imedi /  29 აპრილი 2020, 10:17 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა

კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში - 5153 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 549 ადამიანი რჩება.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

25 მაისი 2020, 12:47

ეკონომიკა

2020 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით საქართველოდან საზღვარგარეთ 10,5%-ით ნაკლები ტურისტული ვიზიტი განხორციელდა

2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.9 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.4 ღამე) 14.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს„-აცხადებენ საქსტატში.

25 მაისი 2020, 12:42

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვირთხების ქცევა უფრო აგრესიული გახდა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვირთხების ქცევა უფრო აგრესიული გახდა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენი

25 მაისი 2020, 12:22

COVID19

ავსტრიის პრეზიდენტი კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო ბოდიშს იხდის

ავსტრიის პრეზიდენტი, 76 წლის ალექსანდერ ვან დერ ბელენი ბოდიშს იხდის კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის. „გულწრფელად ვწუხვარ. ეს შეცდომა იყო. კარანტინის გამოცხადების შემდეგ პირველად გავედი გარეთ, ორ მეგობართან და მეუღლესთან ერთად. საუბრისას დროის კონტროლი დავკარგეთ“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ის გვერდზე.

ანა დოლიძე

25 მაისი 2020, 12:17

სამართალი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საკონსულტაციო მრგვალი მაგიდის შექმნას ითხოვს

იმისთვის, რომ ბიზნესმა და მოქალაქეებმა დროზე მიიღონ გადაწყვეტილებები და დროზე ჩაიბარონ გადაწყვეტილებები, გავმართოთ საკონსულტაციო პროცესი, საკონსულტაციო მრგვალი მაგიდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროცესები შესულია ჩიხში და „სასამართლოს გათანამედროვებისთვის“ საჭიროა საკონსულტაციო პროცესი სასამართლო ხელისუფლების, ბიზნესის, უცხოელი პარტნიორების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით.

თეიმურაზ შარაშენიძე

25 მაისი 2020, 12:16

პოლიტიკა

თეიმურაზ შარაშენიძე: ჩვენი პროტესტი უკრაინამ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო და არ გაჰკვირვებია

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინიდან გამოწვეული საქართველოს ელჩი მივიდა. „ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ორ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები. როდის დამთავრდება ვერ გეტყვით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან თეიმურაზ შარაშენიძემ. ​დიპლომატი არ იზიარებს კრიტიკას უკრაინაში საქართველოს საელჩოს მუშაობასთან დაკავშირებით. „მქონდა კომუნიკაცია უკრაინის უმაღლეს დონეზე, გადავეცით საპროტესტო ნოტა. პროტესტის ფორმად არჩეულ იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე. ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს. ჩვენი ეს პროტესტი, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო და არ გაჰკვირვებია “, - განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2020, 12:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის სავარაუდო ოპონენტს, ჯო ბაიდენს დადებითი თვისებები არ გააჩნია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა WJLA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზვიად ძიძიგური

25 მაისი 2020, 12:04

პოლიტიკა

ზვიად ძიძიგური: არ მახსოვს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ასე ხშირად სიტყვა პოლიტპატიმარი როდესმე გამოეყენებინოთ

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არსებულ კანონპროექტს „კონსერვატორები“ მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ მედიაცენტრში „მთავარი“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, „კონსერვატორმა“ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. არსებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მათთვის მისაღებია. „მიგვაჩნია, რომ ეს არის უკეთესი ვერსია, ვიდრე 77 პლუს 73. ეს შემოთავაზებული პროექტი უფრო ნათლად გამოხატავს ხალხის ნებას, ვიდრე აჟამად არსებული საარჩევნო სქემა.

25 მაისი 2020, 11:58

ეკონომიკა

ენერგეტიკული გაერთიანება: მივესალმებით საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას

„ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნო მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მიღებას. კანონები ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ამ სფეროში ევროკავშირის დირექტივებს დანერგვას ემსახურება, - ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ“ საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონების დამტკიცებას ეხება.

25 მაისი 2020, 11:52

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 350 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 350 ათასს გადააჭარბა და 353 427 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 8 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 92 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში COVID-19-ს 3 633 ადამიანი ემსხვერპლა.

25 მაისი 2020, 11:49

COVID19

ახალ ზელანდიაში 100-მდე ადამიანის შეკრება დასაშვები ხდება

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, ქვეყანაში ასამდე ადამიანის შეკრება მომავალი კვირიდან დასაშვები გახდება. აღსანიშნავია, რომ აქამდე კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ახალ ზელანდიაში მხოლოდ ათამდე ადამიანის შეკრება იყო დაშვებული.

25 მაისი 2020, 11:47

ეკონომიკა

ავსტრიის განვითარების ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის დასახმარებლად €30 მილიონი გამოუყო

ეს თანხა საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ალბანეთში სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორის დასახმარებლად დაიხარჯება. დახმარებით ძირითადად ისარგებლებენ მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

25 მაისი 2020, 11:37

მსოფლიო

კიევსა და ხარკოვში მეტრო გაიხსნა

მგზავრებს მეტროში ნიღბისა და რესპირატორის გარეშე არ დაუშვებენ. წესრიგს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. უკრაინის დედაქალაქში მეტროსადგურებში სოციალური დისტანციის დასაცავად ადგილები მოინიშნა, ვაგონებს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

25 მაისი 2020, 11:32

COVID19

მონტენეგრომ კორონავირუსის ეპიდემია დაამარცხა

მონტენეგრო პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემია დაამარცხა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი Twitter-ის გვერდზე წერს და სახელმწიფო ორგანოებსა და თანამოქალაქეებს პანდემიის დროს გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის. მონტენეგროში ბოლო 20 დღეა, კოვიდ 19-ით ინფიცირებულის შემთხვევები აღარ გამოვლენილა. გამოჯანმრთელდა ყველა კოვიდინფიცირებული.

25 მაისი 2020, 11:29

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 შემთხვევა დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით 633 ადამიანი გარდაიცვალა.

მარინა ეზუგბაია

25 მაისი 2020, 11:23

COVID19

80 წელს გადაცილებული კრიტიკული პაციენტის პლაზმით მკურნალობამ შედეგი გამოიღო, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი, რომელსაც პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა, შედარებით უკეთაა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, არა - კრიტიკული.

25 მაისი 2020, 11:19

COVID19

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 15 813 შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 15 813 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 362 211 შემთხვევა დადასტურდა.

ედი სატონი

25 მაისი 2020, 11:19

სპორტი

ამერიკელი მწვრთნელი ედი სატონი გარდაიცვალა

გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. სატონმა სახელი საუნივერსიტეტო გუნდებთან მუშაობით გაითქვა. ის სხვადასხვა დროს სამხრეთ აიდაჰოს, კრაიტონის, კენტუკის, არკანზასის, სან-ფრანცისკოს და ოკლაჰომა-სტეიტის საუნივერსიტეტო გუნდების თავკაცი იყო. 2011 წელს ედი სეტონი სტუდენტური კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

25 მაისი 2020, 11:17

რეგიონი

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად, ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას სატრანზიტო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

25 მაისი 2020, 11:13

COVID19

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე იხსნება კაფე-რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ბიბლიოთეკები.

25 მაისი 2020, 11:07

COVID19

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აშშ-მა ბრაზილიას სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყანაში იმ პირების შესვლა აკრძალა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ბრაზილიაში იმყოფებოდნდენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენიმ განაცხადა. ახალი რეგულაცია 28 მაისიდან ამოქმედდება.