IMEDI /  28 აპრილი 2020, 19:53 / სანდო წყარო

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 5 საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 5 საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ საცხოვრებელი ბინებიდან შეიყვანა. მათ ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნებათ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში, დადასტურებული კოვიდ-19-ით, ამ ეტაპზე პაციენტი არ ჰყავთ. კლინიკაში კორონავირუსით 7 პირი იყო მოთავსებული და შვიდივე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

27 მაისი 2020, 11:50

საზოგადოება

თბილისის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს

„პანდემიის პირობებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სერვისების ნაწილის ფუნქციონირებაც შეწყდა, ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები უკვე მოიხსნა, სხვადასხვა ტიპის სერვისი თბილისის მუნიციპალიტეტშიც ეტაპობრივად აღდგება“.

ყვითელი მიკროავტობუსი

27 მაისი 2020, 11:49

საზოგადოება

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აიკრაძალა

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აიკრძალება. ამის შესახებ თბილისი მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. მისი თქმით, ჰაერის ვენტილაცია ღია ფანჯრების დახმარებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც ვირუსით ინფიცირების რისკს შეამცირებს.

ფეინოორდი

27 მაისი 2020, 11:44

სპორტი

„ფეიენოორდის“ წლიური ბიუჯეტი 25 მილიონი ევროთი შემცირდა

ნიდერლანდების საფეხბურთო გრანდის, „ფეიენოორდის“ წლიური ბიუჯეტი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, 25 მილიონი ევროთი შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას football.ua ავრცელებს. კლუბის გენერალური დირექტორის, მარკ კუვერმარსის განცხადებით, შემცირდა ფეხბურთელების ხელფასებიც. ვინც დიდ ანაზღაურებას იღებდა, მათ უფრო მეტი, პატარა ხელფასის მქონე მოთამაშეებს კი გასამრჯელო შედარებით დაბალი პროცენტით დააკლეს.

არჩილ თალაკვაძე

27 მაისი 2020, 11:43

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: გვჭირდება მკაცრი კონტროლი, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ლოკალური ეპიდემიოლოგიური გართულებები

გვაქვს მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა და დღესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მკვეთრად აღემატება ახალი შემთხვევების რაოდენობას. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მეტრო

27 მაისი 2020, 11:40

საზოგადოება

რა წესების დაცვა მოგიწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა 1-ლი ივნისიდან აღდგება. რა წესების დაცვა მოუწევს მოსახლეობას მგზავრობისას.

27 მაისი 2020, 11:38

პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3000 - ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეებისთვის 25 მილიონზე მეტი ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 11:35

COVID19

გიორგი გახარია: ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები

ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ერთობლივი შრომის შედეგია, თუმცა ვირუსი ჯერ ჩვენთან რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

27 მაისი 2020, 11:30

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა

„27 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 13 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 5 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 12 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

27 მაისი 2020, 11:26

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები 29 მაისს დილიდან განაახლებენ მუშაობას

მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითა და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისი

27 მაისი 2020, 11:24

საზოგადოება

როდის რა შეზღუდვები მოიხსნება. დეტალურად

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების მოხსნის ეხალი ეტაპის შესახებ განაცხადეს.

27 მაისი 2020, 11:19

საზოგადოება

რომელი სასტუმროები გაიხსნება 8 ივნისიდან

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტრის შესაბამისი უწყების შემოწმება და ექნება ამაზე კონკრეტული ნებართვა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.

27 მაისი 2020, 11:15

საზოგადოება

1-ლი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება

პირველი ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან რესტორნებში გაიხსნება ყველა სახის მომსახურება. ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.

27 მაისი 2020, 11:15

საზოგადოება

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა 8 ივნისიდან განახლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 11:06

საზოგადოება

პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია და მოლი გაიხსნება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა. მისივე თქმით, ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის რესტორანი.

27 მაისი 2020, 11:03

საზოგადოება

ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის - მეტრო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა. „ეს მოხდება მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელნი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, - განმარტა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 11:02

COVID19

გიორგი გახარია: ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება

„პირველი: ინფიცირებულების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ერთი მხრივ ადასტურებს იმას, რომ საკარანტინო ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება. მეორე: ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის უკვე ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ ჩვენთვის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომლებზეც აქტიურად მუშაობას საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული. რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს და ეს ჩვენი ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგია“, - განაცხადა გახარიამ.

27 მაისი 2020, 10:59

COVID19

მარინა ეზუგბაია: საქართველოში „პლაქვენილით“ მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია

ჩვენთან არც ერთ პაციენტთან არ გვქონია „პლაქვენილით“ მკურნალობის შედეგებით გვერდითი მოვლენები, რადგან არც ერთ პაციენტთან არ დანიშნულა ეს პრეპარატი, სადაც მისი დანიშვნის ვალდებულება არ იყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

27 მაისი 2020, 10:55

COVID19

მარინა ეზუგბაია: არ მგონია, ჩვენთან საზღვრები ისე გახსნან, რომ გარშემომყოფი ქვეყნების მდგომარეობა არ გაითვალისწინონ

„რისკები ყოველთვის ყველაფერშია, მაგრამ ეს რისკები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. იმედია, საზღვრის გახსნა დაემთხვევა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დაავადებების ტემპის კლებასა და იქ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას“.

27 მაისი 2020, 10:54

მსოფლიო

ირანის მე-11 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა განაახლა

ირანის მე-11 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა განაახლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები თებერვალში შედგა. ირანის პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი კონსერვატორებს ერგოთ. ეს პარტია ირანში პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ოპოზიციას წარმოადგენს. კონსერვატორებს ირანის პარლამენტში 200 მანდატი აქვთ.

მარინა ეზუგბაია

27 მაისი 2020, 10:46

COVID19

ინფექციური საავადმყოფოს 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, 1-ის კვლევის შედეგებს ელოდებიან

„სამი ახალი დადასტურებული შემთხვიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა. ახალი წყარო არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში დღეს დილის მონაცემებით 38 პაციენტი გვყავდა. აქედან 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით, გუშინ გამოირიცხა კოვიდინფექცია და დღეს ოთხივემ დატოვა კლინიკა“.