imedi /  28 აპრილი 2020, 19:12 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანმა და ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა COVID 19-თან ბრძოლაში ურთიერთდახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვენდი მორტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში COVID 19-თან ბრძოლის წინააღმდეგ არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და ამ მხრივ ურთიერთდახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

დავით ზალკალიანმა ბრიტანულ მხარეს მიუსამძიმრა COVID 19-ის პანდემიით თანამემამულეების გარდაცვალება, ასევე მიესალმა გაერთიანებული სამეფოს ძალისხმევას და წამყვან როლს მსოფლიოში ვაქცინის შემუშავების პროცესში. ამასთან, მინისტრი პოსტ-კრიზისულ პერიოდში ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დახმარების მიზნით ბრიტანეთის მხარის მიერ ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერას მიესალმა.

ვენდი მორტონმა ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომების მყისიერებას და ეფექტურობას; ასევე, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მოქალაქეების სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების პროცესში მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. მორტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი განუხრელი მხარდაჭერა. ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკის აქტიურად განხილვის აუცილებლობას და რუსეთის უკანონო ქმედებებზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პასუხის მნიშვნელობას.

ვენდი მორტონმა დავით ზალკალიანს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ყოველწლიური ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის - „უორდროპის დიალოგის“, ასევე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 2019 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას. საუბრის დასასრულს, მხარეები მიესალმნენ 2020 წლის სექტემბერში დაგეგმილ უორდროპის დიალოგის მორიგ რაუნდს.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

14 აპრილი 2021, 01:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კრიმინალი რურუას გამო, ვინმე ბაჩო დოლიძე პოლიციელთა უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

ვინმე ბაჩო დოლიძე, „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე აქვეყნებს სამართალდამცველების ფოტოებს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ადანაშაულებს უკანონო ქმედებაში. მე ვეკითხები მას, სამართლებრივად 1) ირღვევა თუ არა პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმცია? 2) მოქმედი ოპერატიული მუშაკის იდენტიფიკაცია,სამართლებრივი ახსნის გარეშე არის თუ არა დანაშაული?” – წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ნინო თანდილაშვილი

14 აპრილი 2021, 01:01

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტმა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა

გარემოს დაცვითი კუთხით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია, რომელმაც ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

გურამ ნიკოალშვილი

14 აპრილი 2021, 00:51

ეკონომიკა

გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს, - ამის შესახებ „ჰიდროალიანსი-საჯარო პლატფორმის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები თავიდანვე ცდილობენ მოსახლეობის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მობილიზებას. „ეს არის სპეციალური ორგანიზაციები, მწვანე ჯგუფები, რომლებიც უკვე მრავალი წელია არიან დაკავებულები ამ დღის წესრიგით, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოში არ უნდა განვითარდეს. ჰიდროენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში არის ქვაკუთხედი და საკვანძო დარგი ენერგეტიკის განვითარებისთვის, შემდეგ უკვე ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

ელენე ღუბიანური

14 აპრილი 2021, 00:49

ეკონომიკა

ელენე ღუბიანური: „ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1600-მდე მოქალაქე დასაქმდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1 600-მდე მოქალაქე დასაქმდება, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა „იმედის ფაქტორში“ სოციალურ პაკეტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანას მინიმალური სარგებელი დარჩება, მცდარია. ღუბიანურმა აღნიშნა, რომ მთი კომპანია სპეციფიკურ დანადგარებს შემოიტანს, რადგანაც საქართველოში ისინი არ იწარმოება, რაც შეეხება მუშახელს, პროექტით 1 600-მდე მოქალაქის დასაქმებაა გათვალისწინებული.

შსს

14 აპრილი 2021, 00:41

სამართალი

სოფელ გუმათში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

14 აპრილი 2021, 00:39

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ამირან სალუქვაძე

14 აპრილი 2021, 00:38

ეკონომიკა

ამირან სალუქვაძე: ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით

ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ ჰესთან და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქ მდგომი და სახლში მჯდომი ადამიანები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: ვისაც სურს მოსმენა და გარკვევა, და ვის - არა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მერაბ ლომინაძე

14 აპრილი 2021, 00:26

ეკონომიკა

მერაბ ლომინაძე: მოხარულები ვართ, რომ არასამთავრობო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და აქტუალური საკითხები მათთან ერთად განიხილება

უკვე ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფი, გაიმართა ორი შეხვედრა. იმედია, უახლოეს მომავალში ამ ექსპერტების ჩართულობით ვამცნობთ საზოგადოებას, რომ კვლევები ჯეროვნად ასახავს საჭიროებებს. ჩვენ მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის მომხრენი ვართ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კომპანია ENKA Renewables-ის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როდესაც გვესმის, ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან, რომელთაც რაღაც ყურმოკვრით აქვთ მოსმენილი და ხელშეკრულება წაკითხული არ აქვთ, ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

გიგა ბოკერია

14 აპრილი 2021, 00:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: IRI-ის ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია არაკომპეტენტურს უწოდებს IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ - „მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

„ძალიან ბევრი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა მსხვილმა ინვესტორმა და დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს და დარწმუნდება, რომ მართლაც ძალიან დიდი სიკეთის მომტანი არის ასეთი ინვესტორის ყოლა ხეობაში“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია

ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჰესის ზეგავლენა ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გამორიცხულია

ენგურჰესი ნამახვანჰესზე რამდენჯერმე დიდია თავისი სარკის ფართობით და ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმალური გავლენა რამდენიმე ასეული მეტრით არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ზეგავლენა სრულიად გამორიცხულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

პოლიტიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი

„ბოლო დროს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ დეზინფორმაცია ტრიალებს. ზოგი კითხვა შესაძლოა, კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგად წარმოიქმნა, რაზეც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პასუხი გავცეთ; ზოგი, ალბათ, გამიზნული დეზინფორმაციაა. ჩვენ შევხედავ, ვის არ აწყობს, საქართველო ენერგეტიკულად რეგიონში უფრო წელგამართული რომ იყოს, უფრო მეტად ძლიერი და საკუთარ ენერგორესურსზე დაყრდნობილი და ექსპორტიორი და არ შემოჰქონდეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩვენ გვემუქრება, მოგეხსენებათ, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც ამ რეგიონში მოინახებიან. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ნამახვანჰესი“ ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი, სწორედ აქედან ამოვდივართ“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:43

ეკონომიკა

ნათია თურნავა: წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ ენერგორესურსებისთვის

„წელს, პანდემიის დროს გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ, ჩვენი სამეზობლოს სასარგებლოდ და ეს ფული ხმარდება არა რომელიმე აქ აშენებულ ჰიდროსადგურს, არამედ თურქეთში, აზერბაიჯანში ან რუსეთში განთავსებულ ჰიდროსადგურებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათი ეკონომიკის გაძლიერებას. ეს ფული, ეს ვალუტა აკლდება ჩვენს სავალუტო ბაზარს. სხვა შემთხვევაში ეს რესურსი ლარის გამყარებას მოხმარდებოდა“, - განმარტა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:37

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ნამახვანჰესზე: უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი

კომუნიკაციის ნაკლებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვინაიდან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები იმაში, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლიანი და პასუხისმგებლიანი, თუმცა კომუნიკაციის პროცესი არაა შემოსაზღვრული ერთი დღით. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად იმყოფებოდნენ რეგიონში, ხვდებოდნენ მოსახლეობას და არაერთი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში, სადაც ყველა ოპონენტს ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:28

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან

ველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელიც აპრილის ბოლოს „სინოფარმის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2021, 23:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანჰესი არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გასაღები

ნამახვანჰესი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული პროექტი. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაღები. სწორედ ამ პროექტზე გადის ჩვენი მომავალი სიძლიერე და ის, თუ რამდენად შედგება საქართველო რეგიონში, როგორც ძლიერი ექსპორტიორი ქვეყანა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

13 აპრილი 2021, 23:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვახერხოთ ინფექციის ეფექტიანი მართვა, იმისთვის რომ ეკონომიკის მაქსიმალური აქტივობა შევინარჩუნოთ

„ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვნად არის გამკაცრებული ყველა ჩართული რგოლის მხრიდან მონიტორინგი და აღსრულების კუთხით საჯარიმო სანქციები, რაც ვთვლით, რომ გარკვეულწილად გააუმჯობესებს დამყოლობას მოქალაქეებისა და ბიზნესის მხრიდან. ჩვენი თავდაპირველი ამოცანა იყო, ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ყოფილიყო მათ მიერ ყველა დადგენილი რეგულაციის აღსრულების საფუძველი. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით ძალიან ბევრ სოციალურ ღონისძიებას, რომელიც რა თქმა უნდა ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის საფუძველი ხდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.