერას“ საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან მათი აზრით საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. „თელიასონერა“ მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს“, - წერს ბექაური.

12 ივლისი 2020, 23:05

COVID19

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი პოლიციამ საკარანტინო სივრცეში დააბრუნა

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. ამის შესახებ imedinews-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ შუახნის კაცი დღეს გაიქცა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა

ელისო ბრეგვაძე

12 ივლისი 2020, 22:58

საზოგადოება

ვინ არის პირველი ოფთალმოლოგი საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ვინც ოპერაციებს ინოვაციური მეთოდებით ატარებს

ასეთი ოპერაციების ჩატარება მან 2013 წლიდან დაიწყო. თვალღიაობას კი ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობს. ის პროფესიულ განვითარებას არ წყვეტს. 2018 წელს ევროპის ოკულოპლასტიკისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის ასოციაციის კონფერენციაზე ქვეყნის ისტორიაში პირველად საქართველოც მოხვდა. ქვეყანა სწორედ ელისო ბრეგვაძემ წარადგინა.

12 ივლისი 2020, 22:48

რეგიონი

როგორია ბერების ცხოვრება უდეს სამონასტრო კომპლექსში

უდეს სამონასტრო კომპლექსის ნაწილია წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. საბჭოთა პერიოდში ფუნქციაშეცვლილი უძველესი ეკლესიის რესტავრაცია, „ფონდმა ქართუმ“ უზრუნველყო.

დავით ზალკალიანი

12 ივლისი 2020, 22:34

COVID19

დავით ზალკალიანმა განმარტა, რატომ არის სავალდებულო საზღვარგარეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინში განთავსება და არა უცხოელი სტუმრებისთვის

დარეგისტრირდება ის აპლიკაცია, რომელსაც ტურისტები შეავსებენ და ჩვენ გვექნება ზუსტი აღრიცხვა, როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან დაკავშირება და კომუნიკაცია. 112-ს ექნება შესაძლებლობა, რომ მათ დაუკავშირდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

12 ივლისი 2020, 22:28

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტს გმობს

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 ივლისი 2020, 22:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვეს

„საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, რომელშიც, რა თქმა უნდა, ფიგურირებს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და კეზერაშვილი - მისი მინისტრი, ერთ-ერთი ფავორიტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში. სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვეს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ბერაია

12 ივლისი 2020, 22:04

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა, როგორც მასშტაბებით, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით, სტრატეგიული პარტნიორობით განსაზღვრული ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „იმედის კვირას“ განუცხადა.