imedi /  27 აპრილი 2020, 11:10 / სანდო წყარო

მარინა ეზუგბაია: ასე მგონია, ჟურნალისტების ნაწილს სურს, რომ მეტი ინფიცირებული გვყავდეს

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

რატომ უჩნდება კითხვები ჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს მონაცემები არასწორია, არ ვიცი - ასე მგონია, სურს, რომ მართლა მეტი ინფიცირებული იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„შიდა გავრცელების პერიოდი, საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით და ეს სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორია. რატომ უჩნდება კითხვები ჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს მონაცემები არასწორია, არ ვიცი - ასე მგონია, სურს, რომ მართლა მეტი ინფიცირებული იყოს. ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. საქართველოს შესაშური სტატისტიკური მონაცემები აქვს და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2021, 11:42

რეგიონი

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებით სხვადასხვა თემაზე პროტესტს, იმედგაცრუებულ, გაბრაზებულ ადამიანებს, რომლებსაც შედეგი არ აქვთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა

15 აპრილი 2021, 11:38

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ამ იწილო-ბიწილოს თამაშს სჯობს ხელისუფლება აზრიანი წინადადებებით შემოვიდეს

აბსოლუტურად მართალია, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში, ნებისმიერი პოლიტიკური დებატების ადგილი არის პარლამენტი. მაგრამ არის ერთი მთავარი ასპექტი, ნატოს წევრ ქვეყნებში პარლამენტის არჩევნებს არ აყალბებენ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

ადამ კინზინგერი

15 აპრილი 2021, 11:33

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანა წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა.

პაატა მანჯგალაძე

15 აპრილი 2021, 11:33

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით ვერ მიაღწია იმას, რასაც ჩვენ ვაღწევთ იმით, რომ არ შევედით რამდენიმე ხანი პარლამენტში

ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად 5 ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაც ფუნქციონირებად დემოკრატიას სჭირდება. 9 წლის განმავლობაში, როგორც კი ამ საკითხებზე შედგება შეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შევა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ლაშა დამენია

15 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

ლაშა დამენია: პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის

„პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის, თუმცა როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში არ აცხადებენ პარლამენტის ბოიკოტს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებში არჩევნები ასე ტოტალურად არ ყალბდება. ნატოს წევრ ქვეყნებში არ ჰყავთ პოლიტპატიმრები, ოპოზიციურ პარტიებს ოფისებში არ უვარდებიან და მათ ოფისებს არ წვავენ. ამიტომ აქედან ერთადერთი გამოსავალია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“, - განაცხადა დამენიამ.

გიორგი ბოტკოველი

15 აპრილი 2021, 11:27

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი აპატურაის განცხადებაზე: მთავარი რჩევა ქართველმა ხალხმა უნდა მოგვცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქუჩაში ყოფნა მათი თვითმიზანი ნამდვილად არაა, მაგრამ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

15 აპრილი 2021, 11:21

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,014 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,014 ადამიანს დაუდასტურდა, 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 206,142 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,817 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 185,125.

15 აპრილი 2021, 11:20

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 433 ადამიანი ემსხვერპლა.

ნეიმარი

15 აპრილი 2021, 11:14

სპორტი

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

15 აპრილი 2021, 11:12

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაშია გამოვლენილი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ს

15 აპრილი 2021, 11:07

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი თალაკვაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

15 აპრილი 2021, 10:59

საზოგადოება

გლდანის რაიონის მცხოვრებლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

15 აპრილი 2021, 10:58

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

15 აპრილი 2021, 10:58

მსოფლიო

Bloomberg: არჩევნებში ჩარევისა და კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და კომპანია SolarWinds-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 10:58

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 446 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე 446 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 ავადმყოფი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

15 აპრილი 2021, 10:54

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.68%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.82 %.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 292 244 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 279 389, გარდაიცვალა 3 908 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:47

საზოგადოება

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენასთან ერთად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება

მათივე ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:39

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 462 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 75 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 462 ადამიანი კი გარდაიცვალა.