01 მაისი 2020, 15:21 / სანდო წყარო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: კორონავირუსისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისგან დისტანცირება

ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი, რომელსაც ახალი კორონავირუსული დაავადება განაპირობებს, საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო ცხადად დაანახებს თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის აუცილებლობას, - ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„იმის გამო, რომ Covid-19-ის მნიშვნელოვანი სამიზნე ადამიანის ფილტვებია, დღეს, ერთადერთი და სწორი გამოსავალია თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის (მათ შორის ელ. სიგარეტის, ვაპოვაიზერის, აიქოსის, ჩილიმის და ა.შ.) და მარიხუანას მოხმარებაზე უარის თქმა. ამიტომაც ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ფიზიკური, არამედ, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისგან დისტანცირება“, - აღნიშნულია ალიანსის განცხადებაში.

საქართველოში კანონი 2018 წლის მაისიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ ამოქმედდა. მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2021, 22:59

ეკონომიკა

ევროპაში ნახშირის ფასი 13 წლის მაქსიმუმზეა

2022 წლის ფიუჩერსების ფასი ნახშირზე 2008 წლის მაქსიმუმზეა და ტონაზე $137 შეადგინა, - ამის შესახებ bloomberg წერს. სააგენტოს ცნობით, ნახშირზე მოთხოვნა გაზზე ფასის ზრდამ გამოიწვია, შედეგად ნახშირის მარაგები შემცირდა. ამასთან ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და კოლუმბიიდან მიწოდება გართულებულია, ხოლო რუსეთიდან ექსპორტი საკმარისი არაა.

ნიკოლ ფაშინიანი

24 სექტემბერი 2021, 22:33

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს

სომხეთი მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, რათა რეგიონში მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანგელა მერკელი

24 სექტემბერი 2021, 22:25

ტაბლოიდი

ანგელა მერკელი მარლოუს ფრინველების პარკს ეწვია. ფოტო

გერმანიის კანცლერი მეკლენბურგის მხარეში (ჩრდილოეთ გერმანია) ვიზიტისას მარლოუს ფრინველების პარკში იმყოფებოდა. ამის შესახებ Spiegel წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

24 სექტემბერი 2021, 21:57

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ

დასავლეთის ცალკეულ წარმომადგენელთა განცხადებები „ნაცმოძრაობას“ უქმნის ილუზიას, რომ მათ მიერ დაგეგმილ მორიგ „რევოლუციას” ამჯერად მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

24 სექტემბერი 2021, 21:52

ეკონომიკა

ჩინეთში კრიპტოვალუტით ფინანსური ოპერაციები აიკრძალა

დღეიდან ჩინეთში ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაცია უკანონოა. ამის შესახებ DW (დოიჩე ველე) წერს. გამოცემა ჩინეთის სახალხო ბანკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვინც კრიპტოვალუტით ფინანსურ ოპერაციას განახორციელებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

24 სექტემბერი 2021, 21:25

ტექნოლოგიები

კომპანია MAD Architects-ი ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს

კომპანია MAD Architects-ი ახალ პროექტს იწყებს, - ამის შესახებ techcult წერს. კომპანია ჰოლივუდში „მომავლის ოფისს“ ააშენებს.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ნიკა მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, ეს შეიძლება გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი“ შემდგომი პროვოკაციებისთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისთან გუშინ მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადება შეიძლება გახდეს ერთგვარი „მწვანე შუქი“ ნიკანორ მელიასთვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები მოაწყოს.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2021, 20:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო

სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო. იქ საუბარია , თითქოს 2 პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა. ნიკა მელია მიეჭრა პირდაპირ ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის აკეთებდა კომენტარებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი

24 სექტემბერი 2021, 20:35

COVID19

ჯო ბაიდენი: არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ მიუღია და რომ არავაქცინირებული მოქალაქეები ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 20:25

კულტურა

ილია ჭავჭავაძის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებელს ჯავახიშვილის N7-ში ხვალიდან უმასპინძლებს. მუზეუმის გახსნის ღონისძიებას მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

24 სექტემბერი 2021, 20:12

მსოფლიო

ევროკავშირი: რუსეთს მოვუწოდებთ, კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები დაიცვას

ევროკავშირი რუსეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.

24 სექტემბერი 2021, 20:09

საზოგადოება

ცესკოში ეუთოს წარმომადგენლებთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი სიორიძე, გიორგი შარაბიძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალს და კომისრის საქართველოს ოფისის კოორდინატორ ნინო გოგოლაძეს შეხვდნენ.

ნათია თურნავა

24 სექტემბერი 2021, 20:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესსერვისების მიწოდების ინდუსტრია საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება და ამას ადასტურებს უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა

საქართველოში სულ უფრო მეტად ვითარდება ბიზნესსერვისების მიწოდების ინდუსტრია და ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-ი შემოვიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 19:50

პოლიტიკა

ავთანდილ თალაკვაძე: გამარჯვების შემდეგ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას თითოეულ პროფესიონალთან, ვინც დღეს მერიაშია დასაქმებული

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მივიღეთ არაერთი ინფორმაცია, რომ მოქმედი მერი, რომელიც დღეს, გახლავთ ოპოზიციური კანდიდატი ადგილობრივ არჩევნებში, ასევე, მერიის ზოგიერთი თანამდებობის პირი თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, თითქოს „ყველას სამსახურიდან გაუშვებენ“ და „თუ უნდათ სამსახურის შენარჩუნება, ხმა უნდა მისცენ კ. შარაშენიძეს“- ამის შესახებ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 19:44

მსოფლიო

ადვოკატებად გადაცმულმა განგსტერებმა სასამართლო დარბაზში მაფიის ბოსი მოკლეს

ინდოეთის ქალაქ დელიში ადვოკატებად გადაცმულმა განგსტერებმა სასამართლო დარბაზში მაფიის ბოსი ჯიტენდერ მაან გოგი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

24 სექტემბერი 2021, 19:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და დიმიტრი სამხარაძე თელავში კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე თელავში კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

დერეკ შოვინი

24 სექტემბერი 2021, 19:27

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დერეკ შოვინი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დერეკ შოვინი სასჯელის გასაჩივრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

24 სექტემბერი 2021, 19:10

COVID19

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უფასო და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 სექტემბერი 2021, 19:02

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის Moselle Open-ის 250 მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. მე-8 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან სამ საათიანი მატჩი გამართა, ოთხი მატჩ პოინტი გადაარჩინა და ანგარიშით 0:6, 6:4, 7:6 (7:4) მოიგო.

24 სექტემბერი 2021, 18:44

მსოფლიო

ნიდერლანდების პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა

ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში პოლიციამ ტერაქტის მომზადების ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პროკურატურა ავრცელებს.