imedi /  27 აპრილი 2020, 11:29 / სანდო წყარო

როგორ იწარმოება საქართველოში მედპერსონალისთვის აუცილებელი სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა

სამედიცინო აღჭურვილობის შეკერვა

ეპიდემიის დროს, როდესაც ადამიანების უმეტესობა სახლშია და სამსახურები დაიკეტა, არიან ადამიანები, რომელთა საქმიანობაც მოთხოვნადი გახდა. მათ შორის არიან ისინი, რომლებიც სამედიცინო პერსონალისთვის სპეციალურ აღჭურვილობას კერავენ. „იმედის დილა“ ორ ასეთ კომპანიას: „დოქტორ გუდს“ და „ფავორიტი სტილს“ ესტუმრა და სამედიცინო აღჭურვილობისთვის აუცილებელი საგნების წარმოების პროცესი გადაიღო.

კომპანია „დოქტორ გუდსი“ მედპერსონალისთვის აუცილებელ ერთჯერად ხალათებსა და ბიოლოგიურ კომბინიზონებს კერავს. კომპანიის მმართველი პარტნიორის, მაუკა ხადურის განცხადებით, მათი თანამშრომლებისა და ნაწარმის წარმოების რაოდენობა ბოლო ერთ თვეში გაიზარდა.

„ჩემი ჩათვლით საწარმოში 20 თანამშრომელი იყო და ბოლო ერთ თვეში 104-მდე ავედით. თვის განმავლობაში ჩვენ 15-16 ათასზე მეტი ხალათის შეკერვა არ გვჭირდებოდა, რადგან ბაზარზე მოთხოვნა არ იყო. დღეს კი მათი წარმადობა დღეში 10 ათასია. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექიმებისთვის აუცილებელი ერთჯერადი ქირურგიული ხალათები, ბიოლოგიურ კომბინიზონები, რომელიც სასწრაფოს ექიმებს, ინფექციონისტებს სჭირდებათ, ჩვენ მიერ მზადდება“, - განაცხადა მაუკა ხადურმა.

მისივე თქმით, ისეთ აღჭურვილობასაც კერავენ, რასაც აქადე კომპანია არ აწარმოებდა. კერძოდ, ბიოლოგიურ კომბინიზონებს და მათი შეკერვა ბევრად უფრო რთულია. ასეთი კომბინიზონები კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მუშობის დროს აუცილებელია.

ბიოლოგიური კომბინიზონი და ერთჯერადი სამედიცინო ხალათები სპეციალური მასალისგან მზადდება, რომელიც თურქეთიდან ჩამოაქვთ და თბილისში კერავენ. მათი შეკერვა სხვადასხვა სახის მასალისგან ხდება, თუმცა ორივე მასალას გააჩნია პოლიეთილენის შრე, რაც რაიმე სითხის შეღწევადობას ხელს უშლის. „ლუგარის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ჩვენი კომბინიზონები სითხეს არ ატარებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია „ფავორიტი სტილი“ ერთი თვის წინ წიგნებს, ბუკლეტებს, ბანერებს ბეჭდავდა, თანამსრომლობა სამკერვალო ფაბრიკასთან დაიწყო. დღეს ისინი ერთად, სამედიცინო აღჭურვილობას ამზადებენ. საწარმოში ამბობენ, რომ მათი მომხმარებლები კერძო კლინიკები და კერძო პირები არიან. მათგან აღჭურვილობის შეძენას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც აპირებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცემს.

„როდესაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ასე ვთქვათ, შევცვალეთ წარმოების მიმართულებები. პირველი იყო სახის დამცავი ნიღაბი - ფარი. შემდეგ კომბინიზინოების, ხალათების სადეზინფექციო ხსნარების და პირბადეების წარმოება დავიწყეთ“, - განაცხადა „ფავორიტი სტილის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანა გობრონიძემ.

კომპანია დღეს ასევე ყოველდღიურად დაახლოებით 30 ათას ცალ სამშრიან პირბადეს აწარმოებს.

დღეის მონაცემებით, საქართველოში მედპერსონალს დღეში 15 ათასი კომბინიზონი, 100 ათასი ხალათი, 10 ათასი ფარი, 500 ათასი პირბადე, 100 ათასი წყვილი ხელთათმანი, ამდენივე წყვილი ბახილი და ქუდი სჭირდება. ჯანდაცვის სამინსიტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ეკიპირებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა საკმარისი რაოდენობა აქვს.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 16:19

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალს ეხმაურება.

იაგო ხვიჩია

23 აპრილი 2021, 16:10

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ნიკა მელიაზე: როცა გირაოთი არ გამოდიხარ და ამნისტიაზე მომუშავე ხალხს ამორალურს უწოდებ, ეს არის უპასუხისმგებლობა

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამნისტია შეთანხმების დოკუმენტში ნიკა მელიას გამო ჩაიდო და თუ ის გირაოთი გამოსვლაზე უარს ამბობს და ამნისტიის აქტზე მომუშავე ხალხს ამორალურს უწოდებს, ეს არის უპასუხისმგებლობა.

ალექსეი ნავალნი

23 აპრილი 2021, 16:04

მსოფლიო

ალექსეი ნავალნიმ შიმშილობის შეწყვეტა გამოაცხადა

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ შიმშილობის შეწყვეტა გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე გააკეთა.

23 აპრილი 2021, 15:58

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი: „ტვ პირველი“ ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობასა და სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობასა და სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას.

იაგო ხვიჩია

23 აპრილი 2021, 15:45

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ძირითად პუნქტებზე შეთანხმება მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, გამძლეობაში ვარჯიშია

ჩემი აზრით, მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება ძირითად პუნქტებზე მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია, რამდენ ხანს გავძლებთ ციხეში. ამას პოლიტპატიმრობასთან კავშირი არ აქვს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ გირაოს იხდის, რათა გარეთ გამოვიდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

23 აპრილი 2021, 15:42

პოლიტიკა

მაია ბითაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის გეგმები და პრიორიტეტები, როგორებიცაა ეკონომიკის მწვანე განვითარება და გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზაცია დიდ ქალაქებში, ასევე განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებით ენერგოეფექტურობის და სეპარაციის საკითხებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალ სისტემებს ეხება ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე”. - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვახტანგ მეგრელიშვილი

23 აპრილი 2021, 15:37

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: არც ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ

„ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ასეთი კრიზისის პროვოცირებაში ვინც არის დამნაშავე, ის თვითონაც იგრძნობდა პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენი შეთანხმება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგობა-არგადადგომაა. წესრიგი, რომელიც იქნება შემდეგი არჩევნების შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი“.

დავით ნარმანია

23 აპრილი 2021, 15:37

ეკონომიკა

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო

ასევე, შეხვედრის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამომავლო სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წარმომადგენელმა, ზვიად გაჩეჩილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა „ანბანდლინგის“ (განცალკევება) პროცესზე, გადამცემი და განაწილების სისტემების საქმიანობების განცალკევების აუცილებლობაზე.

23 აპრილი 2021, 15:36

მსოფლიო

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ.

ირაკლი ბერაია

23 აპრილი 2021, 15:28

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: შალვა ლომიძე მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა

„ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ შალვა ლომიძეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე. ჩვენი უსაფრთხოების გარემო საკმაოდ კომპლექსური და დინამიკურია, სადაც დაზვერვის სამსახურს უწევს საფრთხეებსა და გამოწვევებზე წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება, მათი პროგნოზირება და სხვადასხვა მაღალი სირთულის ამოცანის შესრულება. სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობა პირდაპირ აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე“ - აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 15:23

COVID19

„სინოფარმით“ სავარაუდოდ, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები აიცრებიან

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ლევან იზორია
ნორბერტ როტგენი

23 აპრილი 2021, 15:21

პოლიტიკა

ლევან იზორია ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე და გერმანიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერისა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე

23 აპრილი 2021, 15:18

რეგიონი

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ

​​​​​​​დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ტექნიკა იმ ადგილას ჰყავდათ გამოყვანილი, სადაც 20 აპრილს ხის საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს და ხნულები გაავლეს. პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც აკვირდებოდა. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზე, უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრშია განთავსებული.

23 აპრილი 2021, 15:10

პოლიტიკა

დმიტრო კულება: საქართველოსა და უკრაინას ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ თბილისს და ანალოგიურად, თბილისს შეუძლია ჰქონდეს კიევის იმედი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მინისტრებმა განიხილეს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 15:07

COVID19

ამირან გამყრელიძემ დაასახელა, რომელ ქალაქშია ვაქცინაციაზე ყველაზე მეტი მომართვიანობა

ჩვენ წელს ერთად უნდა შევაგროვოთ დაახლოებით 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა, რომ ორჯერადად ავცრათ მილიონ 700 ათასამდე ადამიანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „თუ ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წლის ბოლოს წერტილს დავუსვამთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას, კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას, თანდათან ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რითმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლადო პაპავა

23 აპრილი 2021, 14:58

პოლიტიკა

ლადო პაპავა: დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი - დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო

ეკონომისტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, აღნიშნული სტრატეგია შეიცვალა პრიმიტიული ოთხპუნქტიანი გეგმით.

23 აპრილი 2021, 14:58

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტს 9 აპრილს დაღუპულებისა და ირაკლი ბათიაშვილისთვის გმირების წოდების მინიჭების ინიციატივით მიმართეს

მიენიჭოთ 9 აპრილს დაღუპულ ახალგაზრდებს გმირის წოდება - ამ ინიციატივით დღეს საქართველოს პრეზიდენტს ხათუნა ხოფერიამ მიმართა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ექსკლუზიური უფლება აქვს, მიანიჭოს გარდაცვლილებს საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 14:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს

„საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

23 აპრილი 2021, 14:50

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ პროგრამაში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მორიგ ჯგუფს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.

ლადო პაპავა

23 აპრილი 2021, 14:43

პოლიტიკა

ლადო პაპავა: ირაკლი ღარიბაშვილს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმა წარმატებული აღმოჩნდეს

ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდგინდებოდა, მე მასთან მქონდა 1-საათიანი, ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე, გეგმაზეც და მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ სტრატეგიის გამოყენება, - ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ, ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა.