imedi /  27 აპრილი 2020, 17:44 / სანდო წყარო

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი: საქართველომ შეძლო ვირუსის გავრცელების მრუდის სტაბილიზაცია

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ავსტრიის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით მსგავსი მიდგომები აქვთ.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს და ავსტრიას კორონავირუსის მართვის კუთხით ძალიან მსგავსი მიდგომები აქვს. ავსტრიაში ახლა, ნელ-ნელა იწყება შეზღუდვების მოხსნა, როგორც თქვენი მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია საქართველოშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ახლა გამოვდივართ კრიზისიდან და ეტაპობრივად და ძალიან ფრთხილად ვანახლებთ სწავლას სკოლებში, ვხსნით რესტორნებს და სასტუმროებს. როგორც ვხედავ, საქართველო კარგად ახერხებს ვირუსის კონტროლს, თქვენმა ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების მრუდის სტაბილიზაცია. რაც შეეხება ტესტებს, ჩვენც საქართველოს მსგავსად უპირატესობას ვანიჭებთ PCR ტესტირებას, უკვე მალე დავიწყებთ ანტისხეულებზე ტესტირებასაც. მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა”, - განაცხადა ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანსჩობერმა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას გააჩნია საუკეთესო მაჩვენებელი ეპიდემიის კონტროლის კუთხით.

„ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად გლობალურ გამოწვევაზე, რაც კოვიდის ინფექციის გავრცელებას შეეხება მსოფლიოს მასშტაბით. რაც გამოიკვეთა, არის რომ ავსტრია, როგორც საქართველო მიმართავს მიზნობრივ ტესტირებას, ისინი იკვლევენ მიზნობრივ ჯგუფებს და ახლა გეგმავენ უკვე ანტისხეულების ტესტირებას, იმას რასაც საქართველო დღესდღეობით უკვე აკეთებს. მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის მოძრაობის აღდგენა და მათთვისაც, ისევე როგორც საქართველოსთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვან პარტნიორებად დარჩებიან ის ქვეყნები, რომლებიც იქნებიან კოვიდისგან თავისუფალი, ვინაიდან ორივე სახელმწიფოსთვის უპირატესია საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ხელს შევუწყობთ ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას იმ ქვეყნებში, სადაც არ იქნება კოვიდ ინფექციის რისკი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

ბექა დავითულიანი

19 მაისი 2021, 01:28

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ავტობუსების შესყიდვის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: კონკრეტული არხებისა და მათი მეპატრონეების პოლიტიკაა, რომ სადაც ყველაზე სწორი მიმართულებით ვითარდები, რაღაც შავი ჩააწვეთონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი, გადაცემა „იმედის ფაქტორში“ სტუმრობისას, გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ერთ-ერთი ტენდერის დროს, ავტობუსების შეძენისას, დედაქალაქის მერიამ „60 მილიონი ლარი გაფლანგა“.

19 მაისი 2021, 00:57

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტის სპიკერთან კახა კუჭავასთან შეხვედრას ეხმაურება.

კურტ კობეინი

19 მაისი 2021, 00:50

ტაბლოიდი

კურტ კობეინის თმის 6 ღერი აუქციონზე გაიყიდა

აუქციონის სახლ Iconic Auctions-ის ინფორმაციით, ყველაზე გრძელი ღერის სიგრძე 6.35 სანტიმეტრია. თმა მუსიკოსს 1989 წლის 29 ოქტომბერს სტილისტმა ტესა ოსბორნმა შეაჭრა. ეს ჯგუფის პირველი ალბომის გამოსვლის შემდეგ მოხდა. ოსბორნმა იწინასწარმეტყველა, რომ ჯგუფი დიდ წარმატებას მიაღწევს, ამიტომ კობეინის თმის ღერები შეინახა.

19 მაისი 2021, 00:16

COVID19

საუდის არაბეთში 1-ლი აგვისტოდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

საუდის არაბეთში 1-ლი აგვისტოდან სახელმწიფო დაწესებულებებში შესვლას, ასევე რიგ ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ. ამის შესახებ Twitter-ზე სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს.

ბექა დავითულიან

19 მაისი 2021, 00:14

საზოგადოება

ბექა დავითულიანმა განმარტა, რას ითვალისწინებს სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი

სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე პარლამენტის დეპუტატმა და დედაქალაქის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ბექა დავითულიანმა „იმედის ფაქტორში“ ისაუბრა. „სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვარ. ქალაქს აქვს გარკვეული ვალდებულებები და აქვს ამ ვალდებულებების გასტუმრების შეზღუდული შესაძლებლობა, არსებული რეალობის მიღების გარეშე. სადღაც დგას შენობები, რომლებიც ჩვენ ექსპლუატაციაში მიღებული არ გვაქვს იმიტომ, რომ არ შეესაბამება სამშენებლო სტანდარტებს. შემდეგ ეს მშენებლები საერთოდ გადიან ამ საქმიდან, აძლევენ მოქალაქეს

ნაომი კემპბელი

19 მაისი 2021, 00:11

ტაბლოიდი

50 წლის ნაომი კემპბელი დედა გახდა

„ვამაყობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს მშვენიერი სული გაჩნდა. მსოფლიოში ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს“, - დაწერა მოდელმა.

19 მაისი 2021, 00:10

მსოფლიო

ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადება

ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა ჰიდაი ზილბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტებზე ინტენსიური იერიშისთვის ემზადება.

ბექა დავითულიანი

18 მაისი 2021, 23:57

საზოგადოება

ბექა დავითულიანმა განმარტა როდის დაასახელებს „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს

„კახა კალაძე არის საუკეთესო მერი დამოუკიდებლობის განმავლობაში და არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, როგორც ტრადიციულად ვაცხადებთ, გამოვაცხადებთ ვინ იქნება მერობის კანდიდატი“, - განაცხადა დავითულიანმა.

მამუკა სალუქვაძე

18 მაისი 2021, 23:54

საზოგადოება

მამუკა სალუქვაძე: ძალიან სკრუპულოზური კვლევები ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, რა რესურსის მატარებელია თბილისი

ძალიან სკრუპულოზური კვლევები ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, რა რესურსის მატარებელია თბილისი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორმა და ურბანისტმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.

გიორგი ტყემალაძე

18 მაისი 2021, 23:53

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: თბილისს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა წლების განმავლობაში არ ჰქონდა, ასეთი რუკა არ არსებობდა

„ისტორიულ ნაწილს რაც შეეხება, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქს წლების განმავლობაში არ ჰქონდა, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. გამქრალი იყო. ასეთი რუკა არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ახალი გენგეგმის მიღების ეტაპზე უკვე გენგეგმაშია ასახული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი რუკა გვაქვს. იგი გულისხმობს, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილის ზონაში ყველანაირი სახის მშენებლობა აკრძალულია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კიდევ ისტორიული სხვა არეალები, რომლებიც ასეთი მკაცრი არ არის“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ბექა დავითულიანი

18 მაისი 2021, 23:46

საზოგადოება

ბექა დავითულიანი: სატრანსპორტო პოლიტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო და სწორი მიმართულება, რაც გავაკეთეთ ამ წლების მანძილზე

„არის 8 და არის 12-მეტრიანი ავტობუსები. ჩვენ ვიყიდეთ 12-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც, ცხადია, 8-მეტრიანზე ძვირია. ამას დაემატება ის, რომ ჩვენ არ გვიყიდია დაბალი კომპლექტაციის ავტობუსები, იმიტომ რომ თბილისში ავტობუსების სტანდარტი საკმაოდ მაღალია, რაც ჩვენი პოლიტიკის ნაწილია, რომ რამენაირად საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ პოპულარული. გამონაბოლქვი რომ იდგა თბილისის გზებზე ამ ყვითელი ავტობუსების გამო, დღეს ისეთი მაღალი სტანდარტის ავტობუსები გვყავს, როგორიც აღმოსავლეთი ევროპის ბევრ ქალაქს არ ჰყავს“, - განაცხადა დავითულიანმა.

მამუკა სალუქვაძე

18 მაისი 2021, 23:44

საზოგადოება

მამუკა სალუქვაძე: დღეს მერიას აქვს სამოქმედო გეგმა და ქალაქს გააჩნია იდეოლოგია

დღეს მერიას აქვს სამოქმედო გეგმა და ქალაქს გააჩნია იდეოლოგია, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორმა და ურბანისტმა, მამუკა სალუქვაძემ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ ისაუბრა.

ბექა დავითულიანი

18 მაისი 2021, 23:35

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: გაცხადებული პოლიტიკა იყო, რომ მთავარია, თანხა შევიდეს ბიუჯეტში, და არ აქვს მნიშვნელობა, ეს როგორ მოხდება

განაშენიანების ნებართვების გაცემა იყო მიდგომისა და იდეოლოგიის ნაწილი. ყველაფრის დერეგულაციასთან ერთად განაშენიანების ნორმების დერეგულაციაც მოხდა. მთავარია, რომ თანხა შევიდეს ბიუჯეტში, და არ აქვს მნიშვნელობა იმას, ეს როგორ მოხდება. ეს იყო გაცხადებული პოლიტიკა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

გიორგი სულაბერიძე

18 მაისი 2021, 23:33

საზოგადოება

გიორგი სულაბერიძე: განსაკუთრებით პანდემიამ გამოაჩინა, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქში საზოგადოებრივი სივრცეების არსებობას

„მუნიციპალიტეტის მხრიდან ნამდვილად მისასალმებელია ის, რასაც ვხედავთ. რამდენი სკვერი და საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნა. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც გამწვანება იყოს. ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი სივრცეები. განსაკუთრებით პანდემიამ გამოაჩინა, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქში საზოგადოებრივი სივრცეების არსებობას, სადაც შესაძლებელია თავშეყრა, რაღაც სოციალური ურთიერთობები და ასე შემდეგ“, - განაცხადა სულაბერიძემ.

ბექა დავითულიანი

18 მაისი 2021, 23:29

საზოგადოება

ბექა დავითულიანი: ჩვენ გვაქვს წარმოდგენა როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ქალაქი და კოლაფსი არ მოგვივა

„ჩვენ დიდწილად ქაოსი გვქონდა, ქალაქს რა მოუვიდოდა წლების მერე ზუსტად არ ვიცოდით. ამიტომ დავსხედით გენგეგმის ჯგუფთან ერთად მათ შორის და წარმოვიდგინეთ, ქალაქს რა უნდა მოუვიდეს, მივიღეთ ეს დოკუმენტად და როგორ განვითარდება და როგორი იქნება ეს ქალაქი წლების მერე, ამის ჩარჩო შევადგინეთ“, - განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი ტყემალაძე

18 მაისი 2021, 23:18

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: უზარმაზარი შრომა ჩაიდო, რათა გენგეგმა იმ ხარისხით მიგვეღო, რა ხარისხსაც ჩვენი მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა

წინა საარჩევნო კამპანიის დროს ურბანული პოლიტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ვფიქრობ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერმა და ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ამ პრიორიტეტის რეალობად ქცევა შესაძლებელი იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 23:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში პირველ ადგილზე კახა კალაძეა

„ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური და დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ დღეს კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით. ეს არის არსებული მოცემულობა. ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „ქართული ოცნების“ გუნდში“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 22:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ე.წ. გუნდი დადის და ამბობს, რომ არის „ოცნება 2“ - ტყუილია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საჯარო მოხელე, რომელიც თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნით არის გამწესებული, თუ ის შეიცვლის პოლიტიკურ შეხედულებას, კანონის მიხედვით ტოვებს თანამდებობას. ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გახარიას გუნდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ პროექტი არ წარმოადგენენ.

18 მაისი 2021, 22:50

მსოფლიო

Axios: ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორსა და მის აღმასრულებელ დირექტორს სანქციებს არ დაუწესებს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციებს არ დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 მაისი 2021, 22:24

საზოგადოება

თბილისის ნაწილს 19 მაისს სხვადასხვა ტიპის სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 19 მაისს სხვადასხვა ტიპის სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.