imedi /  26 აპრილი 2020, 16:10 / სანდო წყარო

6 კვირის განმავლობაში პირველად, ესპანეთში ბავშვებს ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს

ესპანეთი კორონავირუსი ბავშვები

ესპანეთში ბავშვებს ქუჩაში გასვლის უფლება მისცეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავრობამ პატარებს ამის ნება 6 კვირის განმავლობაში პირველად დართო. საყოველთაო კარანტინის რეჟიმის გათვალისწინებული შეზღუდვა იმავე დღეს შემსუბუქდა, როცა ქვეყანაში 1 თვის მანძილზე კორონავირუსით გარდაცვლილთან რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბავშვები ქუჩაში პირბადეებით გავიდნენ. საგანგებო მდგომარეობა ესპანეთში 14 მარტს გამოცხადდა. ამის შემდეგ ბავშვებს გარეთ გასვლა აკრძალული ჰქონდათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2020, 16:40

COVID19

კოლუმბიაში შეიარაღებული დაჯგუფებები კარანტინის დამრღვევებს კლავენ

კოლუმბიაში კარანტინის დამრღვევებს შეიარაღებული ბანდები კლავენ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. ქვეყნის 32 შტატიდან 11-ში ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ. გამოცემის მტკიცებით, ხშირ შემთხვევებში მათ მიერ დაწესებული შეზღუდვები ოფიციალურზე უფრო მკაცრია.

16 ივლისი 2020, 16:35

COVID19

10 თვის ბავშვის კორონავირუსით ინფიცირების წყარო კვლავ უცნობია

„მცირეა ალბათობა იმისა, რომ დიაგნოზში შეიძლება შეცდომა იყოს, რადგან ბავშვი PCR ტესტით 2-ჯერ გადამოწმდა და სავარაუდო დადებითია შემთხვევა, თუმცა ის კიდევ შემოწმდება. პაციენტს დაავადება დაეწყო როგორც ნაწლავური ინფექცია: ღებინებით, დიარეით, ცხელებით და ამ ჩივილებით მიმართეს თელავის საავადმყოფოს, სადაც კორონავირუსზე ეჭვი მიიტანეს და ამიტომ ჩატარდა ტესტი“, - განაცხადა ნინო გაბისონიამ

ირაკლი კოვზანაძე

16 ივლისი 2020, 16:34

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება

გასული წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი წარმატებით იყენებდა ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

16 ივლისი 2020, 16:33

საზოგადოება

ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის „ლიბერთი ბანკისა“ და კომპანია „აქვა გეოს“ ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება „ლიბერთი ბანკის“სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.

დავით ზალკალიანი

16 ივლისი 2020, 16:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ველით, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მკაცრად მოსთხოვს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობოდ დაცვას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის პასუხი ჩვენს განცხადებაზე, რომელიც იყო პირდაპირი და ყველაფერს არქმევდა თავის სახელს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, მსგავსი ფაქტები ახალი არ არის და ადრეც იყო საქართველოს მოქალაქეების გატეცების, მათი უკანონო დატყვევების, დაჭრის ფაქტები.

16 ივლისი 2020, 16:26

საზოგადოება

ბაგა-ბაღების თანამშრომლები სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პაკეტით ისარგებლებენ

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

რიჟვაძე Unicef

16 ივლისი 2020, 16:21

რეგიონი

Unicef-ი „ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობასა და კრიტერიუმების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა. რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

ჰულუსი აქარი

16 ივლისი 2020, 16:20

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაციისთვის პასუხს აგებს - აზერბაიჯანის ტკივილი ჩვენი ტკივილია

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაციისთვის პასუხს აგებს.

თამარ გაბუნია

16 ივლისი 2020, 16:18

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სოლიდარობის კვლევაში ჩასართავად, ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტები არ არიან

დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ. „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტების დონეზე საქართველოში ჯერ არ დაწყებულა, ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება.

ყალბი ფული

16 ივლისი 2020, 16:13

მსოფლიო

ევროპის სამ ქვეყანაში ფულის გაყალბების ფაქტზე იტალიური მაფიის დავალებით მოქმედი 44 ადამიანი დააკავეს

ევროპოლმა ფულის გაყალბების მასშტაბური ქსელი გამოავლინა, რომელიც ნეაპოლიტანური მაფია „კამორას“ უკავშირდება. ამის შესახებ სააგენტო AFP წერს. 15 ივლისს ევროპის სამ ქვეყანაში ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც იტალიაში 40, საფრანგეთში 3, ბელგიაში კი 1 ადამიანი დააკავეს.

კობა გვენეტაძე

16 ივლისი 2020, 16:13

ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის წლიური ანგარიში წარადგინა. მან ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბაკნის მიერ გატარებულ ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო ნაბიჯებზე.

16 ივლისი 2020, 16:09

სამართალი

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი მოეწერა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID საქართველოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიდტი.

ეკა ბესელია

16 ივლისი 2020, 16:08

პოლიტიკა

ეკა ბესელია დენდროლოგიურ პარკზე: ადამიანი ბოროტი თუ არ ხარ, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს როცა რაღაც კეთდება

„რაც არ არის კარგი, ამასაც ვხედავ. ერთი მხრივ, კარგ საქმეს რომ გააკეთებ და მეორე მხრივ, იმდენ ცუდს გააკეთებ, რომ ადამიანებს მდგომარეობიდან გამოიყვან - ეს ეხება ქვეყნის მართვას. კარგად გამოსდის ამ ადამიანს კეთილი საქმეების და გააკეთოს, ქვეყნის მართვას თავი რომ დაანებოს, ეს იქნება ჩემი მთავარი რჩევა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზი

16 ივლისი 2020, 15:51

საზოგადოება

ისნის რაიონში 6 ათასამდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

გაზის მიწოდება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე მიმდებარედ არსებული კვებისა და კომერციულ ობიექტებს.

16 ივლისი 2020, 15:46

საზოგადოება

საქართველოს 64 ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდების განახლებისთვის 450-ლარიან ვაუჩერს მიიღებს

„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, მიმდინარე თვეში რეგიონალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების განახლების პროექტი მეშვიდედ ტარდება. ასოციაციის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ვაუჩერიზაციის პროექტი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

ქობულეთის მერია

16 ივლისი 2020, 15:37

საზოგადოება

ფართის დაკანონების მოთხოვნით ქობულეთის მერიის შენობაში საპროტესტო აქციას მართავენ

12 ოჯახი ფართის დაკანონებას ითხოვს. ამბობენ, რომ ამ შენობაში 8 წელია, ცხოვრიბენ, ახლა კი გამოსახლება ემუქრებათ. მათივე თქმით, შენობა საკრებულოს დეპუტატმა, მალზახ რომანაძემ შეისყიდა.

ელმარ მამედიაროვი

16 ივლისი 2020, 15:32

მსოფლიო

ილჰამ ალიევმა ელმარ მამედიაროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

16 ივლისი 2020, 15:32

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან ზ.ხ-ს ამ წუთებში გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტიზა უტარდება. პროცესს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად არასრულწლოვნის უფლებადამცველიც ესწრება. ექსპერტიზამ ახლა უნდა დაადგინოს მიიღო თუ არა 19 ივნისის ღამეს ზ.ხ-მ სხეულის რაიმე სახის დაზიანება, თუმცა ადვოკატი გიორგი გელხაური მისივე დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბრალდებულს დაზიანებები არ აქვს იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირების არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია.

16 ივლისი 2020, 15:29

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის დავალებით, დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირებისთვის მექანიზმი შემუშავდება

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში, განსაკუთრებული პრიორიტეტი ეკოტურისტულ მიმართულებებს მიენიჭება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისსტრაციის განცხადებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარების შესაძლებლობებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

Megan Thee Stallion

16 ივლისი 2020, 15:27

კულტურა

ამერიკელი რეპერი Megan Thee Stallion ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც პოლიცია მანქანას აჩერებს, რომელშიც Megan Thee Stallion-ი და კიდევ ერთი რეპერი Tory Lanez-ი იმყოფებოდნენ. მეგანს ფეხიდან სისხლი მოსდიოდა. მოგვიანებით კი ლანეზს არარეგისტრირებული იარაღის ტარების მუხლით ბრალი წაუყენეს. პოლიციაში ასევე დასძინეს, რომ ინციდენტის დროს „ერთი ადამიანი ფეხში დაიჭრა“.