imedi /  01 მაისი 2020, 10:05 / სანდო წყარო

ქუთაისის ცხელების ცენტრში 23 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხიდან ყველა უარყოფითია

ქუთაისის ცხელეების ცენტრი

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 23 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განაცხადა.

დირექტორის ინფორმაციით, პასუხებს შორის 19 პაციენტის, 4 კი კლინიკის მედპორსონალის გეგმური კვლევაა.

სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 18 პაციენტია მოთავსებული, მათ ნაწილს ანალიზს კორონავირუსზე დღეს აუღებენ.

ამ დრომდე საქართველოში ვირუსის 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, კორონავირუსისგან უკვე 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია - 5243 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 550

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

შეცვალე აქცია

27 მაისი 2020, 12:20

პოლიტიკა

„შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან აქცია მოაწყვეს

„იმისთვის მოვედით, რომ ვიდრე პარლამენტში შევა, შევახსენოთ ის, რომ მან 20 ივნისს სადამსჯელო ოპერაცია მოგვიწყო", - განუცხადა ჟურნალისტების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ფარულავამ.

გერგეთი

27 მაისი 2020, 12:08

საზოგადოება

Lonely Planet: მთები, ლაშქრობა და ღვინო, საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურიზმის გახსნას გეგმავს

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების 1-ლი ივლისიდან მიიღებს, ავიაკომპანიები Ryanair და Wizz Air კი ფრენებს განაახლებენ რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, რაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

27 მაისი 2020, 12:06

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. 2020 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 17% შეადგინა. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს.

27 მაისი 2020, 11:59

მსოფლიო

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩები შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის „ჩათრევას“ ეწინააღმდეგებიან

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დოკუმენტში, რომელსაც 7 ყოფილი ელჩი აწერს ხელს, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ისინი „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის ჩათრევას ეწინააღმდეგებიან.

27 მაისი 2020, 11:50

საზოგადოება

თბილისის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს

„პანდემიის პირობებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სერვისების ნაწილის ფუნქციონირებაც შეწყდა, ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები უკვე მოიხსნა, სხვადასხვა ტიპის სერვისი თბილისის მუნიციპალიტეტშიც ეტაპობრივად აღდგება“.

ყვითელი მიკროავტობუსი

27 მაისი 2020, 11:49

საზოგადოება

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აიკრაძალა

ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვა აიკრძალება. ამის შესახებ თბილისი მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. მისი თქმით, ჰაერის ვენტილაცია ღია ფანჯრების დახმარებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც ვირუსით ინფიცირების რისკს შეამცირებს.

ფეინოორდი

27 მაისი 2020, 11:44

სპორტი

„ფეიენოორდის“ წლიური ბიუჯეტი 25 მილიონი ევროთი შემცირდა

ნიდერლანდების საფეხბურთო გრანდის, „ფეიენოორდის“ წლიური ბიუჯეტი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, 25 მილიონი ევროთი შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას football.ua ავრცელებს. კლუბის გენერალური დირექტორის, მარკ კუვერმარსის განცხადებით, შემცირდა ფეხბურთელების ხელფასებიც. ვინც დიდ ანაზღაურებას იღებდა, მათ უფრო მეტი, პატარა ხელფასის მქონე მოთამაშეებს კი გასამრჯელო შედარებით დაბალი პროცენტით დააკლეს.

არჩილ თალაკვაძე

27 მაისი 2020, 11:43

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: გვჭირდება მკაცრი კონტროლი, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ლოკალური ეპიდემიოლოგიური გართულებები

გვაქვს მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა და დღესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მკვეთრად აღემატება ახალი შემთხვევების რაოდენობას. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მეტრო

27 მაისი 2020, 11:40

საზოგადოება

რა წესების დაცვა მოგიწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა 1-ლი ივნისიდან აღდგება. რა წესების დაცვა მოუწევს მოსახლეობას მგზავრობისას.

27 მაისი 2020, 11:38

პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეებისთვის 25 მილიონზე მეტი ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 11:35

COVID19

გიორგი გახარია: ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები

ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ერთობლივი შრომის შედეგია, თუმცა ვირუსი ჯერ ჩვენთან რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

27 მაისი 2020, 11:30

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა

„27 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 13 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 5 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 12 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი“, - წერია განცხადებაში.

27 მაისი 2020, 11:26

საზოგადოება

კახა კალაძე: მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები 29 მაისს დილიდან განაახლებენ მუშაობას

მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითა და სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისი

27 მაისი 2020, 11:24

საზოგადოება

როდის რა შეზღუდვები მოიხსნება. დეტალურად

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეზღუდვების მოხსნის ეხალი ეტაპის შესახებ განაცხადეს.

27 მაისი 2020, 11:19

საზოგადოება

რომელი სასტუმროები გაიხსნება 8 ივნისიდან

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტრის შესაბამისი უწყების შემოწმება და ექნება ამაზე კონკრეტული ნებართვა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.

27 მაისი 2020, 11:15

საზოგადოება

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა 8 ივნისიდან განახლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.

27 მაისი 2020, 11:15

საზოგადოება

1-ლი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება

პირველი ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან რესტორნებში გაიხსნება ყველა სახის მომსახურება. ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 11:06

საზოგადოება

პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია და მოლი გაიხსნება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა. მისივე თქმით, ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის რესტორანი.

27 მაისი 2020, 11:03

საზოგადოება

ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის - მეტრო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „ეს მოხდება მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელნი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, - განმარტა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

27 მაისი 2020, 11:02

COVID19

გიორგი გახარია: ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება

„პირველი: ინფიცირებულების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ერთი მხრივ ადასტურებს იმას, რომ საკარანტინო ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება. მეორე: ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის უკვე ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ ჩვენთვის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომლებზეც აქტიურად მუშაობას საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული. რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს და ეს ჩვენი ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგია“, - განაცხადა გახარიამ.