imedi /  29 აპრილი 2020, 10:28 / სანდო წყარო

ბოჭორიშვილის კლინიკას 4 ახალი პაციენტი თბილისიდან და თეთრიწყაროდან დაემატა

ბოჭორიშვილის კლინიკა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტია. მისივე განცხადებით, ახალი პაციენტებიდან 2 თეთრიწყაროდანაა გადოყვანილი, ორი კი, დედა-შვილი თბილისიდან, ცნობილი კლასტერიდან არიას.

ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 69 პაციენტი. აქედან 59 კორონავირუსით ინფიცირებულია, გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა, დაგვემატა 4 ახალი პაციენტი, გამოჯანმრთელებული პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი, კლინიკაში ამჟამად 18 წლამდე ასაკის 10 პაციენტი რჩება, 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფიდან, ერთი პაციენტი მძიმე, 11 საყურადღებო. ახალი პაციენტების კლასტერი ცნობილია, ორი თეთრიწყაროდან გადმოიყვანეს, 2 თბილისიდან, ცნობილი კლასტერიდან“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 14:12

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია

„ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ჩვენთვის, რადგან გადავლახეთ პირველი სირთულე, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ პანდემიასთან, მთავრობა მართავს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ბიზნესს აძლევს მწვანე შუქს, რომ განვითარდეს და დაასაქმოს ადამიანები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 14:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენციას გამოეხმაურა. „ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის არის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

03 ივნისი 2020, 14:09

სამართალი

27 წლის წინ მოკლული ზაზა ვეფხვაძის და შსს-ს მთავარ სამმართველოში დაიბარეს

ვეფხვაძეების ოჯახი გიორგი რურუას გათავისუფლებას ეწინააღმდეგება. „ქრონიკა“ 27 წლის წინ მოკლული ზაზა ვეფხვაძის დას, მიას ესაუბრა, რომელიც რურუას კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში მისი ოჯახი თავს უფრო დაუცველად იგრძნობს, რადგან მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.

03 ივნისი 2020, 14:06

სამართალი

გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა. როგორც -ს შსს-ში განუცხადეს, ექსპერტ-კრიმინალისტი საგამოძიებო მოქმედებების დროს დაშავდა და ახლა ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება 1-ელ ივნისს მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

ციკლონი ნისარგა

03 ივნისი 2020, 14:01

მსოფლიო

მუმბაიდან ციკლონის გამო 100 ათასზე მეტი ადამიანის, მათ შორის კოვიდინფიცირებულების ევაკუაცია განხორციელდა

„ნისარგა“ ბოლო 129 წლის განმავლობაში პირველი ციკლონია, რომელიც მუმბაის დაატყდება თავს. სპეციალისტების პროგნოზით, სტიქია ქალაქში დღის ბოლომდე მიაღწევს და მის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრი იქნება.

პაატა დავითაია

03 ივნისი 2020, 13:48

პოლიტიკა

პაატა დავითაია: მაჟორიტარებზე შეთანხმება შეიძლება თბილისთან მოხდეს

„ლელოს“ გადაწყვეტილება სურათს რადიკალურად ცვლის. „ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები, როგორ წარვსდგეთ ერთიან ფორმატში. ახლა რომ ითქვას, რომ ოპოზიცია შეთანხმებულია ერთიან მაჟორიტარებზე - ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რომ შეთანხმება შეიძლება მოხდეს თბილისთან დაკავშირებით, ყველა ოლქთან დაკავშირებით შეთანხმებას ეჭვის თვალით ვუყურებ“, - აღნიშნა პაატა დავითაიამ.

03 ივნისი 2020, 13:45

რეგიონი

ირლანდიის ქართულმა დიასპორამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ათეულ ოჯახს სასაჩუქრე კალათები გადასცა

ირლანდიის ქართულმა დიასპორამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სასაჩუქრე კალათები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, ირლანდიის ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ნანა თავდუმაძემ და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარიამ, ერგეტასა და ცვანეში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს გადასცეს.

03 ივნისი 2020, 13:43

ეკონომიკა

როდიდან აღდგება რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვები იხსნება, თუმცა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია. საქართველოს მთავრობის მიერ 23 მაისს გამოცემულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი. .

აკაკი ბობოხიძე

03 ივნისი 2020, 13:40

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: საერთო კანდიდატზე მსჯელობა მეორე ეტაპის საქმეა, როცა გაირკვევა რომელი პარტიები ქმნიან კოალიციას

„ჩემი საქმე არ არის როგორ შეარჩევს სხვა, ისევე როგორც არავის საქმე არაა ჩვენ როგორ შევარჩევთ. საერთო კანდიდატზე მსჯელობა მეორე ეტაპის საქმეა, როცა გაირკვევა რომელი პარტიები ქმნიან კოალიციას. ჩვენ გვყავს ორი-სამი კანდიდატი, რომელსაც ვიხილავთ.ბუნებრივია მოიაზრებიან პარტიის პოლიტიკური ლიდერები ასევე ვფიქრობთ ტექნიკურ კანდიდატზეც“, - ამბობს ბობოხიძემ.

03 ივნისი 2020, 13:32

ეკონომიკა

bloomberg-ზე დოლარი 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება

დოლარი 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება. bloomberg-ზე ბოლო მონაცემებით (13:22), 1 აშშ დოლარის ღირებულება 3,03 ლარია. ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებით, გამყარება 30 მაისიდან დაიწყო. მაშინ 1 დოლარის ღირებულება 3,18 ლარი იყო, 3 ივნისის მონაცემებით კი 1აშშ დოლარი 3,07 ლარი ღირს.

აკაკი ბობოხიძე

03 ივნისი 2020, 13:29

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძის თქმით, „ევროპული საქართველო“ მაჟორიტარული ოლქების ნაწილში კანდიდატებად სხვა პარტიების წარმომადგენლების წარდგენისთვის მზად არის

„დღეს ბიძინა ივანიშვილი მთელ თავის პროპაგანდას მასსა და მიხეილ სააკაშვილის ბრძოლაზე აგებს. აუცილებელია ეს წაიშალოს და ამისთვის საჭიროა გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსი“ არჩევნებში მონაწილეობა სხვა პარტიებმაც მიიღონ. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ჩვენც რომელიმე ოლქი სხვა პარტიებს არ დავუთმეთ, ასეთ შემთხვევაში ისევ ორი პარტიის ბრძოლა იქნება. „ევროპული საქართველო“ ამ დათმობისთვის მზად ვართ. „ნაციონალური მოძრაობიდან“ იგივე განწყობა იყო, თუმცა ახლა მათ ნაცვლად საუბარი აღარ შემიძლია“, - ამბობს ბობოხიძე.

03 ივნისი 2020, 13:26

საზოგადოება

მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა ჟურნალისტმა კვალიფიკაცია აიმაღლა

2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გაავრცელა სასწავლო მასალები, რომელიც მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ განვითარებაში ეხმარება. თანამედროვე მედიის გამოწვევებთან გასამკლავებლად მედიასკოლამ გასულ წელს მედიის 120-ზე მეტ წარმომადგენელს აუმაღლა კვალიფიკაცია.

გიორგი გაჩეჩილაძე

03 ივნისი 2020, 13:17

პოლიტიკა

გიორგი გაჩეჩილაძე: ადამიანის უფლებებთან მიმართებაში იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლები მახსენდება

„უნდა მივესალმოთ იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოშია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ ხანდახან სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლების გამოცდილება მახსენდება. მე ვსაუბრობ, ბოლშევიკურ და ფაშისტურ რეჟიმებზე და ა.შ. თუ ჩვენ შევხედავთ იმ ციფრებს, რომელიც ოფიციალურ მონაცემებში არსებობს, შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გაოცებულიც კი დარჩეს, - ამის შესახებ განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ.

კორონავირუსი ცხინვალის რეგიონი

03 ივნისი 2020, 13:06

COVID19

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2 ინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, მესამე კი მედმუშაკი. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში სულ კოვიდინფექციის 45 შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 ივნისი 2020, 13:02

საზოგადოება

კოვიდ-19-ის პოსტკრიზისული გეგმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს კოვიდ-19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. როგორც სამინისტროში აცხადებდნენ, შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მათგან შეფასებები და რეკომენდაციები მოისმინა. საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და მათი პროფესიული განვითარების საკითხებზე.

03 ივნისი 2020, 13:00

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: ქვეყნებს უკვე შეუძლიათ გადადგან ნაბიჯები, რათა თავი დააღწიონ COVID-19-ის კრიზისს

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ძირითადი კომუნალური მომსახურების უზრუნველყოფა, ხალხისათვის თანხების პირდაპირი გაცემა და კერძო სექტორის შენარჩუნება შეზღუდავს ზარალის მოცულობას და დაეხმარება ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლისა და აღდგენის პროცესისათვის მომზადებაში

03 ივნისი 2020, 12:59

საზოგადოება

განათლების სამინისტროს ინიციატივით, Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით, Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.

03 ივნისი 2020, 12:59

საზოგადოება

საქართველოში შიდა ავიარეისები 15 ივნისიდან აღდგება

საქართველოში შიდა ავიარეისები 15 ივნისიდან აღდგება. Vanilla Sky-ს ინფორმაციით, ეს რეისებია: თბილისი-ბათუმი, ნატახტარი - მესტია, ნატახტარი - ამბროლაური.

ცოტნე ზურაბიანი

03 ივნისი 2020, 12:55

პოლიტიკა

ცოტნე ზურაბიანი: სამართალი, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დადგა, არის მაღალი სტანდარტის და არა ერთ დღესა და ერთ საათში მიღებული გადაწყვეტილებები

უმრავლესობის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა გოჩა ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა, რამდენად დიდია მთავრობის ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

03 ივნისი 2020, 12:53

პოლიტიკა

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიშს „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ესწრებიან

პარლამენტში ადამიანის უფებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების 2019 წლის ანგარიშზე მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს ანგარიშს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე აცნობს.