imedi /  29 აპრილი 2020, 11:22 / სანდო წყარო

საფრანგეთში 98 წლის ექიმი კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად პაციენტებზე ზრუნვას განაგრძობს

კრისტიან შენე

კრისტიან შენე

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთის უხუცესი ექიმი მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 98 წლის კრისტიან შენე მაღალი რისკის შემცველ გარემოში მუშაობს. კერძოდ, ის ყოველ კვირას მოხუცთა სახლებში დადის და იქ მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას უწევს. მისი თქმით, ასაკის მიუხედავად, მუშაობას იმიტომ აგრძელებს, რომ საფრანგეთში ოჯახის ექიმების დეფიციტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ხის მოჭრა ტყე

30 მაისი 2020, 17:44

საზოგადოება

ახალი კოდექსით ხე-ტყის რეალიზაცია ე.წ. საქმიანი ეზოებიდან მოხდება

სხვა რიგ სიახლესთან ერთად, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ.

დიეგო კოლასი

30 მაისი 2020, 17:42

ეკონომიკა

საფრანგეთის ელჩი: ვგრძნობ, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ

ვფიქრობ, საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდგეს ჩვენი ქართველი პარტნიორის გვერდით ეკონომიკის აღდგენის ამ პროცესში. ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

პიზის კოშკი ტურისტები

30 მაისი 2020, 17:25

მსოფლიო

სამთვიანი პაუზის შემდეგ პიზის კოშკი ტურისტებისთვის გაიხსნა

ღირშესანიშნაობის დათვალიერება ერთდროულად მაქსიმუმ 15 ადამიანს შეუძლია. ამასთან, ყველა მათგანმა პირბადე და სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა უნდა ატაროს, რომელიც ხმოვან სიგნალს გამოსცემს მაშინ, როცა ადამიანებს შორის დისტანცია 1 მეტრზე ნაკლებია.

30 მაისი 2020, 17:12

საზოგადოება

ეკატერინე ნაკაშიძე: კარგია, რომ ახალი „ტყის კოდექსით“ უქმდება სოციალური ჭრები. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც 90-იანი წლებიდან ვებრძოდით

ეკატერინე ნაკაშიძე: კარგია, რომ ახალი „ტყის კოდექსისას“ უქმდება სოციალური ჭრები. ეს იყო მახინჯი პრაქტიკა, რომელსაც 90-იანი წლებიდან ვებრძოდით პარლამენტის მიერ მიღებულ ტყის ახალ კოდექსს არასამთავრობები ეხმაურებიან.

კარლო ამირგულაშვილი

30 მაისი 2020, 17:04

პოლიტიკა

კარლო ამირგულაშვილი: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, „ტყის კოდექსი“ ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პოზიტიურად იმოქმედებს

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა იყო, რომ ტყის კოდექსი ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს, - განაცხადა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა გადაცემასთან „ბიზნესი იმედზე“ საუბრისას.

ევროკავშირი დროშა

30 მაისი 2020, 16:59

მსოფლიო

ევროკავშირი დონალდ ტრამპს ჯანმოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

„გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა საერთო ძალისხმევით ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა“, - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

სუსი

30 მაისი 2020, 16:56

სამართალი

სუსი: გარკვეული ჯგუფები ქვემო ქართლსა და კახეთში ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

30 მაისი 2020, 16:47

COVID19

მაია ბუწაშვილი საბურთალოს კლასტერზე: შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ერთეული, მგრამ პოზიტიური ისაა, რომ ერთ წყაროსთან არის კავშირში

შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ერთეული, მგრამ პოზიტიური ისაა, რომ ამ შემთხვევების კლასტერი ცნობილია და ერთ წყაროსთან არის კავშირში, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

საბერძნეთი ციხე

30 მაისი 2020, 16:47

მსოფლიო

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების საკნებში ძვირადღირებული კაფელი აღმოაჩინა

საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში ჩატარებული რეიდის შედეგად პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკნებში ტელევიზორები, მაცივრები და კონდიციონერები, საკნების საპირფარეშოებში კი ძვირადღირებული კაფელი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

მაია ბუწაშვილი

30 მაისი 2020, 16:46

COVID19

მაია ბუწაშვილი: ტრანსპორტის აღდგენიდან ისეთი მოკლე ვადაა გასული, რომ ამის შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ

ტრანსპორტის აღდგენიდან ისეთი მოკლე ვადაა გასული, რომ ამის შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ, ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მართალია, ბოლო პერიოდში იმაზე მეტი შემთხვევაა, ვიდრე მივეჩვიეთ, მაგრამ პოზიტიური ისაა, რომ ერთიდაიგივე კონტაქტთან არის დაკავშირებული და კონტროლირებადია სიტუაცია.

30 მაისი 2020, 16:45

საზოგადოება

სუს-ი: ოკუპანტებმა სოფელ ჩორჩანასთან უკანონო ინსტალაციები აღმართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, ოკუპანტების მიერ უკანონო ინსტალაციების აღმართვასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანება.

კორონავირუსი ბელარუსი

30 მაისი 2020, 16:45

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის 894 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 41 658-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 229 პაციენტი გარდაიცვალა.

მაია ბუწაშვილი

30 მაისი 2020, 16:44

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ასე ხელაღებით კონდიცირების აკრძალვა არ შეიძლება, ამის აუცილებლობა არ არის

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დახურულ სივრცეში კონდიციონერების აკრძალვის მომხრე არ არის, რადგან მიიჩნევს, რომ სიცხეში პირბადეების მოხმარება კიდევ უფრო რთული იქნება.

30 მაისი 2020, 16:42

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში დაუდგენელი პირების თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ბურკინა-ფასოში მოვაჭრეების სატვირთო ავტომობილზე თავდასხმას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2017 წლიდან ბურკინა-ფასოში „ალ-კაიდას“ ტერორისტურ დაჯგუფების თავდასხმები გახშირდა, თუმცა, კოკრეტულ შემთხვევაზე დაჯგუფებას ჯერ პასუხიმგებლობა არ აუღია.

30 მაისი 2020, 16:30

COVID19

უნდა აიკრძალოს თუ არა კონდიცირება შენობებში? - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის შეფასება

მთელ მსოფლიოში უამრაცი ადამიანი მუშაობს ან დადის კონდიცირების/ცენტრალური ვენტილაციის მქონე შენობებში და ამ გზით კორონავირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა. სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი რეპუტაციის სამედიცინო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ასე ცალსახად გაცემული რეკომენდაცია კონდიცირების აკრძალვის შესახებ არ არის.

30 მაისი 2020, 16:15

მსოფლიო

ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქციის 200-მდე მონაწილე დააკავეს

ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქის პოლიციის Twitter-ზე გამოქვეყნდა. „ჩვენმა ოფიცრებმა უკანონო საპროტესტო აქციების 200-მდე მონაწილე დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობას ბრალს გზების ბლოკირების მუხლით წაუყენებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რომან კაკულია

30 მაისი 2020, 16:12

ეკონომიკა

რომან კაკულია თვითდასაქმებულებზე: პირველ რიგში, ეს სწორედ მისთვის არის პრობლემა

რა ზომისაა არაფორმალური სექტორი და ჩრდილოვანი ეკონომიკა, რას კარგავს აღურიცხავი სექტორის გამო ბიუჯეტი და რას კარგავენ რეგისტრაციის გარეშე მყოფი მოქალაქეები. ამ თემაზე იყო საუბარი გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“. ანტიკრიზისულ გეგმაში სოციალური დახმარების პაკეტის დეტალებმა თვითდასაქმების და უფრო კონკრეტულად არაფორმალური დასაქმების თემა საქართველოში აქტუალური გახადა.

კახა კალაძე

30 მაისი 2020, 16:11

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეს გვყავს ა და ბ კატეგორიის ტაქსის ლიცენზირებული მძღოლები, რომლებიც წარმოდგენილი პროგრამებით ისარგებლებენ

ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების პაკეტის გაცნობამ საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გააქტიურა თვითდასაქმების და ზოგადად, არაფორმალური დასაქმების საკითხი, რომლის მოგვარებას სახელმწიფო ეტაპობრივად ცდილობდა. გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ტაქსების რეფორმის ფარგლებში, 16 500 ადამიანი გადავიდა არაფორმალურიდან ფორმალურად დასაქმებულთა სექტორში.

სოსო არჩვაძე

30 მაისი 2020, 16:11

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე თვითდასაქმებულებზე: აღრიცხვა პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანების კეთილდღეობისთვის არის მნიშვნელოვანი

თვითდასაქმებულების თემას გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ ექსპერტები ეხმაურებიან. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ პრობლემა ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც ძალიან აქტუალურია.

თვითდასაქმება

30 მაისი 2020, 16:10

ეკონომიკა

გოგიტა თოდრაძე თვითდასაქმებულებზე: 2020 წლისათვის ჩვენ გვექნება ახალი სტანდარტებით დათვლილი მონაცემები. თვითდასაქმებულები ეკონომიკის ყველა სექტორშია, მაგრამ ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა მაინც რეგიონებში დგას

„ახალი მეთოდოლოგიით, თუ პირს მოჰყავს პროდუქცია და მის უმთავრეს ნაწილს მოიხმარს საკუთარი მიზნებისთვის, მაშინ ის აღარ ითვლება თვითდასაქმებულად. ჩვენ ვატარებთ ყოველკვარტალურ გამოკვლევას. დაახლოებით, 6 400-მდე შინამეურნეობებას ვაკვირდებით სრულიად ახალი კითხვარით, რომელიც „საქსტატმა“ შეიმუშავა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად. ასევე ამ პროექტში ჩართულია ევროკავშირს პროგრამა „თვინინგის“ ფარგლებში დანიის სტატისტიკის სამსახური. ჩვენ მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება აღნიშნული სტანდარტით დათვლილი შედეგები“, - აცხადებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.