imedi /  27 აპრილი 2020, 15:29 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა. შესაბამისად, აუცილებელია, ყველამ მკაცრად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის - პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცია.

მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ღონისძიებების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყო. ეს ეტაპი გულისხმობს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით თავისუფალ გადაადგილებას და ტაქსების ოპერირებას.

დღეიდან დაშვებულია ყველა ტიპის ონლაინვაჭრობა - როგორც საბითუმო, ისე საცალო. ასევე, დღეიდან სრულად დაშვებულია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და საქმიანობას განაგრძობენ ღია ტიპის აგრარული ბაზრებიც.

ყველა შემთხვევაში სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რომელთა დარღვევა მუშაობის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაშია კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. თუმცა, დღეს და ხვალ - 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა, მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ხოლო რეგისტრაციის - იურიდიულ მისამართზე დაბრუნებას მოქალაქეები ნებისმიერ დღეს შეძლებენ.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს გამართავს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, სამინისტროები წარადგენენ გეგმის შესაბამისად გაწერილ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლის მიხედვითაც დაიწყება ანტიკრიზისული გეგმის პრაქტიკული განხორციელება - მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა მოქალაქეებისთვის და ასევე, მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება კერძო სექტორისთვის.

როდის და როგორ მოხდება მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემა, ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაცია მოსახლეობას მიმდინარე კვირის განმავლობაში მიეწოდება.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და მათი დატვირთვის დონე, ასევე - თავისუფალი საწოლების რაოდენობა და სამედიცინო პერსონალის მზადყოფნის ხარისხი.

აქტიურად გრძელდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ეფექტურობისა და უწყვეტობის კონტროლი და კლინიკების მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. პროცესი მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ოპერაციულ შტაბთან სრულ კოორდინაციაში ხორციელდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში, თითოეულ აგრარულ ბაზარზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარული ნორმების დაცვა, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად შესრულება, თერმოსკრინინგი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დეტალურად არის გაწერილი სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მედიკოსების მიერ ერთობლივად შემუშავებულ გაიდლაინში.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 ათასზე მეტი მოქალაქე, ხოლო 14 ათასამდე მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.

საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 21:35

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ახლა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიბაძონ მმართველ პარტიას და მოაწერონ ხელი დოკუმენტს

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ახლა მოლაპარაკებებში ჩართულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მიბაძონ მმართველ პარტიას და მოაწერონ ხელი დოკუმენტს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

ვაჟა მარგველაშვილი

16 აპრილი 2021, 21:30

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა ვაჟა მარგველაშვილმა 66-კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვაჟამ ტურნირი ესპანელ ნიეტო ჩინაროსთან, იპონით დაიწყო. შემდეგ იყო 1/4 ფინალი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა, ბელარუსიელი სპორტსმენი დმიტრი მანკუ, დამატებით დროში დაამარცხა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 21:24

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მთელი გულით მივესალმები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ეს იყო აუცილებელი

ეს არის უდიდესი ნაბიჯი და მინდა შევაქო საქართველოს მმართველი პარტია ამ გადაწყვეტილების გამო, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა. ევროპარლამენტარი შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 21:18

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესები და ამომრჩევლის სურვილები ყველაფერზე მაღლა დააყენა

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესები და ამომრჩევლის სურვილები ყველაფერზე მაღლა დააყენა.

რუსთაველის თეატრი

16 აპრილი 2021, 21:09

საზოგადოება

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ის თეატრში რჩება, თუმცა გამოძიების დასრულებამდე სცენაზე არ გამოჩნდება. ბესო ზანგურის როლებიდან მოხსნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

16 აპრილი 2021, 21:07

პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ყველა მხარეს მოვუწოდებ, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

16 აპრილი 2021, 20:54

COVID19

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 11 მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

16 აპრილი 2021, 20:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 804 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 804 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 955 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 აპრილი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

16 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 429 ადამიანი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 20:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციას

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, თუმცა ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოთქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 20:28

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 34 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

16 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად შეცვლიან.

16 აპრილი 2021, 20:16

მსოფლიო

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

16 აპრილი 2021, 20:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დოკუმენტს გავეცნობით, თუ „გირჩის“ გეგმა შესრულდა, რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო

დოკუმენტი იყო შეთანხმების, ანუ შერიგების ქართული პოლიტიკური სპექტრის. ჩვენ, ანუ „გირჩი“ არა ვართ მთავარი მოჩხუბარი მხარე, რომელსაც სჭირდება შერიგება ამ დოკუმენტით, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ეს მათი შერიგების დოკუმენტია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:58

მსოფლიო

ამერიკის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 19:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მოვუსმინოთ საპატრიარქოს, რომ ნამახვანჰესის საკითხზე ერთადერთი გზა დიალოგია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო ერთგვარი ორიენტრი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ეხება ნამახვანჰესთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მწვავე საკითხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 აპრილი 2021, 19:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

„ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განცხადა.

სერგო ჩიხლაძე

16 აპრილი 2021, 19:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ის, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზადაა.

გაბი აშკენაზი

16 აპრილი 2021, 19:51

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.