imedi /  30 აპრილი 2020, 12:26 / სანდო წყარო

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 5 პაციენტი, მათ შორის 2 მოზარდი დატოვებს

კორონავირუსი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი ხუთმა პაციენტმა დაამარცხა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 99 პაციენტი, აქედან 83-ია ინფიცირებული. უარყოფითი მივიღეთ 5 განმეორებითი და ხუთივე პაციენტი დატოვებს კლინიკას, აქედან 2 არის მოზარდი 14 და 15 წლის. ასევე მინდა გითხრათ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 8 პაციენტი“, - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში - 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანი რჩება.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 16:19

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალს ეხმაურება.

23 აპრილი 2021, 16:19

საზოგადოება

„თბილისი ენერჯი“: ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

გაზმომარაგების კომპანიის, „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დედაქალაქში, ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. „ყაზბეგის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხელოსნებმა გაზქურის ონკანები დატოვეს ჩართული, საიდანაც გაზი ჟონავდა. კორპუსი აფეთქებას 114-ის ბიჭებმა გადაარჩინეს“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

იაგო ხვიჩია

23 აპრილი 2021, 16:10

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ნიკა მელიაზე: როცა გირაოთი არ გამოდიხარ და ამნისტიაზე მომუშავე ხალხს ამორალურს უწოდებ, ეს არის უპასუხისმგებლობა

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამნისტია შეთანხმების დოკუმენტში ნიკა მელიას გამო ჩაიდო და თუ ის გირაოთი გამოსვლაზე უარს ამბობს და ამნისტიის აქტზე მომუშავე ხალხს ამორალურს უწოდებს, ეს არის უპასუხისმგებლობა.

ალექსეი ნავალნი

23 აპრილი 2021, 16:04

მსოფლიო

ალექსეი ნავალნიმ შიმშილობის შეწყვეტა გამოაცხადა

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ შიმშილობის შეწყვეტა გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე გააკეთა.

23 აპრილი 2021, 15:58

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი: „ტვ პირველი“ ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობასა და სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობასა და სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას.

იაგო ხვიჩია

23 აპრილი 2021, 15:45

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ძირითად პუნქტებზე შეთანხმება მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, გამძლეობაში ვარჯიშია

ჩემი აზრით, მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება ძირითად პუნქტებზე მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია, რამდენ ხანს გავძლებთ ციხეში. ამას პოლიტპატიმრობასთან კავშირი არ აქვს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ გირაოს იხდის, რათა გარეთ გამოვიდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

23 აპრილი 2021, 15:42

პოლიტიკა

მაია ბითაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის გეგმები და პრიორიტეტები, როგორებიცაა ეკონომიკის მწვანე განვითარება და გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზაცია დიდ ქალაქებში, ასევე განვიხილეთ პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, განსაკუთრებით ენერგოეფექტურობის და სეპარაციის საკითხებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ის ძირითადი მიმართულებები, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალ სისტემებს ეხება ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე”. - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვახტანგ მეგრელიშვილი

23 აპრილი 2021, 15:37

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: არც ბერკეტი და არც სურვილი არ გაგვაჩნია, რომ თამარ ჟვანიას გათავისუფლებისთვის მისხალი ენერგია დავხარჯოთ

„ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ასეთი კრიზისის პროვოცირებაში ვინც არის დამნაშავე, ის თვითონაც იგრძნობდა პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენი შეთანხმება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეა, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგობა-არგადადგომაა. წესრიგი, რომელიც იქნება შემდეგი არჩევნების შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი“.

დავით ნარმანია

23 აპრილი 2021, 15:37

ეკონომიკა

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო

ასევე, შეხვედრის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამომავლო სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წარმომადგენელმა, ზვიად გაჩეჩილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა „ანბანდლინგის“ (განცალკევება) პროცესზე, გადამცემი და განაწილების სისტემების საქმიანობების განცალკევების აუცილებლობაზე.

23 აპრილი 2021, 15:36

მსოფლიო

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ.

ირაკლი ბერაია

23 აპრილი 2021, 15:28

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: შალვა ლომიძე მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა

„ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ შალვა ლომიძეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტზე. ჩვენი უსაფრთხოების გარემო საკმაოდ კომპლექსური და დინამიკურია, სადაც დაზვერვის სამსახურს უწევს საფრთხეებსა და გამოწვევებზე წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება, მათი პროგნოზირება და სხვადასხვა მაღალი სირთულის ამოცანის შესრულება. სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობა პირდაპირ აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე“ - აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 15:23

COVID19

„სინოფარმით“ სავარაუდოდ, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები აიცრებიან

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ლევან იზორია
ნორბერტ როტგენი

23 აპრილი 2021, 15:21

პოლიტიკა

ლევან იზორია ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებზე და გერმანიისა და საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერისა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე

23 აპრილი 2021, 15:18

რეგიონი

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ

​​​​​​​დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ტექნიკა იმ ადგილას ჰყავდათ გამოყვანილი, სადაც 20 აპრილს ხის საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს და ხნულები გაავლეს. პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც აკვირდებოდა. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზე, უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრშია განთავსებული.

23 აპრილი 2021, 15:10

პოლიტიკა

დმიტრო კულება: საქართველოსა და უკრაინას ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ თბილისს და ანალოგიურად, თბილისს შეუძლია ჰქონდეს კიევის იმედი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მინისტრებმა განიხილეს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები.

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 15:07

COVID19

ამირან გამყრელიძემ დაასახელა, რომელ ქალაქშია ვაქცინაციაზე ყველაზე მეტი მომართვიანობა

ჩვენ წელს ერთად უნდა შევაგროვოთ დაახლოებით 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა, რომ ორჯერადად ავცრათ მილიონ 700 ათასამდე ადამიანი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „თუ ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წლის ბოლოს წერტილს დავუსვამთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას, კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას, თანდათან ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რითმს დაუბრუნდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლადო პაპავა

23 აპრილი 2021, 14:58

პოლიტიკა

ლადო პაპავა: დავკარგეთ ზუსტად ის პერიოდი, რაც ღარიბაშვილი აღარ იყო მთავრობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი - დაიკარგა ფაქტობრივად, 2014 წლიდან მოყოლებული დრო

ეკონომისტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც კი მთავრობიდან წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე კვირიკაშვილი მოვიდა, აღნიშნული სტრატეგია შეიცვალა პრიმიტიული ოთხპუნქტიანი გეგმით.

23 აპრილი 2021, 14:58

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტს 9 აპრილს დაღუპულებისა და ირაკლი ბათიაშვილისთვის გმირების წოდების მინიჭების ინიციატივით მიმართეს

მიენიჭოთ 9 აპრილს დაღუპულ ახალგაზრდებს გმირის წოდება - ამ ინიციატივით დღეს საქართველოს პრეზიდენტს ხათუნა ხოფერიამ მიმართა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ექსკლუზიური უფლება აქვს, მიანიჭოს გარდაცვლილებს საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 14:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს

„საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

23 აპრილი 2021, 14:50

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ პროგრამაში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მორიგ ჯგუფს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.