imedi /  26 აპრილი 2020, 15:47 / სანდო წყარო

მეუფე იოანე გამრეკელი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება: ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა

მეუფე იოანე გამრეკელი

მეუფე იოანე გამრეკელი

ქუთათელ-გაენათელი მიტროპლიტი მეუფე იოანე გამრეკელი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, არ იცის, პრემიერმა ეს განცხადება რატომ გააკეთა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომ ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა.

,,განსაცდელია ჩვენი ცხოვრება, განსაცდელს ხან ვხედავთ, ხან-ვერა. ქრისტიანი ხედავს განსაცდელს, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ არის, არაა მარტო და არ ეშინია. იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია. ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, რასაც ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა“, - განაცხადა იოანემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, 24-აპრილს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საერთო კოვზით ზიარება კორონავირუსით ინფიცირების საფრთხეს შეიცავს.

„როგორც თქვეს თბილისში ავად გახდაო, მაგრამ სინტერესოა, რისგან გახდა ავად? თუ ტაძარში, მაშინ ტაძარში გავრცელდებოდა. ტაძარში არც მოძღვრებს, მსახურებს და არც მრევლს არ გადადებია. ე.ი გარედან მიიღო ეს, მაგრამ ვერ გადასცა ვერავის, არც იფიქრა მან რომ გადაეცა. არ გავრცელდა, უფალმა დაიცვა ყველანი. აბსოლუტური ამ ქვეყანაზე მარტო ღმერთია, დაცული არავინ არის. საუკუნეების მანძილზე არაერთი ჭირი ყოფილა, ევროპაში და საქართველოშიც და ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველა იყო დაცული. კი, რაღაც ეტაპამდე გიცავს, მაგრამ სიამაყეში რომ არ ჩავარდე, შენ შეიძლება ავად გახდე. თავდამბლობისთვის შეიძლება მოხდეს. ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ იმის შიშით, რომ რაიმე არ დამემართოს, აი, მაშინ დაგემართება. შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით ძლიერდება, გაძლიერდით სიხარულით“, - განაცხადა მეუფემ.

საქართველოში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიგა ბოკერია

18 აპრილი 2021, 19:47

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას დაიწყებს

„ჩვენ დარჩენილი გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - პოლიტპატიმრების თავისუფლება და ვადამდელ არჩევნებთან მისვლა. ამის გარეშე კრიზისიდან ვერ გამოვალთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი 2021, 19:43

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ქვეყანა და ხალხი თუ ვინმეს ადარდებს, კრიზისი უნდა დავასრულოთ, თუ არა და ჰქონდეთ ეს „ბასტი-ბუბუ“

„დოკუმენტში რა ცვლილებები იქნება, არ ვიცი. იმ დოკუმენტში რაც ეწერა, არ იყო ცუდი მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო წინსვლა თუ იქნება და კიდევ უფრო გაუმჯობესება მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმის კუთხით, ამას რა სჯობს! ბევრი შესწორება შეიძლება შევიდეს, რათა მართლმსაჯულება გახდეს სანდო, მართლმსაჯულების სისტემას ვენდობოდეთ და ყოველ ჯერზე არ ვლაპარაკობდეთ, ეს გამოუშვით და ის გამოუშვით! სისტემა უნდა გამორიცხავდეს ასეთ რამეს. მე ვიცი, ერთი რამ, ქვეყანა და ხალხი თუ ვინმეს ადარდებს, ეს კრიზისი უნდა დავასრულოთ, თუ არ ადარდებთ და ჰქონდეთ ეს „ბასტი-ბუბუ“!, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი ვაშაძე

18 აპრილი 2021, 19:30

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, შეთანხმება უნდა შედგეს, ეს პოზიცია აქვს მედიატორებსაც

ვფიქრობ, რომ შეთანხმება უნდა შედგეს. ვიმედოვნებ, რომ საერთო გზით შეგვეძლება შეთანხმების მიღება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა „დღეს გადამწყვეტი დღეა და მოდით, დღევანდელ დღეს ვისურვებდი, რომ დაგვერქმია „შეთანხმების დღე“, რომ შეთანხმება ნამდვილად მოხდეს, ისევე როგორც ამას გვთხოვს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოება, ქართველი ხალხი.

სალომე სამადაშვილი

18 აპრილი 2021, 19:30

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვა

„იმ დოკუმენტიდან, რომელიც უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს იყო, ორი პუნქტი მისაღები არ არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. ამიტომ ველოდებით, რა იქნება განახლებული მოლაპარაკებების დოკუმენტი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

18 აპრილი 2021, 19:21

ეკონომიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: იმედი მაქვს, ეს შეხვედრა ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები

„ნებისმიერ შემთხვევაში, ასე მკაფიო არასოდეს ყოფილა პოზიცია, რომელსაც ჩვენი მოდერატორები აფიქსირებენ და მე ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ჩემი კოლეგების პოზიციებს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძე

18 აპრილი 2021, 19:13

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: იმედი მაქვს, შეხვედრაზე ხელმოსაწერად ახალი ტექსტი დაგვხვდება და იგივე არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე იყო

იმედი მაქვს, ახალი ტექსტი დაგვხვდება და იგივე არ იქნება, რაც ბოლო რაუნდზე, - ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა ტექსტი იქნება, წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდაზე.

ხათუნა სამნიძე

18 აპრილი 2021, 19:05

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი შანსია შევძლოთ შეთანხმება

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის საკითხი, რასაც ელოდება დღეს ჩვენი საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები, გადაწყდება და ორივე მხარე შეძლებს გამონახოს საერთო ენა და დათმობებით მივიდეს შეთანხმებამდე. ევროპა და ამერიკა არიან ჩვენი მეგობრები. მათი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, ამიტომ ჩემი მოლოდინიც არის. ყველა რაუნდის წინ ვიყავი პოზიტიურად განწყობილი და იქვე ვამატებდი, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი შანსია, რომ შევძლოთ შეთანხმება“, - განაცხადა სამნიძემ.

ენრიკო ვალვოსი; თეა წულუკიანი

18 აპრილი 2021, 18:52

კულტურა

თეა წულუკიანმა იტალიის ელჩთან ერთობლივი პროექტები განიხილა

შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და Covid-19-ის პანდემიის პირობებში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. არაერთი მნიშვნელოვანი განხორციელებული პროექტისთვის ენრიკო ვალვოს მინისტრმა მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

ჯონ კერი

18 აპრილი 2021, 18:08

მსოფლიო

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ

კერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ჩინეთს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი კლიმატის შესახებ ვირტუალური სამიტისთვის მომზადებაა, რომელიც 22-23 აპრილს გაიმართება. სამიტზე ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინია დაპატიჟებული.

18 აპრილი 2021, 17:40

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2,144 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2,144 ადამიანს გამოუვლინდა, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 300,666 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,140 ადამიანი. ვირუსისგან 264,403 პაციენტი განიკურნა.

გიორგი ღოღობერიძე

18 აპრილი 2021, 17:25

COVID19

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს ვაქცინირებულმა სამედიცინო დაწესებულებას - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ვაქცინით გამოწვეული პროთრომბოზური თრომბოციტოპენია. ეს არის დაავადება, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ასევე, კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინაციას ახლავს“, - განაცხადა ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას. მისი თქმით, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ანაფილაქსიური შოკით ადამიანი გარდაიცვალა. ამდენად, მან ისაუბრა კიდევ ერთ გართულებაზე, რომელიც იშვიათია, თუმცა თუ მოქალაქე ამის შესახებ ინფორმირებული იქნება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარდაცვალების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

თეა წულუკიანი; გელა კანდელაკი

18 აპრილი 2021, 17:15

კულტურა

თეა წულუკიანი ჩრდილების თეატრის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ ჩრდილების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს „აფხაზეთი“ ესტუმრა. მინისტრმა მის სულისჩამდგმელთან გელა კანდელაკთან და მსახიობებთან შეხვედრა გამართა რუსთაველის თეატრის შენობაში, სადაც თეატრი, შენობის საკითხის მოგვარებამდე მუშაობას აგრძელებს.

18 აპრილი 2021, 17:01

პოლიტიკა

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა 19:00 საათამდე გადაიდო

დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდეს ხელი მოაწეროს შეთანხმებას.

„ქართული ოცნება“

18 აპრილი 2021, 16:53

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია - ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩართულიყო მხარეებს შორის მედიაციაში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოაგზავნა მისი წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა.

საბაგირო თბილისი

18 აპრილი 2021, 16:53

საზოგადოება

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი ხვალიდან ამოქმედდება

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

18 აპრილი 2021, 16:39

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათის ტერიტორიაზე გამოვლენილ ობიექტებზე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

„რამდენიმე მედიასაშუალება ცდილობს გაავრცელოს დეზინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“.

ჩარლზ გეშკე

18 აპრილი 2021, 16:34

ტექნოლოგიები

Adobe-ის თანადამფუძნებელი და PDF​-ფორმატის შემქმნელი ჩარლზ გეშკე გარდაიცვალა

„ეს დიდი დანაკარგია Adobe-ისთვისა და ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის, რომლისთვისაც გეშკე ათწლეულების განმავლობაში გმირი და მაგალითი იყო“, - დაწერა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა.

გუმათჰესი

18 აპრილი 2021, 16:34

რეგიონი

გუმათჰესის ხიდიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა

გუმათჰესის ხიდიდან ახალგაზრდა კაცი გადავარდა. ის მდინარიდან ჰესის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. შემთხვევა რიონის ხეობის მცველების პროტესტის ადგილთან ახლოს მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანი შეშას აგროვებდა, ხიდზე ჩატეხილი ჯებირის ადგილას სიმძიმემ გადასძლია და მდინარეში გადავარდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

18 აპრილი 2021, 16:32

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ამერიკის საელჩოს მოწოდება ხელი მოაწერონ დოკუმენტს, ოპოზიციისთვის არაფერს ნიშნავს, მთავარია რას ეტყვის მათი კურატორი მოსკოვში

ახლა, ამ წუთებში, ამერიკის საელჩომ ოფიციალურად და ცალსახად მოუწოდა ოპოზიციას, რომ მოაწერონ ხელი მედიაციის შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც უკვე ხელმოწერილია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს განცხადება, რომელიც „ფეისბუკშია“ გამოქვეყნებული, არაფერს ნიშნავს ოპოზიციისათვის. მთავარია რას იტყვის მათი კურატორი მოსკოვში, ლუბიანკაზე, ფეესბეს მაიორი ივან ლეონიდოვიჩი, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

18 აპრილი 2021, 15:31

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლები: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერები საქართველოში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.