01 მაისი 2020, 15:10 / სანდო წყარო

ემანუელ მაკრონი: 11 მაისიდან საფრანგეთი ნორმალურ ცხოვრებას ვერ დაუბრუნდება

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

11 მაისიდან ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. წინ კიდევ რამდენიმე ფაზა გვაქვს გასავლელი, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობა გააფრთხილადა აღნიშნა, რომ 11 მაისს, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის დასრულება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რათა ქვეყანა შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიდეს.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 130 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი. განიკურნა 50 ათასამდე პაციენტი, 25 ათასამდე დაინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა.

სოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 3.2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 233 416 გარდაიცვალა, ხოლო 1 014 916 გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით დაინფიციებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 1 069 826 შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულია 63 006 ადამიანი, 153 947 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

31 მაისი 2020, 13:16

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლიციის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, სადაც ის მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს გაწეული სამსახურისთვის, - ამის შესახებ მან facebook-ზე დაწერა.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 13:14

COVID19

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევათა მატება მოსალოდნელია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არის თუ არა შიშის და პანიკის საფუძველი - ამ შეკითხვას შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს უპასუხა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ზოგადად, შემსუბუქების ღონისძიების მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:52

COVID19

ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, 100-მდე კონტაქტი გამოიკვლიეს

დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევის წყაროზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით,18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს - ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

მოწევა

31 მაისი 2020, 12:37

COVID19

თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები და ლეტალური გამოსავალი გაცილებით ხშირია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას განცხადებით, კვლევები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში თამბაქოს ეფექტურობაზე მიუთითებს, მცდარი მეთოდოლოგიით არის ჩატარებული. მისივე თქმით, თამბაქოს მომხმარებლებში გართულებები, ინტენსიური თერაპიის ბლოკებში მოთავსების მაჩვენებელი და ლეტალური შემთხვევების რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე არამწეველ კოვიდ-პაციენტებში.

გიორგი გახარია

31 მაისი 2020, 12:34

საზოგადოება

გიორგი გახარია: არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ღირსება, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანასა და მოქალაქეს

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს“, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას.

გიორგი გახარია

31 მაისი 2020, 12:30

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივი დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა

„პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც დიდი უზნეობაა

თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, როდესაც თამბაქოს დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

31 მაისი 2020, 12:27

COVID19

საფრანგეთში კატა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საფრანგეთში 9 წლის კატა, სახელად პეპილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ გამოცემა New York post-ი წერს. ცხოველი სავარაუდოდ პატრონისგან დაინფიცირდა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინეს. ცხოველის გამოჯანმრთელებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.

31 მაისი 2020, 12:20

მსოფლიო

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გამოცემა Tatler-ს სასამართლოში უჩივიან

პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი აცხადებენ, რომ გამოცემა Tatler-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, - ამის შესახებ ინფორმაციაც dailymail ავრცელებს. მიზეზი ჟურნალის ახალ ნომერში გამოქვეყნებული სტატია გახდა, სახელწოდებით „ეკატერინე დიდი“, რომელშიც კემბრიჯის ჰერცოგენიაზეა საუბარი.

ამირან გამყრელიძე

31 მაისი 2020, 12:19

COVID19

ამირან გამყრელიძე: მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს

თამბაქო და Covid19 აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შსს

31 მაისი 2020, 12:09

სამართალი

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 10 თანამშრომელი მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

31 მაისი 2020, 12:04

მსოფლიო

„მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბავშებისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის, „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას independent ავრცელებს. მისი აგენტის თქმით, 30 მაისს მსახიობი უეცრად გარდაიცვალა, ის სახლში ცოლთან ერთად იმყოფებოდა. მაიკლი „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი 13 სერიის განმავლობაში იყო, მან 1991 წელს რინგო სტარი ჩაანაცვლა.

სომხეთი

31 მაისი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 000-ს გადააჭარბა

სომხეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსის 9 282 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 131 ადამიანი, 3 386 კი გამოჯანმრთელდა.

კლინტ ისტვუდი

31 მაისი 2020, 11:59

კულტურა

კლინტ ისტვუდს 90 წელი შეუსრულდა

კლინტ ისტვუდი იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი დღეს 90 წლის შესრულდა. ისტვუდის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. 60-წლიანი კარიერის მანძილზე მსახიობს ათობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

31 მაისი 2020, 11:52

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა და გიორგი გახარიამ შსს-ს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კორონავირუსი რუსეთი

31 მაისი 2020, 11:47

COVID19

რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსის კიდევ 9 268 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 9 268 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 405 843-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 138 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 4 693-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ვირუსი 4 414-მა ადამიანმა დაამარცხა.

თბილისი

31 მაისი 2020, 11:43

COVID19

Washington Post-ი: შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

Washington Post-ი სტატიის ბოლოს წერს, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით. ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 11:36

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: როდესაც მთელი მსოფლიო ვირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

31 მაისი 2020, 11:34

მსოფლიო

Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა

საცალო კომპანია Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩვენ ფოქუსირებულნი ვართ, ჩვენი გუნდის უზრუნველყოფასა და დახმარებაზე“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მინესოტაში 71 ობიექტი დაიხურა, კალიფორნიაში 49, ნიუ იორკში 12 და დანარჩენი მაღაზიები კი სხვადასხვა შტატში.

ანდრია ბასილაია

31 მაისი 2020, 11:29

ეკონომიკა

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია.