IMEDI /  29 აპრილი 2020, 09:04 / სანდო წყარო

მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 3 116 680-მდე გაიზარდა

მსოფლიოში COVID19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა სამ მილიონ ასი ათასს გადააჭარბა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღემდე ახალი კორონავირუსი მსოფლიოში 3 116 680 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, COVID19-ისგან 928 712 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსს უკვე 217 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია.

ე​ვროპაში ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა, დაინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა კი, ესპანეთში დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკისთვის ოპოზიციის მსჯელობა პრემიერობის კანდოდატზე არასერიოზულია

„რეალურად სურათი დადეს ისეთი, რომ ისინი დესტრუქციის გარდა არაფრის გამკეთებლები არ არიან, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიან. როცა ისინი ასახელებენ კანდიდატებს, ეს არის ერთი ძალიან მცირე ნაწილი იმ დიდი უბედურებისა, რა უარყოფითი ენერგიაც ამათ გააჩნიათ“, - ამბობს ვოლსკი.

კორონავირუსი

02 ივნისი 2020, 23:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი, მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 1tv.ge-ს დაადასტურა. გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნების“ უპირატესობა ადამიანურობაშია

ქართული ოცნების უპირატესობა ადამიანურობაში მდგომარეობს. ეს ისაა, რაზეც მთელი ძალებით შტურმია მიტანილო და მას მერე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, ესაა მათთვის მთავრი თემა: მორჩით ბოლობოლო ლაპარაკს 9 წელიწადზე. ბოდიშიც არ უთქვამთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ 2020 წლის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 23:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცუდ მდგომარეობაშია, დესტრუქცია მათთვის არჩევნებზე უფრო პერსპექტიულია

ოპოზიციას სხვა ინტერესი აქვს - ასი წელი არ აინტერესებთ ოქრუაშვილი და რურუა, უგულავაზე კიდევ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც სენტიმენტები აქვთ. რეალურად აქ სხვა, პრაგმატული ამოცანაა - ცუდ მდგომარეობაში არიან, დესტრუქცია მათთვის არჩევნებზე უფრო პერსპექტიულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ფრენსის კოლინზი

02 ივნისი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ფრენსის კოლინზის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო თბილი ამინდი კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

02 ივნისი 2020, 23:06

COVID19

ქუთაისის საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა ქალი, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის ქალი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკაში ხუთი კვირის განმავლიბაში მკურნალობდა. პაციენტი ბოლოა ე.წ. ღვანკითის კლასტერიდან. მას რეტესტი რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა მეორე უარყოფითი პასუხი საავადმყოფოში მხოლოდ დღეს მიიღეს.

02 ივნისი 2020, 23:00

COVID19

ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სახლში გაუშვეს

გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოხვდა. ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 ივნისი 2020, 22:57

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი: 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ახალი ხორცით, ეს პრობლემა მე მოვაგვარე

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

02 ივნისი 2020, 22:51

COVID19

20 მაისის შემდეგ პირველად, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა

საფრანგეთში, დღე-ღამის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა და 107 შეადგინა. ეს პირველი შემთხვევაა 13 დღის შემდეგ, როცა ფატალური შედეგების დღიური რაოდენობა 100-ზე მეტია.

გუგა ქაშიბაძე

02 ივნისი 2020, 22:47

საზოგადოება

ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებული კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას აღენიშნება სახის დამწვრობა, წელის, ქვედა და ზედა კიდურების დამწვრობა და სასუნთქი გზების ტრავმა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

02 ივნისი 2020, 22:41

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში მეწყერს, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის შვიდი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ოფიციალური უწყებების ცნობით, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.

ყვავი თავდასხმა თბილისი

02 ივნისი 2020, 22:30

ტაბლოიდი

თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

„5 ადამიანი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ყვავის თავდასხმის შედეგად. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, გაეწიათ სამედიცინო მომსახურეობა. მათ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკა დატოვეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობენ „ნიუ ჰოსპიტალის“ პრესცენტრში.

02 ივნისი 2020, 22:25

COVID19

პროგნოზის თანახმად, ბრაზილიაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 მილიონს მიაღწევს

რიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრაზილიაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 მილიონს მიაღწევს, ხოლო სიკვდილიანობის კი 50 ათასს.

აკაკი ბობოხიძე

02 ივნისი 2020, 22:23

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს, რათა საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნას ისეთი სურათი, თითქოს ერთმანეთს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვიან. ამის შესახებ ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვებზე უფრო ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, ყველაზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება, თუმცა როლების გადანაწილებაა საჭირო.

02 ივნისი 2020, 22:19

ტექნოლოგიები

ნიდერლანდების ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს სამი რობოტი ემსახურება. ვიდეო

სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს სამი რობოტი ემსახურება. რობოტები იღებენ შეკვეთას, მიდიან ბართან, სადაც რესტორნის თანამშრომლები მოწყობილობაზე დამაგრებულ ლანგრებზე შეკვეთილ საკვებს ათავსებენ და რობოტები კვლავ სტუმრის მაგიდასთან ბრუნდებიან.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 22:09

COVID19

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე უფრო მალე შეიქმნება. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. „ვაქცინებთან და მედიკამენტთან დაკავშირებით პროცესი კარგად მიმდინარეობს. პროცესი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს. წინ კარგი ამბებია, მრავალმხრივ“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.

თეა წულუკიანი

02 ივნისი 2020, 22:09

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ახლა ისინი „ჩაიციკლნენ“ რურუაზე, ალბათ იმიტომ, რომ უბრალოდ არ სურთ ეს საარჩევნო რეფორმა

„ახლა ისინი „ჩაიციკლნენ“, როგორც თქვენ ამბობთ, რურუაზე, ალბათ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ სურთ ეს საარჩევნო რეფორმა და უფრო მეტიც, შეიძლება მათ საერთოდ არ სურთ არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბერს. იმიტომ რომ 31 ოქტომბერს თუ ისინი დამარცხნენ, და მე ასე მგონია, რომ ძალიან მწარედ დამარცხდებიან, რა იქნება მერე მათთვის? ეს ხომ იქნება ძალიან მძიმე - ფიასკო, კრახი, დასასრული და ა.შ“, - განაცხადა წულუკიანმა.

02 ივნისი 2020, 21:53

სამართალი

გლდანში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ ახალშობილის ცხედარი იპოვეს

გლდანში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ ახალშობილის ცხედარი იპოვეს. როგორც Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თეა წულუკიანი

02 ივნისი 2020, 21:53

პოლიტიკა

თეა წულუკიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას „ნათელაშვილის ეზოს ხალხი“ უწოდა

„ლიდერი არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვას. ლიდერი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი, რომ გარშემო ხალხი შემოიკრიბოს და ამ პოლიტიკურ ძალებს მისი უნდა სჯეროდეს. ანუ ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს და რწმენა იმისა, რომ უიმედო ბრძოლაში გაგამარჯვებინებს, თუკი მას მიჰყვები. აქედან გამომდინარე, ეს ლიდერი, ალბათ, ამ ოპოზიციას არ ჰყავს. ხალხი უკვე ამბობს, რომ ახლა ესენი დაჭამენ ერთმანეთს და ეს არ იქნება ლამაზი სანახაობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

02 ივნისი 2020, 21:38

მსოფლიო

გასულ ღამეს ნიუ-იორკში საპროტესტო აქციის 700 მონაწილე დააკავეს

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ ღამეს ქალაქში საპროტესტო აქციის 700 მონაწილე დააკავეს. როგორც ნიუ-იორკის პოლიციაში აღნიშნავენ, აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების შედეგად ათობით პოლიციელი დაშავდა